წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ

“ქართული ოცნების” მხრიდან არასამთავრობო სექტორზე შეტევა გრძელდება - ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “აღმოაჩინა”, რომ არასამთავრობო სექტორში “ფაშიზმის მხარდამჭერები” არიან, ახლა კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელი ეკა გიგაური დაადანაშაულა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დაშლის თანამონაწილეობაში.

 

არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ ერთიანდება და ბრალდების საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს სრის მორიგი თავდასხმა და ზღვარგადასული კრიტიკა, რომელიც აზიანებს ქვეყნის იმიჯს და არასამთავრობო სექტორს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით წულუკიანი გიგაურის წინააღმდეგ.


“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” კი აცხადებენ, რომეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრიტიკულ მომენტებში ხელისუფლება არასამთავრობო სექტორს ესხმის თავს და ტყუილია, რომ 7 ნოემბრის აქციაში გამოძიებას საერთოდ რამე კითხვა ჰქონოდა ეკა გიგაურთან - პირიქით, გიგაურს 2015 წელს ორგანიზაცია “პოზიციის” დირექტორ გურამ ადამაშვილისა და მოქალაქე გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ ცილისწამებისთვის და პატივისა და ღირსების შელახვისთვის საჩივარი აქვს შეტანილი. - სწორედ იმ ცრუ ბრალდების გამო, რაც ახლა თეა წულუკიანმა გაახმოვანა... “ვინ აქტიურია და საკუთარ საქმეს კარგად აკეთებს, ვისაც უცხოელები უსმენენ და ვისიც სჯერათ, სწორედ იმ ორგანიზიების დისკრედიტაციეას ცდილობს ხელისუფლება. ახლა რაც ხდება, ეს უკვე ყოვეკგვარ ზღვარს გადასულია”, აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების მენეჯერი გია გვილავა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ “სამართლიანი არჩევნების” დირექტორი მიხეილ ბენიძე და მასთან ერთად არასამთავრობოების სხვა წარმომადგენლებიც “ფაშიზმის თანამონაწილეობაში” დაადანაშაულა, “ოცნება არასამთავრობოებზე შეტევას ახლა უკვე საერთაშორისო არენაზეც აგრძელებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

“კოპენჰაგენში ანტიკორუფციულ კონფერენციაზე წულუკიანის განრისხება “საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელ გიორგი ონიანის გამოსვლასა და წულუკიანისთვის დასმულ კითხვას მოჰყვა საქართველოში არსებული ელიტური ელიტური კორუფციის შესახებ. ონიანმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია, იუსტიციის მინისტრის ჩათვლით, თავს ესხმის სამოქალაქო სექტორს. კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ტეა წულუკიანი ეკაგიგაურს დაესხა თავს - მის თქმით, ეკა გიგაურმა სავარაუდოდ 2007 წლის 7 ნოემრის მშვიდობიანი აქციის დაშლაში.... წულუკიანის პასუხი “ქართულ ოცნებაში” ჩვეულებისამებრ მოიწონეს და თქვეს, რომ ეს იყო “ღირსეული პასუხი არაობიექტურ კრიტიკაზე” - ერთადერთი კრიტიკული შეფახება “ოცნებიდან” ახლად წამოსული დეპუტატის დავით ჭიჭინაძისგან გაისმა - “წულუკიანს ვურჩევდი, 7 ნოემბერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინ გვერდით უზის - ისინი იყვნენ 7 ნოემბერში გახვეული” - განაცხადა ჭიჭინაძემ. არასამთავრობო სექტორმა კი წულუკიანი გამოსვლას მესამე სექტორზე მიზანმიმართულიშეტევა უწოდა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ბრალდების ადრესატმა გიგაურმაკი განაცხადა, რომ წულუკიანი “სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის ნაცვლად პირად თავდასხმაზე გადადის და სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევას აგრძელებს. ფაქტობრივად, ჭორაობს საერთაშორისო ფორუმზე, რითაც, პირველ რიგში საკუთარ თავ აყენებს დარტყმას და წარმოაჩენს არასერიოზულად თავსაც და შემდეგ ქვეყანასაც, რაც ძალიან სამწუხაროა”, - აცხადებს გიგაური. 16 ოქტომბერს “საერთაშორისო გამჭვირვალობის სამდივნომ გაავრცელა განცხადება, რომ საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოში არსებულ მდგომარეობას ხელისუფლების წამყვანი პირების ,ხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების გამო”, - წერს სტატიის ავტორი.

 

 





მსგავსი სიახლეები
“მანქანის ბაკიდან ბენზინის მოპარვა 90-იანი წლების მერე არ გამიგია”
ბესელიას დილემა: "ან ივანიშვილს უნდა დაუპირისპირდეს ან პოლიტიკიდან წავიდეს“
“სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი” - რა წერია ახლად მიღებულ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტში
“ოცნებაში” განგაშის ზარების ხმა უკვე უნდა ესმოდეთ”
“მოსამართლეების ძველი სია პარლამენტში ვერ გავა” - ნუკრი ქანთარია
ჯარიდან თავის დაღწევა მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს შეეძლებათ
"მეოცნებეთა" სოლიდური რაოდენობა იუსტიციის მინისტრს ალმაცერად უყურებს"
“ხელისუფლების მოქმედება მთიდან დაგორებული ლოდის შთაბეჭდილებას ტოვებს...” - ხათუნა ლაგაზიძე
“არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ” -მამუკა ხაზარაძე
მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები
"ბიძინამ ერთი კოზირი უკვე გამოაჩინა - ღარიბაშვილი პარტიაში ცვლილებებს დაიწყებს"
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ
ორი პოტენციური თანამდებობა ღარიბაშვილისათვის - პარლამენტის თავმჯდომარე ან ისევ შს მინისტრი
ხაზარაძის “ნაღმი აფეთქდა”
საკანონმდებლო ხვრელები იქოლება – უცხოელები მიწას ვერ გაეკარებიან
ბესელია კობახიძის გადასაყენებლად ბრძოლას იწყებს
"ოცნებაში" რღვევა დაიწყო - ივანიშვილი დახურულ შეხვედრებს მართავს, ბესელია ახალ ფრაქციას ქმნის
"ვადამდელი არჩევნები ვითარებას ვერ გამოასწორებს... ყველა დაწყნარდეს"
“ქართულ ოცნებაში” მიხვდნენ, რომ ივანიშვილის არაფრის გარანტორი აღარ არის” - შოთა მალაშხია
"ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა "ოცნებისთვის" კატასტროფა იქნება"