„პენსია ცო­ტაა, მაგ­რამ მა­ინც ვი­ღებ - ეს ჩვე­ნი ფუ­ლია, ჩემი შრო­მის გამო მაძ­ლე­ვენ, მაგ ფულს სხვა­ნა­ი­რი გემო აქვს“

96 წლის ასაკ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დედა, ცი­ცი­ნო ივა­ნიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ექ­სპრე­მი­ე­რის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის დედა სა­ჩხე­რე­ში, სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში ცხოვ­რობ­და. ქარ­თულ მე­დი­ა­ში იშ­ვი­ა­თად მო­ი­ძებ­ნე­ბა მი­ლი­არ­დე­რის მშობ­ლებ­თან ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ერ­თოდ გა­ურ­ბოდ­ნენ, იქამ­დე სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ფი­გუ­რა არ გახ­და. ჟურ­ნალ "გზის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა 2002 წლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გრი­გოლ (გრი­შა) და ცი­ცი­ნო ივა­ნიშ­ვი­ლებ­თან, რომ­ლებ­საც "გზის" და "რე­ი­ტინ­გის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჭორ­ვი­ლა­ში ეს­ტუმრნენ და მათ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ შვილ­ზე გუ­ლახ­დი­ლი პა­სუ­ხე­ბი მი­ი­ღეს. 


"მწვა­ნე­ში ჩაფ­ლულ ეზოს ალა­ყა­ფის კარი და ბე­ტო­ნის გა­ლა­ვა­ნი აკ­რავს. ორ­სარ­თუ­ლი­ან, ვარ­დის­ფრად შე­ღე­ბილ სახ­ლში გრი­შა პაპა და ცი­ცი­ნო ბებო ცხოვ­რო­ბენ. სახ­ლის გვერ­დით, ჭიშ­კრი­დან მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ყა­ვის­ფე­რი შუ­შე­ბით შე­მი­ნუ­ლი სა­სა­დი­ლოა, რო­მე­ლიც რეს­ტორ­ნის სტილ­შია აგე­ბუ­ლი და დიდ სა­ქე­ი­ფო დარ­ბაზს ჰგავს. იქ­ვეა სამ­ზა­რე­უ­ლო, რო­მელ­საც მო­ხუ­ცე­ბი სა­სა­დი­ლო ოთა­ხა­დაც იყე­ნე­ბენ. ეზოს ცალ მხა­რეს კო­ტე­ჯის ტი­პის ოთა­ხე­ბია ჩა­რი­გე­ბუ­ლი, სა­დაც მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­სა და სტუმ­რებს აბი­ნა­ვე­ბენ ხოლ­მე. მო­კირ­წყლულ ქვა­ფე­ნილს ვარ­დის­ფერ სა­სახ­ლეს­თან მივ­ყა­ვართ, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე ეკა (ეკა­ტე­რი­ნე) ხვე­დე­ლი­ძე ის­ვე­ნე­ბენ ხოლ­მე; იქ­ვეა უზარ­მა­ზა­რი ჰა­მა­კი, კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­და­ნი, სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზი, სა­უ­ნა და ა.შ. კარ-მი­და­მოს წვრი­ლი ქვით ნა­შე­ნი ჭა ამ­შვე­ნებს. ეს ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თი რა­მაა, საწ­ნა­ხელ­თან ერ­თად, რაც სოფ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ქმნის... ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის წინ ახა­ლი ჯიპი დგას. ეს მან­ქა­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დე­და­ს აჩუ­ქა.

 

ცი­ცი­ნო ივა­ნიშ­ვი­ლი:

- საფ­რან­გეთ­ში ვი­ყა­ვით. ხომ უნდა მე­ნა­ხა, ჩემი შვი­ლი უცხო ქა­ლაქ­ში რო­გორ ცხოვ­რობს? მთე­ლი ქა­ლა­ქი შე­მო­ვი­ა­რე. ყვე­ლა­ფე­რი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე. ბი­ძი­ნამ ეს მან­ქა­ნა მი­ყი­და და მა­ჩუ­ქა, რათა სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით მევ­ლო, უფრო სწო­რად, დაც­ვას ვე­ტა­რე­ბი­ნე. რომ წა­მო­ვე­დი, აქაც გა­მო­მა­ტა­ნა, მას შემ­დეგ ეზო­ში დგას.

 

გრი­შა ივა­ნიშ­ვი­ლი:

- არას­დროს არ ვი­ცით, სად არის, რო­დის ჩა­მო­ვა, მაგ­რამ ყო­ვე­ლი მისი მოს­ვლა დღე­სას­წა­უ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ შვი­ლე­ბიც მოჰ­ყავს. ეზო­ში ისე­თი მხი­ა­რუ­ლე­ბაა ხოლ­მე, რომ გულს უხა­რია. ბი­ძი­ნას შვი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, ზა­ფხუ­ლო­ბით ჩა­მოჰ­ყავს. მათ კი­დევ ფრან­გუ­ლი­სა და ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოჰ­ყვე­ბი­ან ხოლ­მე, ზოგ­ჯერ მა­თე­მა­ტი­კი­საც. ეს ოთა­ხე­ბიც ძი­რი­თა­დად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის არის აშე­ნე­ბუ­ლი.

