როდის უნდა დავდგათ ნაძვის ხე და საიდან მოდის ეს ტრადიცია

საახალწლო ნაძვის ხე პირველად დედასთან ერთად 3 წლის ასაკში მოვრთე, მაშინ მეგონა, რომ დედამ ეს ცერემონიალი ჩვენს, გასამხიარულებლად მოიფიქრა. საშობაო ხეს ხილი და ტკბილეული ჩამოვკიდეთ, მეტი დამაჯერებლობისთვის ბამბის ნაგლეჯებიც შევაყარეთ და თოვლის ეფექტის შესაქმნელად, ნაძვის ხის ძირიც ბამბით დავფარეთ. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ეს ცერემონია არა მხოლოდ ჩემს, არამედ ყველა ბავშვის მშობელს მოუფიქრებია, იმიტომ რომ სტუმრად მისულ ყველა სახლში სხვადასხვა დეკორაციის ანალოგიური ხე დამხვდა. თუმცა, ეს ტრადიცია ბევრად ადრე გაჩნდა ვიდრე ჩემი და თქვენი მშობლები დაიბადებოდნენ. 




როგორც აღმოჩნდა.. მარადმწვანე ნაძვის ხე და მისი მორთვის ტრადიცია ათასწლეულებს ითვლის, მას ზამთრის ფესტივალების

აღსანიშნავად პაგანები და ქრისტიანები იყენებდნენ. პაგანები ზამთრის მზებუდობის დროს ნაძვის ხის ტოტებით სახლებს რთავდნენ და ამ გზით გაზაფხულის მოახლოებას აღნიშნავდნენ, რომის იმპერიაში ნაძვის ხით ტაძრებს სატურნალიის დღესასწაულის აღნიშავნისას რთავდნენ. ქრისტიანები კი მას ღმერთთან მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ იყენებდნენ. 



როდის მიიღო ამ მარადმწვანე მცენარემ საშობაო ხის დატვირთვა ცნობილი არ არის,თუმცა ვარაუდობენ რომ ტრადიციას 1000 წლის წინ ჩრდილოეთ ევროპაში ჩაეყარა საფუძველი. ისტორიული წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ პირველ ნაძვის ხეებს ჭერზე ჯაჭვების დახმარებით კიდებდნენ, კიდევ უფრო ადრე საშობაო ხის დატვირთვა ალუბლის ხეს ჰქონდა, რომელსაც ქოთანში რგავდნენ და სახლში უვლიდნენ ისე, რომ მათი ყვავილობის პერიოდი შობას დამთხვეოდა. ვისაც ცოცხალი ნერგის შოვნისა და შეძენის საშუალება არ ჰქონდა ხისგან პირამიდას აკეთებდა და ხილითა და სანთლებით რთავდა, ხშირად კი საშობაო ხე სახლიდან სახლში ინაცვლებდა იმის მაგივრად რომ ერთ კონკრეტულ სახლში განთავსებულიყო, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი ეს 1000 წლის წინ ხდებოდა. 




შობისა და ახალი წლის აღნიშვნისას ხე პირველად ან ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ან ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამოიყენეს. ორივე ქვეყანა ირწმუნება, რომ პირველი საშობა ხე მათ ჰქონდათ. ტალინის შემთხვევაში პირველი საშობაო ხე 1441 წლით თარიღდება, რიგის შემთხვევაში კი 1510 წლით. ასევე არსებობს 1521 წლის ნახატი გერმანიიდან, რომელზეც ასახულია მსვლელობა სადღესასწაულო ხით. 


ისტორიკოსი ბალთაზარ რუსო 1584 წლით დათარიღებულ ჩანაწერებში რიგაში არსებულ ტრადიციაზე ყვება, რომლის მიხედვითაც ქალაქში ბაზართან არსებულ მოედანთან მორთული ნაძვის ხე იდგა, ხესთან ახალგაზრდა მამაკაცები ქალებთან ერთად მიდიოდნენ. ნაძვის ხის ირგვლივ ცეკვავდნენ და მღეროდნენ შემდეგ კი მას ცეცხლს უკიდებდნენ. ასევე არსებობს 1570 წლის ჩანაწერში, რომლიდანაც ირკვევა რომ ნაძვის ხეს გერმანიაში ვაშლებით, თხილით, ტკბილეულითა და ქაღალდის ყვავილებით რთავდნენ. 


არსებული ცნობით, პირველი ადამიანი, რომელმაც ნაძვის ხე სახლში მორთო, ისე, როგორც ამას ჩვენ დღეს ვაკეთებთ, მარტინ ლუთერია. 
კიდევ ერთი ლეგენდა წმინდა ბონიფაცეს სახელს უკავშირდება, რომელიც ინგლისიდან გერმანიაში საქადაგებლად და პაგანების ქრისტიანობაზე მოსაქცევად წავიდა. ლეგენდის თანახმად, წმინდანი დანიშნულების ადგილას იმ დროს ჩავიდა, როდესაც პაგანები ახალგაზრდა ბიჭის მუხის ხისთვის შეწირვას აპირებდნენ. განრისხებულმა წმინდა ბონიფაცემ მუხის ხე ძირში მოჭრა, რომლის ფესვებზეც თქმულების თანახმად, ნაძვის ხე ამოვიდა, რომელიც მისმა მიმდევრებმა სანთლებით მორთეს. თუმცა, ეს ნაძვის ხის მორთვასთან დაკავშირებული ერთადერთი ლეგენდა არ არის ,უმეტესი მათგანი კი ქრისტიანობას უკავშირდება.


როგორც ცნობილია თავდაპირველად ნაძვის ხის კენწეროზე ახალშობილი ქრისტეს გამოსახულებით რთავდნენ, შემდეგ ქრისტეს გამოსახულება ანგელოზით შეიცვალა, ბოლოს კი ვარსკვლავით იმ ვარსკვლავის აღსანიშნავად, რომელმაც ბეთლემში მოგვები ქრისტესთან მიიყვანა. 
პირველი ნაძვის ხე გაერთიანებულ სამეფოში 1830-იან წლებში გამოჩნდა, პოპულარობა კი მას შემდეგ შეიძინა, რაც დედოფალი ვიქტორიას გერმანელმა მეუღლემ პრინცმა ალბერტმა ის უინძორების სასახლეში შეიტანა, ეს მოვლენა 1841 წლით თარიღდება. 

ნაძვის ხეს სხვადასხვა ხილისა და ტკბილეულის პარალელურად, სანთლებით რთავდნენ, ტექნოლოგიური წინსვლისა და ელექტროენერგიის გაჩენის პარალელურად კი სანთლები დეკორატიულმა განათებამ ჩაანაცვლა. 



ნაძვის ხის დადგმისა და მორთვის ერთი რეგლამენტირებული თარიღი არ არსებობს, ეს ძირითადად განწყობასა და ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუმცა მოსახლეობის უმეტესობა საშობაო ხის მორთვას უშუალო დღესსწაულის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე იწყებს. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ნაძვის ხის დადგმას 12 დეკემბრის შემდეგ იწყებს.კათოლიკეები ნაძვის ხეს 31 დეკემბერს ნაშუადღევის შემდეგ დგამენ, თუმცა მათი ნაწილი ნაძვის ხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს 6 დეკემბერს რთავს.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის წიგნის "არიგატო გოზიმაშტა ანუ საიდან ამდენი ღიმილი" წარდგენა გაიმართა
"დღეს ზუსტად 35 წელი შესრულდა მღვდელმონაზონ თეოდორეს (ჩიხლაძე) დახვრეტიდან, რომელიც უკანასკნელი ქართველი სასულიერო პირი აღმოჩნდა, ვინც საბჭოთა რეჟიმმა დახვრიტა"
გენერალმა ანტონ პალიჩ დენიკინმა, შვეიცარიის წითელი ჯვარის საშუალებით ორი ვაგონი მედიკამენტი გააგზავნა საბჭოთა არმიისთვის
პეტრე პირველის წარმოშობის შესახებ
რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა
"მამაკაცის ღირსების საზომი - მისი რჩეული ქალისადმი დამოკიდებულებაა" - ნოდარ დუმბაძე
რატომ არ უყვართ ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობას სტალინი?
"ჩემი წინადადებაა, დავარტყათ მტერს მამაცურად და როდესაც გავიმარჯვებთ, ჩვენი გამარჯვება რომის პაპს დავალოცვინოთ"
„მთავარი მკურნალი არის სიყვარული, ამიტომ ხშირად ვიმეოროთ სიტყვა მიყვარხარ!!!“" - ნათია ფანჯიკიძე
როდის უნდა დავდგათ ნაძვის ხე და საიდან მოდის ეს ტრადიცია
"ამ წერილს ჩუმად ვწერ და გიტოვებ… ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები”…
პატიმრისა და შვილის ემოციური შეხვედრა - ციხეში ექსკურსიაზე მყოფმა მოსწავლემ საკუთარი მამა იპოვა
კონსტანტინე გვარჯალაძის შეხვედრა ჩერჩილთან (დიალოგის ჩანაწერი)
რატომ ვართ ღარიბები? - ილია ჭავჭავაძე ცოდნის შესახებ
ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო
საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი სკოლის დირექტორის წერილი - მასწავლებელებს
"ყველაზე უკეთ შურიანი ადამიანის თვალები ხედავენ"
რომელია მსოფლიოს ყველაზე ცივი და ცხელი ადგილები
სტალინის უცნობი ლექსი, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაწერა
ლუდის სასარგებლო თვისებები - ეს ბევრმა არ იცის!