ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, მსახიობი და რეჟისორი ამირან შალიკაშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 79 წლის ასაკში, ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, მსახიობი და რეჟისორი ამირან შალიკაშვილი გარდაიცვალა. პანაშვიდი თეატრში 27–28 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება, 29 ნოემბერს, 14:00 საათზე, ამირან შალიკაშვილს პანტომიმის თეატრიდან გამოასვენებენ. გამოჩენილი რეჟისორი, მსახიობი, ქართული პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელი და პანტომიმის თეატრის დამაარსებელი 1939 წლის 22 მარტს ქალაქ კოკანდში (უზბეკეთი) დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1964 წელს – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით. 1961 წლიდან არის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი. 1965–1969 წლებში იყო მუსკომედიის, ხოლო 1969–1973 წლებში — მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1973–1975 წლებში იყო ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი. 1975 წლიდან არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი და მის შემდეგ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე არის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის განხრის დამაარსებელი (1978). 1999 წლიდან არის ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი. არის ავტორი წიგნებისა „პანტომიმა დუმილის პოეზიაა“ (1999), „დუმილის შემდეგ“ (2004), „ხილვები ფიროსმანზე“ (2004), „ცრემლიანი შემოდგომა“ (I, 2005; II, 2006).





მსგავსი სიახლეები
ოტავაში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს
„დადგა დრო, ჩვენი დიდებული პოეტი ქალი, უბრალოდ, ასე მოვიხსენიოთ: ეთერო“ - ეთერ თათარაიძის ახალი კრებულის პრეზენტაცია
თიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
„ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა!“
ფილმ „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზი მოიპოვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს ტერიტორიაზე შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინეს
ლეპრენსის "ქართველი" - როგორ იცვამდნენ საქართველოში
ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს
„დიდი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ევროპული ცხოვრება დაიწყო - ევროპულმა გამომცემლობამ მისი ნახატების ფერადი ალბომი გამოსცა“
"Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში, შესაძლოა, მომღერალი მერაია ქერი ჩამოვიდეს" - გიორგი ქობულია
ლიტერატურული პრემია „საბას“ მეჩვიდმეტე კონკურსი დაიწყო
#MuseumSelfieDay2019 - გადაიღე ფოტო და ჩაერთე კონკურსში
„ერთმა დარბაზში მომუშავე მოხუცმა მეცნიერმა მითხრა: „მგონია, ასე მხოლოდ სამოთხეში იცმევენო“, ჰოდა, მეც ვუპასუხე: „ეგ სამოთხე ჩემი ქვეყანაა, მეთქი“!
იური მეჩითოვი დიდი კონორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ჯერ გამოუქვეყნებელ სურათს ავრცელებს
28 დეკემბერს, ანსამბლ „შავნაბადას“ რიგით მეათე აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
სამხრეთ კორეული ჯგუფის, ექსოს წევრებს კონცერტზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შექმნილი ტანსაცმელი ეცვათ
“აზუჩენას პარტია დამატყვევებელი იყო” - ნინო სურგულაძის წარმატებული დებიუტი ვერდის ქალაქში
„Window Project", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენას - „Second Order" უმასპინძლებს
„Project ArtBeat", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის გამოფენას - „Nowhere to Run" უმასპინძლებს