BTU-ში, Mercedes-ის ხელშეწყობით, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის დაფინანსებით ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა.


ლაბორატორია საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის დამფუძნებელმა, მაკა ასათიანმა, Daimler AG-ის (Mercedes Benz) მოწვეულმა სტუმრებმა და უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ ერთობლივად გახსნეს.


ლაბორატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განთავსდა და განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების პროექტებზე იმუშავებს. BTU-ს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ მსოფლიოს წამყვან IT კომპანიებთან ერთად ითანამშრომლონ და მათთვის საინტერესო პროდუქტები განავითარონ.


უნივერსიტეტში უკვე ინიცირებული პროექტები - ხელოვნური ინტელექტი განათლებაში, მედიცინაში, ტურიზმში, მარკეტინგში, სტარტაპებში, ინჟინერიაში - ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელზეც მსხვილ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უნივერსიტეტის სპეციალისტები იმუშავებენ. ინოვაციური კვლევითი ლაბორატორიები Mercedes Benz-ს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია სწორად BTU-ში გაიხსნება. ეს უნივერსიტეტის კორპორაციულ სექტორთან მჭიდრო თნამშრომლობის პოლიტიკის შედეგია.


ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიაა, რომელიც ეტაპობრივად ინტეგრირდება ყველა წამყვან ინდუსტრიაში. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებას.


მაკა ასათიანის განცხადებით, „ლაბორატორიაში ნიჭიერ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება განვითარდნენ და განახორციელონ ინოვაციური პროდუქტები. მსგავსი ტიპის პროექტებში Mercedes-ის სახელით, მომავალ პროექტებშიც მივიღებთ მონაწილეობას და ჩავერთვებით, რადგან ამ დარგის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია“.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
"წმინდა ექსპორტის ზრდა ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება" - გიორგი ცუქცქირიძე
"პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს შექმნის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 ივნისის 17:00 საათისთვის
ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ გადაუვადა
"ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალური ბაზრები“ - გიორგი ცუცქირიძე
ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
„ჩვენ ვაშენებთ ორ ქარხანას - მზის პანელების, რომელიც ამერიკის ბაზარს მოამარაგებს და ელექტრომობილების - უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით აშშ-დან“
დღეს კომპანია „ველსის“ წიგნის - „ვაჭრობის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის"
17 ივნისიდან “მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ივნისის 17:00 საათისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის EXIM Bank-ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჯუდით პრაიორს შეხვდა
ერთი აშშ დოლარის ღირებულება 13 ივნისის საღამოს მონაცემებით
მიმდინარე წელს ინვესტიციების მოცულობა შარშანდელზე მეტი იქნება
"ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია"- ნათია თურნავა
მარტყოფში პირველი ქართული ვისკის ქარხნის, JIMSHER-ის მშენებლობა დასრულდა