"ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია"

მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს პურის გაძვირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობა აღნიშნულ საკითხს ყურადღებით აკვირდება.

 

“პურის ფასზე მე არაერთხელ ვთქვი, მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინაც ვთქვი: ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია, ამიტომ თუ ხორბლის ფასმა აიწია და მწარმოებელს ხორბალი შემოაქვს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ამას ის ფასში ასახავს. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაც არაკონკურენტული გარიგება არ არის. ამის შედეგებს მოგახსენებთ”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.

 





მსგავსი სიახლეები
სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „დორანი ფერმა“ აშენდა
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ გამკაცრებული საბანკო რეგულაციები, შესაძლოა, ისევ შეამსუბუქონ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 22 მარტის 17:00 საათისთვის
„ანაკლიაში ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილიდან, თუმცა პროექტირება 60%-ით არის შესრულებული, არ არის მოზიდული დაფინანსება და ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია“
საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 მარტის 17:00 საათისთვის
"თქვენ, ორ წელში გზას მიიყვანთ პორტამდე?! რკინიგზას ააშენებთ?"
„ანაკლიის პორტს არ დავთმობთ, ბევრი ბერკეტი გვაქვს და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე“
თბილისში გამოფენა „დამზადებულია ბელარუსში“ და ბიზნეს ფორუმი გაიმართა
ვითიბი ბანკისა და ტოიოტა ცენტრს თბილისის ერთობლივი შეთავაზება
„მთავრობა მაქსიმალურად იყო დაინტერესებული ანაკლიის პროექტის განხორციელებით - ასე კონკურსს შალიკოც მოიგებდა ხვინგიაძე!“
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერა მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება"
"ბელარუსთან ერთობლივი საწარმოების მაგალითი უკვე გვაქვს, საუბარი იმაზეა, როგორ შეიძლება თანამშრომლობა გავამყაროთ" - გიორგი ქობულია
„ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე“
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო
ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან
მამუკა ბახტაძის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე