„ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე“

ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თავისი თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა. ანა დოლიძე პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს ბერკეტები, რითაც შეუძლია სიტუაციის განმუხტვა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის სურვილი კობახიძეს არ ჰქონდა.

 

„ვუერთდები ჩვენი მოქალაქეების აღშფოთებას იმის გამო, რაც პარლამენტში მოხდა. არ მგონია არსებობდეს მოქალაქე, რომელსაც უნდა, მისი საშემოსავლო გადასახადები ამაში იხარჯებოდეს. ჩვენ გადასახადებს ვიხდით იმისთვის, რომ ეს ხალხი იხილავდეს კანონებს, აწესრიგებდნენ სხვადასხვა საკითხებს და ა.შ. პარლამენტი გადაქცეულია რაღაც გარჩევების ადგილად, რინგად, ეს შუფერებელი საქციელია. ადრეც ვთქვი, ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თავისი თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს ბერკეტები, შეეძლო გამოეცხადებინა შესვენება, არსებობს მანდატურის სამსახური, რომელსაც შეუძლია დარბაზიდან გაიყვანოს დამრღვევი დეპტატი და დღეს აშკარად ეს იყო ნიკა მელია, რომელმაც რამდენჯერმე გააწყვეტინა სიტყვა ირმა ინაშვილს. მაგრამ კობახიძეს თავადაც ახასიათებს ასეთი რამ და ის უბრალოდ არ შეეფერება ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას, მან ხელი შეუწყო შოუს მოწყობას“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

 

შეგახსენებთ, პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმაგამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიცმონაწილეობდა. სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.





მსგავსი სიახლეები
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაბედა და ძალიან საშიში პროვოკაცია დაგეგმა - 20 ივნისს ქვეყანამ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება, ეს ნურავის დაგვავიწყდება“
„გიორგი გახარიას არც გადადგომა უჭირს, მაგრამ სტუდენტებს ამოფარებული, გადაღრძუებული მშვილდაძე, ჭანტურიების გადასაყენებელი კარისკაცი არ მეგულება „ოცნებაში“!
„მარგველის პერანგი - როგორც იქნა, დაბრუნდა პლასტელინა თავის ნამდვილ ტყავში“!
„მოვამწყვდევდი ხაფანგში ვირთაგვების ხროვას და აღარც წყლის ჭავლი დამჭირდებოდა და აღარც ის კოშმარი ტყვიები! მართალიც ვიქნებოდი: იცელქეს, ძალიან ზედმეტი მოუვიდათ და გავსკვანჩე-თქო!“
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს?
„90-იანების მეორე ნახევარში, უკვე ბევრჯერ "ოკუპანტი რუსეთის" დედაქალაქში რომ გავარდი სასწავლებლად, მაშინ შენთვის საქართველოს "სიმბოლო" არ იყო აფხაზეთი და სამაჩაბლო?! მაგ სიმართლით იარე ცხოვრებაში“
"სამარცხვინოდ მიმაჩნია ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროსაბჭოს ასამბლეამ მიიღო რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით"
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს
"XXI საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები"
"თუ გამოვლინდება დამნაშავე, ვინც ძალას გადაამეტა, უნდა დაისაჯოს"
"ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა" - სერგეი გავრილოვი
"მძიმე დღეები გავატარეთ, რომელიც დაიწყო პარლამენტის დარბაზიდან და იმედია, ამ დარბაზშივე დასრულდება"
პარლამენტში ოპოზიცია და "ოცნება" ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა
„გახარიამ პოლიტიკური პაასუხისმგებლობა უნდა აიღოს“ - ბესელია „გავრილოვის ღამეზე“
„ეს ნაცმოძრაობა საყვარელივითა ყავთ რა, მალავენ და არ აღიარებენ - წავასწარით პროცესში, ვადგავართ თავზე, და მაინც ,,ეს ის არაა, შენ რომ გგონია, ლუის-ალბერტოო''
„ჩემი თხოვნა იქნება, გიორგი გახარიამ აუცილებლად წარუდგინოს კადრები იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებების, რამაც გამოიწვა ეს უბედური ღამე“
„საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისაკენ“
„საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისაკენ“
ხომ არ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა „უმადური ქართველების“ დასჯა ხელისუფლების „ნაციონალებისთვის“ დაბრუნებით? - საზოგადოების გამოღვიძების დროა!“
„ნაცებს იმიტომ არ უნდათ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლა, რომ იციან, მინისტრი დეტალურად მოჰყვება, ვინ რა ჩაიდინა 20 ივნისს“