თიბისი ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას

თიბისი ბანკი, როგორც საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული ფინანსური სექტორის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და სტაბილურობას.

 

თიბისი ბანკი მზადაა შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ. ასეთი სახის სესხების საერთო მოცულობა თიბისი ბანკში შეადგენს 120 მილიონ ლარს და ის ბანკის  მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 1%-ია. აღნიშნული ტრანზაქცია დასრულდება 2018 წლის ბოლომდე.

 

განცხადებული 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის პრობლემური სესხების პორტფელში საქართველოს საბანკო სექტორის წილი 30%-ზე ნაკლებია, ხოლო თიბისი ბანკის წილი  აქედან მხოლოდ 8%-ია.

 

ეს მაჩვენებლები ადასტურებს,  რომ საქართველოს საბანკო სექტორი არ წარმოადგენს მოსახლეობის  ჭარბვალიანობის უმთავრეს მიზეზს. არასაბანკო სექტორის ახალი რეგულაციები და საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის დაწესება ხელს შეუწყობს მომავალში უპასუხისმგებლო დაკრედიტების მასშტაბების  შემცირებას.

 

მიგვაჩნია, რომ ბოლო ხანებში გააქტიურებული ანტისაბანკო რიტორიკა აზიანებს საქართველოში და რეგიონში აღიარებულ ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ ინდუსტრიას - საბანკო სექტორს. ეს ტენდენცია საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

 

თიბისი ბანკი მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს მოსახლეობის  ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, რადგან საბანკო სექტორის გამართული მუშაობა და მისი მდგრადობა წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის გარანტიას.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 იანვრის 17:00 საათისთვის
„სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 იანვრის 17:00 საათისთვის
15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა
ერთი აშშ დოლარის კურსი 14 იანვრის საღამოს მონაცემებით
"ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის პროექტი მოიზიდავს ახალ ტვირთებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს" - გიორგი ქობულია
სკანდალში გახვეული ლადო გურგენიძე, 10 ათას დოლარად ნაყიდი ლიბერთი ბანკის, ანუ ფულის გათეთრების ისტორია და პატარკაციშვილის ბანკისთვის წართმეული 15 მილიონი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 იანვრის 17:00 საათისთვის
15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ხელოვნურობის ფონი გასდევს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 9 იანვრის 17:00 საათისთვის
„თიბისი ბანკი“ პროკურატურის მიერ დოკუმენტების ამოღებაზე განცხადებას ავრცელებს
შესაძლოა კომპანია ,,ინტერტრანსს“ იმ ლოტებზე, სადაც მგზავრობის საფასური გაზარდეს, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის კონტრაქტი შეუწყდეს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 იანვრის 17:00 საათისთვის
ავიაკომპანია "Turkish Airlines" თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს
2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 441 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა