"თითოეული მეხანძრე-მაშველი ჩვენთვის ნამდვილი გმირია"-მამუკა ბახტაძე

ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას; ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

 

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 2022 წლის დასაწყისამდე სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულიად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.

 

პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას გამოვლენილი ვაჟკაცობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახსა და მთელს საქართველოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

 

„თქვენ სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეთ ჩვენი 3 მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახს და მთელს საქართველოს ეს უზარმაზარი ტრაგედია. ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თქვენი სამსახურის განვითარებას. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისა და რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქნება განსაცდელსა თუ გასაჭირში, არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ. მსურს, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.

 

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ხუციშვილი დაესწრო.





მსგავსი სიახლეები
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ახალი კომპანია მოამარაგებს
3 ქუჩა თბილისში, სადაც 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
ისტორიული ფაქტები, რომლებიც მოწმობს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ეკუთვნის
"აზერბაიჯანი სამი უზარმაზარი ბულდოზერით მუშაობს, სადაა, რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო?"
თბილისის მერია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს
25 და 26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება
„ნუთუ ასე რთულია სათაურის გარდა დამატებით ორი-სამი წინადადების წაკითხვა? წიგნებსაც ანოტაციით ეცნობით?“
„ადგილზე დამთავრდა ოთხივეს სიცოცხლე... დღედღეზე უნდა იმშობიაროს აჩიკოს მეუღლემ, ბიჭი ტყუპის დაბადებას სიხარულით ელოდა“ - სუფსაში მომხდარი საზარელი ავტოკატასტროფის დეტალები
ავიაკომპანია El Al-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გმირის, - მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება
"გვყავს N რაოდენობით სტუდენტი, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტს ამთავრებს, მაგრამ რთულია იპოვო მაღალკვალიფიციური კადრი"
მოზარდებისთვის ისეთ საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის პროპაგანდას ეწევა, კანონით აიკრძალება
„შავგულიძე მიშას მადლობას უხდის - მო.....ნთ ზნეობა, რაც ეგ პოლიტიკა კი არა, ძველი ბოზების ძველი გარიგებაა!“
„ ამბობენ, რომ შვილის გაჩენის შემდეგ განსაკუთრებულად ნერვული გახდა“ - საშინელი ტრაგედიის ახალი დეტალები
„საკონცერტო დარბაზი თქვენ არ გინდათ! დენდროპარკი თქვენ არ გინდათ! უნივერსიტეტი თქვენ არ გინდათ! ხაჭაპური გინდათ?! “
ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა და ქვები გზის სავალ ნაწილზე ჩამოიყარა
"ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ"
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს
სანაგვე ურნებს მიწისქვეშ გადაიტანენ
"მინდა, აღსაზრდელების მშობლებს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს"