სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება - ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებაა

„საქართველოში, პირველად ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტად ქალი აირჩიეს. ყოფილი ფრანგი დიპლომატის წინაშე რთული ამოცანები დგას“-ასე იწყება გერმანული გამოცემის, «Die Tageszeitung»-ის მიერ ბერნჰარდ კლაუზენის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია.

 

სალომე ზურაბიშვილი, 66 წლის ფრანგ-ქართველი დიპლომატი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი გახდა. იგი არამარტო პირველი ქალია ამ პოსტზე, არამედ პირველი პრეზიდენტია ხანგრძლივი დროის შემდეგ, როცა საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს უჭერს და იმავე დროს ბოლო პრეზიდენტიცაა, რომელიც სახალხოდ, პირდაპირი ხმის მიცემითაა არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

 

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში და ბავშვობიდანვე ორ ენაზე ლაპარაკობს - ქართულად და ფრანგულად. მისი მშობლები თავის დროზე საქართველოდან საბჭოთა ხელისუფლებას გაექცნენ. მამამისი ლევან ზურაბიშვილი საფრანგეთში არსებული ქართული საზოგადოების თავმჯდომარე და პარიზში ქართული ეკლესიის დამაარსებელი იყო.

 

მაგრამ სალომე ზურაბიშვილის გული ყოველთვის საქართველოს ეკუთვნოდა. უკვე ფრანგი დიპლომატად მუშაობის პერიოდში იგი სულ მუდამ თან ატარებდა ბებიის მიერ ნაჩუქარ ზარდახშას, რომელიც მან საფრანგეთში საქართველოდან გამოიყოლა 1921 წელს.

 

ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას, როცა სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ სამსახურში შედიოდა, კითხვაზე, თუ რატომ უნდოდა იქ მუშაობა, მან უპასუხა, რომ უყვარს მოგზაურობა და სურს გახდეს ელჩი საქართველოში. სალომე ზურაბიშვილმა 30 წელი შეალია ფრანგულ საგარეო საქმეთა სამინისტროში სამსახურს და საფრანგეთს წარმოადგენდა იტალიაში, ავსტრიაში, აშშ-ში არსებულ საელჩოებში, აგრეთვე გაეროში, ეუთოში და ნატოში.

 

2003 წელს სალომე ზურაბიშვილს სურვილი, როგორც იქნა, აუსრულდა: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიის წესების დარღვევით (რომელთა მიხედვით, ელჩებს იმ ქვეყანაში არ გზავნიან, საიდანაც ისინი წარმოშობით არიან), იგი სამშობლოში, საქართველოში ელჩად დანიშნა. უკვე ერთი წლის შემდეგ ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. 2013 წელს მან პირველად გადაწყვიტა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში წარედგინა, მაგრამ იგი იმ დროს, ორმაგი მოქალაქეობის გამო, არჩევნებში არ დაუშვეს. 2018 წლის არჩევნებში რომ მონაწილეობა მიეღო, ყოფილმა ელჩმა და ექს-მინისტრმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

 

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება: ქართულ საზოგადოებაში ძალიან ღრმა დაპირისპირებაა. ოპოზიციური ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ იგი არჩევნებზე მანიპულაციებში დაადანაშაულა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მას საქართველოს მოქალაქეობა მისცა და მინისტრად დანიშნა, მოსახლეობას მის წინააღმდეგ პროტესტებისაკენ მოუწოდა.

 

მაგრამ სალომე ზურაბიშვილს საზოგადოების დამშვიდება სურს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან განაცხადა, რომ დაიწყებს დიალოგის ძიებას მათთან, ვისაც ის პრეზიდენტად არ აურჩევია. შესაძლოა რუსეთთან დამოკიდებულების კორექტირებაც მოხდეს, რომელთანაც მისმა ქვეყანამ 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. სალომე ზურაბიშვილი ევროპული კურსის გამტარებელია, მაგრამ სურს იმუშაოს რუსეთთან ურთიერთობაზეც.





მსგავსი სიახლეები
“სააკაშვილს ძალიან უნდა, რომ საქართველოში ვითარება “აადუღოს”, მაგრამ...”
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
“დაძაბულობა, პროვოკაციები, ყუთების გატაცება, საარჩევნო უბნებზე შევარდნა" - რა მოლოდინებია 19 მაისის არჩევნებზე
ბოლო დღეებში ორი სამხედრო გარდაცვლილი იპოვეს- რა გახდა სიკვდილის მიზეზი და რას ყვებიან ახლობლები
ბრძოლა ზუგდიდისთვის - საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს
რაში ჭირდებათ თურქებს და აზერბაიჯანელებს მართლმადიდებლური ტაძრები
"ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილი დავიკავოთ“ - სალომე ზურაბიშვილი
ადგილობრივი ორგანოების არჩევნებმა ქვეყანაში შეიძლება მორიგი დაპირისპირების პროვიცირება გამოიწვიოს
ტრაგედია დამცავი ღვედით - თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაღუპული მუშა თოკმა ვერ შეიმაგრა
თავდასხმა ჟურნალისტზე და პირველი მასშტაბური ინციდენტი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე
"ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“
ნიკოლოზ მჟავანაძეს ოჯახის განადგურებით ემუქრებიან
“საქართველოს ხელისუფლებაში გაბედულების დეფიციტია!”
"ნარკოტიკებს რუსეთში ვყიდულობდით და საქართველოში ავტობუსით ჩამოგვქონდა, აქ კი ჩვენი მშობლები აფასოებდნენ"
“თუ ჰესების მშენებლობა არ გამოვიდა, უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”
რა კითხვები არსებობს მაჩალიკაშვილის საქმეში და რატომ არ დააკავეს აქამდე
“რუსთავი 2”-ის საქმემ შესაძლოა ხელისუფლება გადაიყოლოს” - გია ხუხაშვილი
"აღარ დაგვასვენეს... მისი დაკავება ხეობაში სიტუაციას დაძაბავს..." - პანკისელების რეაქცია მაჩალიკაშვილის ჩანაწერზე
სამი ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს
შეუძლია თუ არა ნატოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა გაწევრიანების გარეშე