19-21 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასები გავრცელდა

გარემოს ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

 

როგორც სააგენტოდან გვაცნობეს, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა.

 

მათივე განმარტებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა მოქალაქეების მომართვის საფუძველზე, ასევე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განახორციელა.

 

„კერძოდ, 16 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე აღინიშნა კონცენტრაციის გადაჭარბება 1.2-ჯერ. 17 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება ყაზბეგის გამზირზე დაფიქსირდა 1.2-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში უმნიშვნელოდ. ამავე დღეს ნორმაზე 1.1-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე. 18 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.2-ჯერ. 19 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე და ვარკეთილში 1.1-ჯერ, ხოლო წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ. 20 და 21 ოქტომბერს თბილისის ოთხივე სადგურზე დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება. კერძოდ, 20 ოქტომბერს წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში 1.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.5-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში 1.1-ჯერ. 21 ოქტომბერს კი თბილისის ოთხივე სადგურზე მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები 1.2-ჯერ, ხოლო ქუთაისში 1.1-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას. 19, 20 და 21 ოქტომბერს PM10-ის კონცენტრაციების მატება გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით. 22 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში მხოლოდ წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ.


მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.


ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ფანასკერტელის ქუჩაზე 162-ე საჯარო სკოლის, ასათიანის ქუჩაზე 43-ე საჯარო სკოლის, ფალიაშვილის ქუჩაზე 54-ე საჯარო სკოლის და პეტრიაშვილის ქუჩაზე მე-6 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

 





მსგავსი სიახლეები
ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე რუსთავი 2-ში არ მივიდნენ
„გულწრფელად მინდოდა, ჩემი სიყვარულის სინათლეს, თუნდაც ერთი დღით, გაენათებინა ყველას გული, მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისაც, მაგრამ შევცდი - მივიღე წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება, ბოღმა და შური“
"„სიკვდილის ლაბორატორია“ თბილისში?! აწარმოებენ თუ არა ამერიკელი სამხედროები საქართველოში ადამიანებზე ცდებს"– BBC
"ბაღებში ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება"
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
„ერთი მაგ ქუჩა-ქუჩა მოხეტიალე "პროტესტანტებს " ვინმემ გააგებინეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს პანკისის ხეობის 26-ე და 5-ე საარჩევნო უბნებში ზუსტად სოსო გოგაშვილის პატივისცემისთვის მისცეს ხმა“
„გოგონა იყო სულელურად მამაცი, ისევე, როგორც უამრავი ადამიანი, რომელიც იმ ღამეს ქვეყნის სიყვარულისთვის დაჩეხეს, დაწამლეს და გადაუარეს!“
ჩხაკაურა-ბახმაროსა და ბჟუჟჰესი-გომისმთას მონაკვეთბზე მოძრაობა აიკრძალა
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს
ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
დღეს, 18:00 საათიდან მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
„მანიაკი და სხვების პირადი ცხოვრებით დამშანტაჟებელი მეგის ქარდავას ქორწილი რომ ბიუჯეტიდან დაფინანსდა, მთელი თბილისი გადაკეტეთ და ტაშს უკრავდით“
ბერას ქორწილს კოჯორთან ახლოს მდებარე დასასვენებელ კომპლექსში “ბიოლი ჰოლი” აღნიშნავენ - რესტორანში ნახევარი მილიონის მხოლოდ ყვავილებია მიტანილი
ჩახდილი ქართველები და ნამდვილი ქართველები
კასპის რაიონის სოფელ ქვათახევში ტყის ქვედა საფარი იწვის
დღეს სვეტიცხოველში ყველაფერი ჩვეულებრივად იყო! - ფეისბუკმომხმარებლები გრიგოლ ვაშაძეს ამხელენ
„სახალხო დამცველად დასმულმა ქართველთმოძულე სოროსელმა ლომჯარიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვის გაუქმებაზე!“