„მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია"- გიორგი ქობულია

„მთის განვითარება, მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც „ექსპო-ჯორჯია"-ში გაიმართა.

 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც გამომსვლელების მხრიდან აღინიშნა, მთის საერთაშორისო დღის ერთ-ერთი მიზანი სწორედ სხვადასხვა ინსტიტუტების,  სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობაა მთის განვითარების მიმართულებით.

 

ღონისძიებაზე საქართველოს მთის რეგიონები, სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა წარმოადგინეს, მათ სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რაჭის წარმომადგენელს, რაჭული ლორის მწარმოებელ როსტომ კობახიძეს გადასცა.  როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, როსტომ კობახიძე არის ადამიანი, რომელმაც რაჭაში შექმნა ერთ-ერთი უნიკალური ქართული პროდუქტის საწარმო.

 

„ასეთი ტიპის საწარმო და ასეთი ტიპის პროდუქცია არის ის, რაც კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას უკეთებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ის მეტი გვჭირდება. დღესდღეობით, როგორც ვიცი, ჯერ წარმოება მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვისაა, მაგრამ უნდა დავეხმაროთ ბატონ როსტომს, რომ ექსპორტზე გავიდეს - სხვათაშორის, საწარმო არის გათვლილი 29 ტონა ღორის ხორცის დამუშავებაზე", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაეროს რეზოლუცია, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
BIA-ს საერთაშორისო ფორუმზე საბროკერო კომპანია „ველსი“ მონაწილეობდა
"წმინდა ექსპორტის ზრდა ეკონომიკის ზრდაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება" - გიორგი ცუქცქირიძე
"პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს შექმნის"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 ივნისის 17:00 საათისთვის
ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ გადაუვადა
"ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალური ბაზრები“ - გიორგი ცუცქირიძე
ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
„ჩვენ ვაშენებთ ორ ქარხანას - მზის პანელების, რომელიც ამერიკის ბაზარს მოამარაგებს და ელექტრომობილების - უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით აშშ-დან“
დღეს კომპანია „ველსის“ წიგნის - „ვაჭრობის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისათვის"
17 ივნისიდან “მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ივნისის 17:00 საათისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის EXIM Bank-ის დირექტორთა საბჭოს წევრს ჯუდით პრაიორს შეხვდა
ერთი აშშ დოლარის ღირებულება 13 ივნისის საღამოს მონაცემებით
მიმდინარე წელს ინვესტიციების მოცულობა შარშანდელზე მეტი იქნება
"ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია"- ნათია თურნავა
მარტყოფში პირველი ქართული ვისკის ქარხნის, JIMSHER-ის მშენებლობა დასრულდა