„საქართველოს მთავრობამ, გამარჯვებასთან ერთად, არჩევნების ნეგატიური მხარეც უნდა გაითავისოს“

 

„ამერიკის ხმის“ ინტერვიუ პოლიტოლოგ რობინ შეპარდთან: „საქართველოს მთავრობამ, გამარჯვებასთან ერთად, არჩევნების ნეგატიური მხარეც უნდა გაითავისოს“


 

- ცოტა ხნის წინ საქართველოში ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა - პირველად ჩატარდა არჩევნების მეორე ტური და ქვეყანამ პირველად აირჩია ქალი პრეზიდენტი. საერთაშორისო თანამეგობრობამ არჩევნების ლეგიტიმურობა სცნო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ სახელმწიფო რესურსი გამოიყენა ერთი კანდიდატის სასარგებლოდ. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგი არალეგიტიმურია. თქვენ როგორ აფასებთ არჩევნებს?

- ეუთომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სხვა ქვეყნებმა არჩევნებზე თქვეს, რომ ეს იყო თავისუფალი, მაგრამ არა ბოლომდე სამართლიანი არჩევნები. ვფიქრობ ეს სწორი შეფასებაა. მეორეს მხრივ, ასეთი გაურკვეველი შეფასების დროს ოპოზიცია, რომელიც მართებულადაა გაბრაზებული მთავრობაზე სახელმწიფო რესურსის ერთი კანდიდატის დასახმარებლად არასამართლიანად გამოყენების გამო, ვერ შეძლებს ასობით ათასი ადამიანის მოტივაციას ქუჩაში გამოსასვლელად. ანუ, ოპოზიციისთვის ეს არ არის ვარდების რევოლუციის მსგავსი მომენტი. ამ არჩევნებში არ იყო პათოლოგიის საკმარისი ხარისხი იმისთვის, რომ ხალხი არჩევნების შედეგების შესატრიალებლად ქუჩაში გამოვიდეს.


- ოპოზიციამ არაერთი დემონსტრაცია გამართა არჩევნების დასრულების შემდეგ. ერთი მოთხოვნა, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ წარმოადგინა სამუშაო ჯგუფის შექმნაა, რომელიც არჩევნების შედეგებს შეისწავლის. ოპოზიცია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვასაც ითხოვს. მთავრობის პასუხს ოპოზიცია 16 დეკემბრამდე ელოდება. ამ დღეს ზურბიშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი. რამდენად ეფექტურია თვენი აზრით ეს მიდგომა?

- ოპოზიციის მიმართ სრული პატივისცემით ვამბობ ამას - რას ნიშნავს ულტიმატუმის ისე წაყენება, რომ არ ამბობ, რა მოხდება მაშინ, როცა შენი პირობები არ შესრულდება. თუ ამბობ, რომ არ იცი რას გააკეთებ, თუ მთავრობა რაღაც ნაბიჯს არ გადადგამს, ეს მთავრობას აძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მათ დამდგარ შედეგებში პასუხისმგებლობა არ აქვს. შეიძლება ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ეგაა. არჩევნები ლეგიტიმურად აღიარა ეუთომ, საერთაშორისო თანამეგობრობამ, დაავლეთის ქვეყნებმა, იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ოპოზიცია პატივს სცემს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციას ამ თამაშის გეგმა არ აქვს. რა შეიძლება იყოს ეს გეგმა? ოპოზიციისთვის ეს ნამდვილი დილემაა. ისინი ძალიან მარტივად შეიძლება გამოჩნდნენ, როგორც ხალხი, რომელიც დემოკრატიულ შედეგებს არ აღიარებს. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. როცა გაქვს 60-40-ზე თანაფარდობა ეს დამაჯერებელია. ოპოზიციამ შეიძლება პრობლემები შეიქმნას თუ ეცადა იმ შედეგების შეტრიალებას, რომელების მთავრობის მიმართ საკმაოდ ძლიერ მხარდაჭერას ასახავს.


- მთავრობამ რა როლი უნდა ითამაშოს ასეთ შემთხვევაში? მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, გაბრაზებულია. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, სადაც საზოგადოებში ჯერ ისევ იგრძნობა რევოლუციური შემართება. რა იქნება მთავრობის მხრიდან რეაგირების ყველაზე ეფექტური გზა?

- გააჩნია რა არის მთავრობის ღირებულებები და რა სურს მას საქართველოსთვის. თუ მთავრობას სოციალური და პოლიტიკური მშვიდობა უნდა, მან მარტივად არ უნდა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასება, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. არამედ, უნდა გაითავისოს ის, რომ არჩევნები ბოლომდე სამართლიანი არ იყო. ეს შეფასება მთავრობამ სერიოზულად უნდა აღიქვას. მისი მმართველობის პერიოდში მშვიდობის შესანარჩუნებლად, მთავრობის ინტერესებში შედის ოპოზიციის ზოგიერთი შენიშვნის გათვალისწინება, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურია. მთავრობას შეუძლია მოიწვიოს ეუთო, სხვა დამკვირვებლები და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნები უფრო სამართლიანი იყოს. მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ღირებულებები აქვს მთავრობას. თუ ისინი ფიქრობენ, რომ მოგებულს ყველაფერი მიაქვს, ჩვენ არჩევნები მოვიგეთ და სოციალურ-პოლიტიკური მშვიდობა არ გვაინტერესებს, მაშინ გააგრძელონ ძველებურად. მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ საქართველო საკუთარ თავთან მშვიდობიან მართალი იყოს, მაშინ უნდა მიიღოს ის ნეგატიური შეფასებებიც, რომლებიც არჩევნებს მოჰყვა.


- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან აქტიური იყო წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით მეორე რაუნდამე. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უთქვამს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, მისი მოტივაცია საკმაოდ ცხადია. რას ფიქრობთ სააკაშვილზე - რა უნდა იყოს მისი როლი დღეს?

- ბრიტანულ პოლიტიკაში არის ფრაზა, რომელიც ხშირად გამოიყენება - „დრო პოულობს კაცს“. როცა მარგარეტ ტეთჩერი გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ფრაზას მოდიფიცირება გავუკეთეთ და ვამბობდით - „დრო პოულობს ქალს“. დრო პოულობს ადამიანს, რომელიც ქვეყანას საკუთარი ბედის განსაზღვრაში კონკრეტულ მომენტში სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან დროსრთულია იმის გადმოცემა, თუ როგორ მოქმედებდა იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მის მიმართ უპატივისცემლობის გამოხატვის გარეშე. ჯერ უკრაინელი გახდა, შემდეგ უკრაინელი აღარ იყო... არის თუ არა ისევ ქართველი? ტექნიკურად შეუძლია ისევ გახდეს ქართველი... თუ ჰოლანდიელია? ამაში ჰოლანდიელები არ არიან დარწმუნებული... თუ ბოლომდე ცნობილი არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ადამიანი, რთულია იცოდე მისი პოზიციავფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს იგივე სირთულე აქვს გადასალახი, რაც სხვა ლიდერებს ხშირად აქვთ. მათ არ იციან როდის წავიდნენ, ვერ აცნობიერებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის კარგი საქმეები აქვთ გაკეთებული, ეს მათ არ აძლევს ავტომატურ უფლებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომავალშიც ეკუთვნოდეთ ადგილი. მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთვის პოტენციურად ბევრი კარგი საქმის გაკეთება ჯერ ისევ შეუძლია - ყველაზე კარგი კი ის იქნება, რომ გვერდზე გადგეს და სხვა ლიდერის გაზრდაში შეიტანოს წვლილი.


- რომ შევაჯამოთ არჩევნებზე თქვენი შეხედულება - საარჩევნო დარღვევების, ოპოზიციის მოქმედებების, მთავრობის დამოკიდებულების, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის, უკიდურესი პოლარიზების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით - რას იტყოდით ამ არჩევნების როლზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე?

- ვფიქრობ კარგია, რომ არჩევნები შედგა. საქართველო არ არის რუსეთი. როცა რუსეთში არჩევნები ტარდება, არაფერი იცვლება - ადამიანები ხომ არ იცვლებიან, მაგრამ არც ქვეყნის მართვის პროცესი იცვლება. საქართველოში ბევრი რამ იცვლება, ქვეყანას ჯერ ისევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, მაგრამ პროგრესი უდავოა. საქართველოს მოქალაქები არ უნდა გაჩერდნენ. მესმის, რომ ოპოზიცია გაბრაზებულია, მესმის, რომ საზოგადოებას უკეთესი მომავალი უნდა. მაგრამ ეს არის საუბარი, რომელიც ხალხის დონეზე უნდა შედგეს. ამიტომ, საქართველომ ხელი





მსგავსი სიახლეები
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი და რა ძველი წყენა გაუხსენა პარტიის ლიდერმა?
„ერთდროულად სამწუხარო და სამარცხვინო... ირინა ენუქიძის ადვოკატი არჩევნებში “ნაცების” მხარდაჭერით რომ იყრის კენჭს, აბა სხვა რა უნდა თქვა?!“
„სააკაშვილის გეგმები უკრაინაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 300 დოლარიანი პიარია - იგი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, ვინაიდან უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით“
„გახარია დადის და გასათხოვარი ქალიშვილივით უპაჭუნებს თვალს ჟურნალისტებს, მაშინ როცა ერთმანეთზე გადადიან მომსახურების სააგენტოში ადამიანები მართვის მოწმობის ასაღებად“
„ვალდებული ვართ, ანაკლიის პროექტში ვიყოთ ინვესტორის მხარდამჭერები, მაგრამ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს“
"ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი - რატომ გვერიდება ამაზე საუბარი?"
"პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვყრიდა" - ადა მარშანია
„ჩემთვის გაუგებარია, როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებს ხაზარაძეს - ისინი ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს წინააღმდეგ“
„თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან - ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში - რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი?“
„შეიძლება კობახიძე გადაიყვანონ უზენაეს სასამართლოში პირველ პირად - ხომ არ იკეთებს კობახიძე საყრდენს, რომ მყარად იყოს“
„მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა -ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს ცუდუბრალოდ აქეთ-იქით“
„საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება, არის იაფფასიანი სპეკულაცია“
"პატარა კაცუნებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ" - ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილზე
„ბოკერიას უთქვამს, გინდათ ერთიანობა? დაემშვიდობეთ მიშასო - ჰოდა, ჩასულა "დელეგაცია" მიშასთან“
„სააკაშვილმა დაბობმა ჩვენი მოსახლეობა, ცხინვალი, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი - ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში“
„ჩვენ ვიგრძენით ჩვენ თავზე, რომ ჩინჩალაძის სია ვერ გავიდოდა, გავიდოდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, ჩვენ დავმთავრდებოდით“
„რატომ კეტავთ კონკურსს და რატომ დებთ წინაპირობას, რომელიც რეალურად მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს ან სააკაშვილის დროინდელებს უქმნის შესაძლებლობას, კონკურსში შემოვიდნენ“
"დატოვე ”ოცნება” და მიიღე მეზობელების სითბო" - გოცირიძის გამოსვლა, რომელმაც დეპუტატები გაამხიარულა [ვიდეო]
"როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას"- მამუკა მდინარაძე - ზვიად კვაჭანტირაძეზე
"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა" - მამუკა ბახტაძე