„თიბისი კაპიტალმა“ FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა

თიბისი კაპიტალის მერ მომზადებული კვლევა, კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორის შესახებ, პირველი საინვესტიციო ანალიზია ამ სექტორისთვის. კვლევის მომზადება ბაზრის მონაწილე კომპანიებისა და ინვესტორების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, რომ მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური  ინფორმაცია სექტორის შესახებ. შესაბამისად, კვლევის მიზანია კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს დაანახოს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალი.

 

ამ სექტორში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილისთვის თიბისი ბანკი ძირითადი პარტნიორი ბანკია, შესაბამისად, ბანკისთვის აღნიშნული სექტორი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომაც, თიბისი მუდმივად სთავაზობს სექტორის მონაწილეებს, როგორც მათ მოთხოვნებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს, ასევე საინვესტიციო საბანკო მომსახურეობას,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.


ორგანიზებულ საცალო ვაჭრობას, ანუ ბრენდირებულ ქსელურ სავაჭრო ობიექტებს, საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. 2017 წლის მდგომარეობით აღნიშნული სექტორის ზომა 7.8 მილიარდი ლარის მოცულობის იყო, საიდანაც მხოლოდ 16%  ეკავა  ორგანიზებული ბაზრის მოთამაშეებს.

 

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა გვაძლევს საკმარის საფუძველს, რომ განვსაზღვროთ სექტორის ზრდის პოტენციალი. ჩვენი პროგნოზით, სექტორი გაიზრდება 11 მილიარდ ლარამდე შემდეგი ექვსი წლის მანძილზე, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი თითქმის გაორმაგდება იგივე პეირიოდში,“ - განაცხადა თიბისი კაპიტალის კვლევისა და საბროკერო დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ცხადაიამ.


თიბისი კაპიტალითიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდანთიბისი კაპიტალიგახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური  კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.





მსგავსი სიახლეები
სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „დორანი ფერმა“ აშენდა
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ გამკაცრებული საბანკო რეგულაციები, შესაძლოა, ისევ შეამსუბუქონ
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 22 მარტის 17:00 საათისთვის
„ანაკლიაში ძირითადი სამუშაოების დაწყება დაგეგმილი იყო 2 აპრილიდან, თუმცა პროექტირება 60%-ით არის შესრულებული, არ არის მოზიდული დაფინანსება და ეს ვადებიც, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალურია“
საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 მარტის 17:00 საათისთვის
"თქვენ, ორ წელში გზას მიიყვანთ პორტამდე?! რკინიგზას ააშენებთ?"
„ანაკლიის პორტს არ დავთმობთ, ბევრი ბერკეტი გვაქვს და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე“
თბილისში გამოფენა „დამზადებულია ბელარუსში“ და ბიზნეს ფორუმი გაიმართა
ვითიბი ბანკისა და ტოიოტა ცენტრს თბილისის ერთობლივი შეთავაზება
„მთავრობა მაქსიმალურად იყო დაინტერესებული ანაკლიის პროექტის განხორციელებით - ასე კონკურსს შალიკოც მოიგებდა ხვინგიაძე!“
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერა მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება"
"ბელარუსთან ერთობლივი საწარმოების მაგალითი უკვე გვაქვს, საუბარი იმაზეა, როგორ შეიძლება თანამშრომლობა გავამყაროთ" - გიორგი ქობულია
„ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე“
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საფრანგეთის სავაჭრო პალატისა და PKF საქართველოს მხარდაჭერით ბიზნეს აქსელერატორი CBA Solutions დაფუძნდა
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო
ინტელექტბანკის აქციონერები თიბისი ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურებიან
მამუკა ბახტაძის გამოსვლა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე