„თითქოს 14 მილიონით შემცირდა განათლების ბიუჯეტი, სინამდვილეში, ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონით და სკოლების რეაბილიტაციაზე ახლა 150 მილიონი ლარია გამოყოფილი“

ჩვენ დავიცავთ მთავარ პრინციპს - მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს მიმდინარე შემოსავლებიდან, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, არ შეიძლება დონორების მიერ, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები, მიმდინარე ხარჯებში იქნას გადატანილი. „სერგო რატიანმა თქვა, რომ თითქოს 14 მილიონით შემცირდა განათლების ბიუჯეტი, სინამდვილეში, ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონი ლარით. როგორც აღვნიშნე, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში და მას კიდევ დავუმატეთ 30 მლნ, ანუ ჯამურად 120 მლნ იყო გათვალისწინებული სკოლების რეაბილიტაციაზე მეორე მოსმენის დროს და ახლა 150 მილიონი ლარია,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ოპოზიციის დასმულ კითხვაზე, რატომ არ მოხდა აუთვისებელი თანხების ასახვა ხელფასებისა და პენსიების ზრდაში, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე ხარჯები ფინანსდება მიმდინარე შემოსავლებიდან.

 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომ არ შეიძლება ეს თანხები გადმოვიტანოთ და გავზარდოთ ხელფასები ან პენსიები - აქ არის ერთადერთი პასუხი. ვინც ეკონომიკაში ცოტა მაინც ერკვევა, დამეთანხმება - ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძირითადად, უცხოური ვალებით ფინანსდება, დანაზოგები გვექნება თუ აუთვისებლობა, არ უნდა გადმოვიტანოთ მიმდინარე ხარჯებში. მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს მიმდინარე შემოსავლებიდან ეს არის ის წესი, რომელიც მგონი საერთოდ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, ამ პრინციპს აღიარებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. „როდესაც თავს ვიწონებთ სავალუტო ფონდის პროგრამით. ყველაზე მთავარი კომპონენტი ეს არის, რომ მიმდინარე ხარჯებს ვაკონტროლებთ და მიმდინარე ხარჯებს ვაფინანსებთ მიმდინარე შემოსავლებიდან. ეს იქნება უპასუხისმგებლო და მოკლევადიან ეფექტის მქონე. ერთჯერადი ეფექტით არ შეიძლება მუდმივი, განმეორებადი ხარჯების დაფინანსება - ეს არის ორჯერ ორი ოთხი, არანაირი კავშირი ამას არ აქვს აუთვისებლობასთან ან იმასთან, რომ არ გვინდა ხელფასების გაზრდა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ევროკავშირმა ანაკლიის პორტის €233 მილიონით დააფინანსების გადაწყვეტილება მიიღო
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 იანვრის 17:00 საათისთვის
„სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 იანვრის 17:00 საათისთვის
15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა
ერთი აშშ დოლარის კურსი 14 იანვრის საღამოს მონაცემებით
"ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის პროექტი მოიზიდავს ახალ ტვირთებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს" - გიორგი ქობულია
სკანდალში გახვეული ლადო გურგენიძე, 10 ათას დოლარად ნაყიდი ლიბერთი ბანკის, ანუ ფულის გათეთრების ისტორია და პატარკაციშვილის ბანკისთვის წართმეული 15 მილიონი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10 იანვრის 17:00 საათისთვის
15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ხელოვნურობის ფონი გასდევს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 9 იანვრის 17:00 საათისთვის
„თიბისი ბანკი“ პროკურატურის მიერ დოკუმენტების ამოღებაზე განცხადებას ავრცელებს
შესაძლოა კომპანია ,,ინტერტრანსს“ იმ ლოტებზე, სადაც მგზავრობის საფასური გაზარდეს, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის კონტრაქტი შეუწყდეს
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 იანვრის 17:00 საათისთვის
ავიაკომპანია "Turkish Airlines" თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს
2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 441 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა