საქართველო უარს აცხადებს ამერიკის მიერ შერჩეული ელჩისათვის თანხმობის მიცემაზე - იგი მიხეილ სააკაშვილის ზედმეტად მხარდამჭერიაო

ამერიკული Foreign Policy-ის სკანდალური სტატიის თარგმანს გვთავაზობს სიმონ კილაძე, „საქართველო უცხოეთის მასმედიაში“ ხელმძღვანელი:

 

ამერიკელი პროფესიონალი დიპლომატის კანდიდატურაზე, რომელიც საქართველოში ელჩად უნდა დანიშნულიყო, კავკასიურმა ქვეყანამ უარი განაცხადა. დიპლომატიური წყაროების თანახმად, მიზეზი, როგორც ჩანს, ისაა, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, ელჩობის კანდიდატი კეთილგანწყობილია ქვეყნის პროდასავლურ ექს-პრეზიდენტის მიმართ. როგორც ვაშინგტონში Foreign Policy- მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა უთხრეს, საქართველომ უარი განაცხადა დიპლომატიური აგრემანის (თანხმობის) ხელმოწერაზე ბრიჯიტ ბრინკისათვის - აშშ-ის დიპლომატიური უწყების გამოცდილი ჩინოვნიკისათვის, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ასევე საქართველოში და რომელსაც, სავარაუდოდ, კარგი დამოკიდებულება აქვს მიხეილ სააკაშვილთან.

თუმცა ორივე ქვეყნის ჩინოვნიკებმა Foreign Policy-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ ვარაუდები იმაზე, თითქოსდა  ბრიჯიტ ბრინკი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს, სადაოა და შეიძლება სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. მათი აზრით, ბრიჯიტ ბრინკი პროფესიონალია, რომელსაც არასოდეს არ მიუცია უპირატესობა არც მიხეილ სააკაშვილისათვის და არც მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“. ერთ-ერთმა ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას აქტიურად უჭერდა მხარს „კულისებიდან“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უეს მიტჩელი.

რაც შეეხება თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტს, ამ უწყებამ უარი თქვა სიტუაციის კომენტირებაზე და აღნიშნა, რომ ეს თეთრი სახლის პრეროგატივაა. თავის მხრივ, კომენტარის გაკეთება არ ისურვა არც თეთრმა სახლმა, რომელსაც ჯერ არ გამოუცხადებია ოფიციალურად ელჩის დანიშვნა თბილისში. კომენტარზე დუმილს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელიც.

როგორც ჩანს, წინააღმდეგობა ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნაზე იმას აჩვენებს, თუ რამდენად განიცადა ევოლუცია საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის პერიოდიდან, რომელიც მგზნებარე პროდასავლელი იყო და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ გამოდიოდა. 2012 წლიდან საქართველოს მთავრობაში პარტია „ქართული ოცნება“ დომინირებს, რომელიც აგრძელებს ქვეყნის დასავლურ ტრაექტორიას (გზას) და რომელსაც იმავდროულად მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებით აბალანსებს.

რამდენიმე ამერიკული და ქართული წყარო ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან დგას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა ამ ვარაუდის დადასტურება ძნელია: მილიარდერს, რომელმაც თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი მოსკოვში, 1990-იან წლებში დააგროვა, არანაირი არჩევითი [სახელმწიფო] თანამდებობა არ აქვს დაკავებული, თუმცა, როგორც ამბობენ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს დიდ როლს ასრულებს.

ბიძინა ივანიშვილის პრივილეგირებულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ თვეში გამართული არჩევნები მოიგო და დაამარცხა გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მხარდამჭერს წარმოადგენს. საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, არჩევნებში ხელისუფლება ჩაერია და გააყალბა. როგორც გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, „ჩვენი ეჭვი გვაქვს, რომ იგი [ბიძინა ივანიშვილი] უშუალო გავლენას ახდენს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, მაგრამ ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რომელ სფეროში უფრო მეტად. ეს მხოლოდ ვარაუდებია“. ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს ფაქტიურად მოსკოვი აკონტროლებს. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას, რუსეთის გარდა, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არ აღიარებს.

2013 წლიდან, როცა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის ვადა ამოწურა და ქვეყნიდან წავიდა, მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ პრობლემატურად რჩება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში 2003 წელს უსისხლოდ მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა. მომდევნო წლებში ქვეყანაში გატარებული რეფორმები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. იმ პერიოდში საქართველომ გაიარა გზა არშემდგარი სახელმწიფოდან დემოკრატიის რეგიონულ შუქურამდე. 

 

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტი ვაკანტურად რჩება 2018 წლის მარტიდან, როცა  დიპლომატმა იან კელიმ თავისი ელჩობის ვადა ამოწურა. ანუ ამას წინათ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მაღალი დონის დიპლომატიური წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. არადა, ოფიციალური პირების თქმით, საქართველოს აქტიური პროამერიკული პოზიციის გათვალისწინებით, აშშ-ის ელჩი ამ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე სხვაგან.

ბრიჯიტ ბრიკი, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობებზე 20-წლიანი დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება აქვს, 2005-2008 წლებში აშშ-ის საელჩოში, თბილისში, პოლიტიკური თანამშრომელი იყო, ხოლო 2011-2014 წლებში ელჩის მოადგილის პოსტი ეკავა. 2015 წლიდან იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა ევროპულ-ევრაზიულ საკითხებში.

საქართველო ერთ-ერთია იმ ათეულობით ქვეყნიდან, რომლებიც აშშ-ის ელჩის გარეშე არიან დარჩენილნი პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან თანამდებობიდან წასვლის დროს აშშ-ის ბევრი საელჩო ხელმძღვანელის გარეშე დატოვა. მისმა მემკვიდრემ მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ელჩების ვაკანტურ თანამდებობებს რაც შეიძლება სწარაფად შეავსებდა. როგორც ცნობილია, აშშ-ის დიპლომატიური უწყების უფროს თანამდებობებს და ელჩებს პრეზიდენტი წარადგენს და მათ სენატი ამტკიცებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
„მოვამწყვდევდი ხაფანგში ვირთაგვების ხროვას და აღარც წყლის ჭავლი დამჭირდებოდა და აღარც ის კოშმარი ტყვიები! მართალიც ვიქნებოდი: იცელქეს, ძალიან ზედმეტი მოუვიდათ და გავსკვანჩე-თქო!“
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს?
„90-იანების მეორე ნახევარში, უკვე ბევრჯერ "ოკუპანტი რუსეთის" დედაქალაქში რომ გავარდი სასწავლებლად, მაშინ შენთვის საქართველოს "სიმბოლო" არ იყო აფხაზეთი და სამაჩაბლო?! მაგ სიმართლით იარე ცხოვრებაში“
"სამარცხვინოდ მიმაჩნია ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროსაბჭოს ასამბლეამ მიიღო რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით"
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს
"XXI საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები"
"თუ გამოვლინდება დამნაშავე, ვინც ძალას გადაამეტა, უნდა დაისაჯოს"
"ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა" - სერგეი გავრილოვი
"მძიმე დღეები გავატარეთ, რომელიც დაიწყო პარლამენტის დარბაზიდან და იმედია, ამ დარბაზშივე დასრულდება"
პარლამენტში ოპოზიცია და "ოცნება" ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა
„გახარიამ პოლიტიკური პაასუხისმგებლობა უნდა აიღოს“ - ბესელია „გავრილოვის ღამეზე“
„ეს ნაცმოძრაობა საყვარელივითა ყავთ რა, მალავენ და არ აღიარებენ - წავასწარით პროცესში, ვადგავართ თავზე, და მაინც ,,ეს ის არაა, შენ რომ გგონია, ლუის-ალბერტოო''
„ჩემი თხოვნა იქნება, გიორგი გახარიამ აუცილებლად წარუდგინოს კადრები იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებების, რამაც გამოიწვა ეს უბედური ღამე“
„საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისაკენ“
„საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისაკენ“
ხომ არ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა „უმადური ქართველების“ დასჯა ხელისუფლების „ნაციონალებისთვის“ დაბრუნებით? - საზოგადოების გამოღვიძების დროა!“
„ნაცებს იმიტომ არ უნდათ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლა, რომ იციან, მინისტრი დეტალურად მოჰყვება, ვინ რა ჩაიდინა 20 ივნისს“
"ნიკა მელია, შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდეს, რადგან ის იყო მომწოდებელი, რომ პარლამენტი შტურმით ყოფილიყო აღებული"
"ვინც ახლა ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ნაყიდი" - მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიტანოთ"