სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოს უნიკალური საგანძური - თამარ მეფის იშვიათი პორტრეტი დაუბრუნდა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს. ინფორმაციას საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი (ხელოვნების სასახლე) ავრცელებს. ხელოვნების ნიმუში პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნოდა. თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და ქართველი მრეწველის, აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო. უნიკალური საგანძურის სამშობლოსათვის გადაცემა მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს და ამისათვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. 

 

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ და-ძმა ვოდეებმა საქართველოს გამოჩენილი მხატვრის სიმონიკა დადიანის უნიკალური კოლექციაც უსახსოვრეს. თამარის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით და მას მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერაც ჩანს, ინიციალების წაკითხვა პორტრეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. უნიკალური ხელოვნების ნიმუში უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.





მსგავსი სიახლეები
19 და 20 აპრილს, რუსთავის თეატრი მაყურებელს ორ ახალ სპექტაკლებს წარუდგენს
„ეს უნიკალური ქსოვილის ფრაგმენტი, არც მეტი არც ნაკლები, ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით თარიღდება“
"ჩემი თვალით დანახული სამყარო არც ისეთი ფერადია, როგორიც ნახატებიდან ჩანს“ - ლანა სამხარაძე
„ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი ინსპირაცია, რომელიც არაფრისგან მოდის“- თამარ თალი თოიძე
„მინდა დავიბადო იქ, სადაც დავიბადე და როდესაც დავიბადე, ანუ, თბილისში, 1930 წელს“
4 აპრილს პიანისტი დავით ალადაშვილი კონსერვატორიაში ქართული კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავს
ანსამბლი „ადილეი“ აშშ-ში რიგით მორე ტურნესთვის ემზადება
„ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია, 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევროზე გამოაგზავნა მოთხოვნა“
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს..."- გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა
თბილისში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნება
ნინო სურგულაძის ტრიუმფი ბელგიის სამეფო თეატრის სცენაზე და მსოფლიო პრესის აღიარება
დიზაინი და მომავლის ქალაქები - გამოფენა და სემინარი იტალიელი არქიტექტორების მონაწილეობით
დიზაინი და მომავლის ქალაქები - გამოფენა და სემინარი იტალიელი არქიტექტორების მონაწილეობით
„როგორ უნდა მოახერხო, რომ ეს სამაკორდიანი, ჩიჟი-ბიჟი რუსეთი, რომელიც ერთ ხმაში ძლივს მღერის, ევროვიზიაზე არათუ გისწრებდეს, არამედ, ყოველ წელს ლიდერებში იყოს“
საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
18 მარტს ქუთაისი ქართული სიმღერის დღესასწაულს უმასპინძლებს!
"ელექტრიკოსი"- რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს ნანა ჯანელიძე გადაიღებს
დღეს, თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზში კომედიის ფესტივალის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართება
პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა და საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს სიმღერით „სულ წინ იარე“