 - ბავ­შვებ­მა ქარ­თუ­ლი კარ­გად იცი­ან?

- ძა­ლი­ან კარ­გად. ჩემი რძა­ლი და ბი­ძი­ნა მათ სულ ქარ­თუ­ლად ელა­პა­რა­კე­ბი­ან. ისი­ნი ხან საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, ხან მოს­კოვ­ში, ხა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ ბავ­შვებ­მა ფრან­გუ­ლიც კარ­გად იცი­ან, რუ­სუ­ლიც და ქარ­თუ­ლიც. სხვა ენებ­საც სწავ­ლო­ბენ.

 

ცი­ცი­ნო ბებო:

- ბი­ძი­ნა არ არის მკაც­რი მამა. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან რბი­ლია. ბავ­შვებს ანე­ბივ­რებს. ბავ­შვს დიდი და­ბა­დე­ბის დღე გა­და­უ­ხა­და პა­რიზ­ში. უზარ­მა­ზარ პარკში, თავი ზო­ო­პარკში გე­გო­ნე­ბათ. ეკა გა­უ­რი­გეს, კარ­გი ქა­ლია, მას­თან ერ­თად ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი. ბი­ძი­ნა ამ­ბობს, რომ ეკა ძა­ლი­ან ნას­წავ­ლი და ნი­ჭი­ე­რია. კარ­გი ცოლ­ქმრო­ბა აქვთ. ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ.

 

გრი­შა პაპა:

- ბი­ძი­ნა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლია ხოლ­მე. როცა ჩა­მო­ვა, ყო­ველ­თვის ვა­ტყობ, დას­ვე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. რაც გაჩ­ნდა, მას შემ­დეგ შრო­მობს. უმუ­შე­ვა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. მე ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მა­ღა­რო­ში ვმუ­შა­ობ­დი. თავს არ ვზო­გავ­დი, ყო­ველ­თვის პრე­მი­ას მაძ­ლევ­დნენ, ხელ­ფა­სი 50 მა­ნე­თი მქონ­და. მერე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში აგ­რო­ნო­მი ვი­ყა­ვი. ახლა პენ­სი­ა­ზე ვარ.

 

- პენ­სი­ას იღებთ?

- ცო­ტაა, მაგ­რამ მა­ინც ვი­ღებ. ეს ჩვე­ნი ფუ­ლია, ჩემი შრო­მის გამო მაძ­ლე­ვენ, მაგ ფულს სხვა­ნა­ი­რი გემო აქვს.

 

 

 

 

ჟურ­ნალ "გზის" და ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" არ­ქი­ვი­დან

 

 





მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე - ლადო კახაძე - მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა
მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა
„არ­სე­ბობს მუნ­დი­რის ღირ­სე­ბა და მისი დაც­ვა თუ უნ­დათ, უნდა და­იც­ვან სა­სა­მარ­თლო­ში - გახარიამ სა­სა­მარ­თლო წე­სით უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ წერილი არ გა­მო­უგ­ზავ­ნია“
"ყველას გილოცავთ მეორე კვირას დიდ მარხვისა. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“
„ვიტირო? ვერ ვიტირებ, რადგან მიხარია, კარგი მასწავლებელი რომ ჰყოლია ამ ადამიანს და სწორად უსწავლებია, ცურტაველის ნაწარმოები ჰაგიოგრაფიაა“
გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმში გაივლის
ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს - „მე თავის დროზე დავამარცხე სიკვდილი და გადაეცით თქვენს მინისტრს, რომ ვერ შემაშინებს კაპეზეებით და დაჭერით“
„მიცვალებული მივატოვეთ და ამ წვიმაში ვდგავართ იმისათვის, რომ სამართალს მივაღწიოთ“
„გსურს ეს და სხვა მრავალი დუნიამ შეიტყოს ყოველ საღამოს, 8-9 საათზე? ტკუცე თავი პარლამენტში და ეგაა - იძინე მშვიდად“
13 ლამაზმანი წარსულიდან, რომლებიც პლასტიკისა და ფოტოშოპის გარეშეც ულამაზესები იყვნენ
„აი ეს საათი უკეთია ირაკლი ღარიბაშვილს, 21 საუკუნეა, იგუგლება, ასე გაგიჭირდათ მოძიება ფასის?“
„ვგმობთ ტერორიზმს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს იგი და აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია“
„მოხუცი ბებო ვიპოვეთ ნახალოვკაში, ამ ნანგრევებში წევს, აკანკალებული სიცივისგან - რამდენიმე დღე საჭმელიც არ უჭამია!“
ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხი დუ­შეთ­ში მდე­ბა­რე კო­ტეჯს აქი­რა­ვებს
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის მატჩის გამო, 17:00 საათიდან თამაშის დასრულებამდე, სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
რით ჩანაცვლდება ზოგადი უნარების ტესტები? - მიხეილ ბატიაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის