საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, წიგნის - ჰეიდარ ალიევი „ბედის ზიგზაგები“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

12 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ნიკოლაი ზენკოვიჩის წიგნის - ჰეიდარ ალიევი „ბედის ზიგზაგები“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიება ეროვნული ლიდერის - ჰეიდარ ალიევის  გარდაცვალებიდან 15 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული.


ნიკოლაი ზენკოვიჩი ისტორიული კვლევების  ყველაზე ცნობილი და საინტერესო ავტორია თანამედროვე რუსეთში. თავის ახალ ნაშრომში ყურადღების ცენტრშია ჰეიდარ ალიევის არაორდინალური და დამაინტრიგებელი ფიგურა. სკკპ ცკ-ს  პოლიტბიუროს ყოფილი წევრი - ჰეიდარ ალიევი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თანამედროვე აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ფაქტობრივად დამაარსებელი გახდა. ამ თავლსაჩინო პოლიტიკური მოღვაწის გარშემო ირევა მითები და ზღაპრები, ლეგენდები და ჭორები.


„წიგნი ამ არაჩვეულებრივი ლიდერის ცხოვრებას ასახავს. საკმაოდ კარგად არის დაწერილი, თუმცა მიმაჩნია, რომ ის იმდენად მრავალფეროვანი ადამიანი იყო, კიდევ ბევრი შეიძლებოდა დაწერილიყო მასზე. ჰეიდარ ალიევთან პირადადაც მქონია შეხვედრები. ამ პიროვნებას საქართველოს ახლო მეგობრად ვთვლი. ვფიქრობ, ის იყო ძლიერი კავკასიელი ლიდერი,“ -  აღნიშნა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.


წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში-დურსუნ ჰასანოვი. მან ვრცლად ისაუბრა ჰეიდარ ალიევის ბიოგრაფიაზე, მის ოჯახზე, პოლიტიკურ ნაბიჯებსა და ლიდერის მსოფლმხედველობაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა საქარათველოსა და აზერბაიჯანის მრავალწლიან მეგობრობაზე.


„დღეს, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 15 წელი შესრულდა. მოხარული ვარ, რომ წიგნის პრეზენტაცია სწორედ ამ თარიღს დაემთხვა. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მეცნიერებათა აკადემიას.


ნიკოლაი ზენკოვიჩი ძალიან კარგად ასახავს ჩვენი ლიდერის ბიოგრაფიასა და მის ცხოვრებისეულ ფაქტებს. ავტორი წერს იმას, რასაც ხედავდა ჰეიდარ ალიევის ირგვლივ.  ის არაჩვეულებრივი ლიდერი იყო და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 15 წლის შემდეგ აზერბაიჯანი გახდა თანამედროვე პოლიტიკური ქვეყნა.


ჩვენ და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. არ მახსოვს ჩვენ შორის კონფლიქტური სიტუაციები. მსურს ეს მეგობრობა და მხარდაჭერა კიდევ გაგრძელდეს, რადგან თქვენი ტკივილი ჩვენი ტკივილია“- განაცხადა დურსუნ ჰასანოვმა.

 


ჰეიდარ ალიევის  ცხოვრებისა და  ბედის ვერსიის ნიკოლაი ზენკოვიჩისეული ინტერპრეტაცია პარადოქსულობით გვაოცებს. განსაკუთრებით უჩვეულოა ავტორის შეხედულება პოლიტბიუროს ყოფილი წევრის მსოფლმხედველობის ევოლუციის მიზეზებზე - უცხო და ცივი წითელი ვარსკვლავიდან თბილ ნახევარმთვარემდე.


"წიგნზე მუშაობის პროცესი რთული, მაგრამ ამავდროულად საინტერესო იყო. ჰეიდარ ალიევი არ იყო მარტივი ადამიანი. ის დიდი მასშტაბის მქონე დიპლომატია,  ძალიან ძლიერი პიროვნება და ძლიერი ნებისყოფის მქონე პოლიტიკოსი. განგებამ ყველაზე მძიმე პერიოდში  მოუვლინა მხსნელად თავის ქვეყანას. წიგნიდან კარგად ჩანს, რომ ეს იყო ადამიანი, რომლისთვისაც სამშობლოს სამსახური მართლაც უზენაესი მცნება იყო.


წიგნი დაწერილია საინტერესო ენით. ის ყურადღებას იქცევს უხვი ფაქტობრივი მასალით, არაორდინალური ინტერპრეტაციით, შთამბეჭდავი მსჯელობებითა და ანალიზით.


გარდა იმისა, რომ წიგნში ასახულია ჰეიდარ ალიევის შესახებ ცნობები, ასევე, ძალიან ბევრი ფაქტია აღწერილი იმდროინდელ საბჭოთა ეპოქაზე. აქ კი, საოცარი  მსგავსება ვლინდება აზერბაიჯანსა და საქართველოს უახლესი ისტორიის ბევრ დეტალში,“ - აღნიშნა  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში წიგნის მთარგნელმა ჭაბუკი ქირიამ.

 


ღონისძიებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„ასეთი წიგნის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის დიდი ლიდერი იყო. სწორედ მან გადაარჩინა აზერბაიჯანი სამოქალაქო ომისა და ეკონომიკური სიდუხჭირისაგან.  მან მოახერხა ის, რომ აზერბაიჯანი დადგა სწორ გზაზე და დღესაც ამ გზით მიდის.  ამაში სწორედ ჰეიდარ ალიევის უზარმაზარი წვლილია შეტანილი და ასეთი ლიდერის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს,“ -აღნიშნა  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა.

 

ღონისძიებაზე, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 





მსგავსი სიახლეები
19 და 20 აპრილს, რუსთავის თეატრი მაყურებელს ორ ახალ სპექტაკლებს წარუდგენს
„ეს უნიკალური ქსოვილის ფრაგმენტი, არც მეტი არც ნაკლები, ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით თარიღდება“
"ჩემი თვალით დანახული სამყარო არც ისეთი ფერადია, როგორიც ნახატებიდან ჩანს“ - ლანა სამხარაძე
„ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი ინსპირაცია, რომელიც არაფრისგან მოდის“- თამარ თალი თოიძე
„მინდა დავიბადო იქ, სადაც დავიბადე და როდესაც დავიბადე, ანუ, თბილისში, 1930 წელს“
4 აპრილს პიანისტი დავით ალადაშვილი კონსერვატორიაში ქართული კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავს
ანსამბლი „ადილეი“ აშშ-ში რიგით მორე ტურნესთვის ემზადება
„ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია, 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევროზე გამოაგზავნა მოთხოვნა“
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს..."- გურამ დოჩანაშვილი დღეს 80 წლის გახდა
თბილისში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიხსნება
ნინო სურგულაძის ტრიუმფი ბელგიის სამეფო თეატრის სცენაზე და მსოფლიო პრესის აღიარება
დიზაინი და მომავლის ქალაქები - გამოფენა და სემინარი იტალიელი არქიტექტორების მონაწილეობით
დიზაინი და მომავლის ქალაქები - გამოფენა და სემინარი იტალიელი არქიტექტორების მონაწილეობით
„როგორ უნდა მოახერხო, რომ ეს სამაკორდიანი, ჩიჟი-ბიჟი რუსეთი, რომელიც ერთ ხმაში ძლივს მღერის, ევროვიზიაზე არათუ გისწრებდეს, არამედ, ყოველ წელს ლიდერებში იყოს“
საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
18 მარტს ქუთაისი ქართული სიმღერის დღესასწაულს უმასპინძლებს!
"ელექტრიკოსი"- რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს ნანა ჯანელიძე გადაიღებს
დღეს, თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზში კომედიის ფესტივალის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართება
პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა და საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს სიმღერით „სულ წინ იარე“