"აისი ჯგუფი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრი გახდა

სადაზღვევო კომპანია "აისი ჯგუფი" აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრი გახდა. შერწყმის პროცესის პირველი ეტაპის დასასრულებლად 2018 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს Euroins Insurance Group (EIG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გეორგი მარკოვი (Georgi Markov) და დირექტორთა საბჭოს წევრი ჩაატაი ულუდაგ (Cagatay Uludag) ეწვივნენ, რომელიც პარალელურად ევროინს ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს შეუერთდება სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციაზე.

 

„აი სი ჯგუფი“, ამიერიდან „ევროინს საქართველოს“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე და სრულად დანერგავს ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ, თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე.

 

„საქართველო წარმოადგენს მდიდარი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის ქვეყანას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, როგორც რეგიონალურად, ისე გლობალურად. „აი სი ჯგუფის“ სახით ვიპოვეთ სანდო პარტნიორი, რომლის პროფესიონალთა გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, მზადყოფნა ცვლილებისათვის და რაც მთავარია, უნარი განახორციელოს ჩვენი საერთაშორისო კონკურენტუნარიანი გეგმები მთელს რეგიონში. ჩვენი მიზანია საუკეთესო ხარისხის მომსახურების, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და მაღალი ნდობის მოპოვების ფონზე, განვავითაროთ დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები ჩვენს ქვეყანაში.


საქართველო სწორედ იმიტომ შევარჩიეთ, რომ ამ ქვეყანაში პოტენციურ პარტნიორს ვხედავთ. ეს ჩვენთვის სტრატეგიულად წინ გადადგმული ნაბიჯია.  გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა. იზრდება მოთხოვნა რიგ მომსახურებაზე, ახალ ნაწარმზე, რათა გაუმჯობესდეს დაზღვევის ბაზარი. - განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში „ევროინსის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გეორგი მარკოვმა.

 

ქართული სადაზღვევო კომპანიის შეძენა არის Euroins Group-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი. საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად Euroins Group-ის წარმომადგენლები, ჯანსაღ ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ ზრდას და სადაზღვევო სექტორის დინამიურად განვითარების პროგნოზს ასახელებენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, საქართველოში გამართული საკანონმდებლო ბაზის არსებობა და ზედამხედველობის სამსახურის როლი, რომელმაც ოპერატიულად გასცა ნებართვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გარიგების წარმატებით დასრულებაში.

 

"გვექნება ახალი პროდუქტები, გვინდა რომ დავნერგოთ აიტი ტექნოლოგიების გამოყენებით მაქსიმალური  ხელმისაწვდომობა ინტერნეტით და  გავამარტივოთ დაზღვევის პროცესი. ადამიანებს შეეძლოთ ონლაინ სადაზღვეო უზრუნველყოფა, შესაბამისად, პროდუქტიც შეიცვლება. აქცენტს გავაკეთებთ მარალ ხარისხზე, როგორიც დღეს ევროპულ ქვეყნებშია, რადგან მომხმარებლის  ინტერესი დაზღვევის მიმართ გაიზარდოს.


ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, დღესდღეობით, დაზღვევაზე დაბალი მოთხოვნილებაა, განვითარებულ ქვეყნებში კი, ეს კოეფიციენტი ბევრად მაღალია.  დაზღვევის კულტურა  ახლა ინერგება საქართველოში. ჩვენი პარტნიორებიც და ჩვენც ვფიქრობთ, რომ  საქართველოს აქვს შესაძლებლობა მრავალჯერ გაზარდოს სადაზღვეო ბაზრის მომსახურება. დაზღვევამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკოომიკის განვითარებაში.


რაც შეეხება რებრენდინგს, ჩვენს კლიენტებს ახალ წელს მივულოცავთ "ევროინსის" სახელით. აქედან დაიწყება ჩვენი რებრენდინგის აქტიური კამპანია და  გაგრძელდება შემდეგი წლის განმავლობაში. რაც შეეხება კომპანიას, ქართული მხარე მაქსიმალურად იქნება ჩართული მართვაში, თუმცა "ევროინსის"  წარმომაგდენლები როგორც სამეთვალყურეო, ასევე დირექტორთა საბჭოშიც იქნებიან,"- განაცხადა „აი სი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ მეზურნიშვილმა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში.

 

 

გარდა უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა, Euroins Insurance Group (EIG) საქართველოში დასავლური გამოცდილების და ცოდნის იმპორტსაც განახორციელებს. დაგეგმილია კომპანიის თანაშრომლების როტაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ევროინს ჯგუფში შემავალ სადაზღვევო კომპანიებში და ტრეინინგ ცენტრებში, ასევე, იგეგმება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, რაც კომპანიას ცოდნის და გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 იანვრის 17:00 საათისთვის
„სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 იანვრის 17:00 საათისთვის
15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა
ერთი აშშ დოლარის კურსი 14 იანვრის საღამოს მონაცემებით
"ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის პროექტი მოიზიდავს ახალ ტვირთებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს" - გიორგი ქობულია
სკანდალში გახვეული ლადო გურგენიძე, 10 ათას დოლარად ნაყიდი ლიბერთი ბანკის, ანუ ფულის გათეთრების ისტორია და პატარკაციშვილის ბანკისთვის წართმეული 15 მილიონი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 იანვრის 17:00 საათისთვის
15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ხელოვნურობის ფონი გასდევს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 9 იანვრის 17:00 საათისთვის
„თიბისი ბანკი“ პროკურატურის მიერ დოკუმენტების ამოღებაზე განცხადებას ავრცელებს
შესაძლოა კომპანია ,,ინტერტრანსს“ იმ ლოტებზე, სადაც მგზავრობის საფასური გაზარდეს, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის კონტრაქტი შეუწყდეს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 იანვრის 17:00 საათისთვის
ავიაკომპანია "Turkish Airlines" თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს
2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 441 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა