გმირი, რომელმაც სამყარო დაიპყრო - რუსთავის თეატრი ,,დონ ჟუანის“ პრემიერისთვის ემზადება

20 დეკემებრს, 20.00სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ სოსო ნემსაძის ახალ სპექტაკლს ,,დონ ჟუანი“. ფრანგი დრამატურგის, ჟან-ბატისტ მოლიერის, შედევრად აღიარებული პიესის ,,დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარის“ მიხედვით. 

 

ირეალურ სამყაროდან მოვლენილი ფსევდო გმირი, მაღალი წრის თავხედი წარმომადგენელი. პერსონა, რომელიც ვერ მოიშორა სამყარომ, რადგან ის  სულ მოთხოვნადია და  საზოგადოებას მუდამ აოცებს.  რატომ არ ემორჩილება  საზოგადოება იმ ცვლილებას, რომელსაც დონ ჟუანი ითხოვს? სად იკვეთება მისი პიროვნული თუ ქმედითი შეცდომები? ვინ არის იგი? ყველაზე დიდი ნაძირალა, ცოფიანი ძაღლი, მწვალებელი,  ველური მხეცი, თუ გაიძვერა მექალთანე?  ალბათ უფრო ცინიკოსი და ამპარტავანი.

 

რატომ ირჩევს საზოგადოება  დონ ჟუანის მსგავს პერსონებს  და რატომ არ აძლევენ მას ევოლუციის უფლებას, შეცვალოს საკუთარი ღირებულებები და გახდეს უფრო მეტად ღირსეული, ან საერთოდ ვინ არის ეს საზოგადოება, დომინანტი ხალხი ვისზეც დგას სამყარო, თუ მხოლოდ  გარკვეული ნაწილი ამ სამყაროსი?!  შეცვალა თუ არა დრომ მე-17 საუკუნეში დასმული პრობლემა და დაკარგა თუ არა აქტუალობა ქცევამ რომელსაც  დონ ჟუანობა ჰქვია. რუსთავის თეატრში მოსული მაყურებელი სპექტაკლზე ,,დონ ჟუანი“ შესაძლოა ახალი გამოწვევის წინაშეც დადგეს! საპრემიერო ჩვენებებები რუსთავის თეატრში 2018 წლის 20 და 21 დეკემბერს, 20.00 სთ-ზე გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი სოსო ნემსაძეა, მხატვარი ბიძინა სიდიანი, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, საბრძოლო და სასცენო მოძრაობაზე შოთა გეგიამ იმუშავა. მონაწილეობენ: ნიკა ჩხაიძე, სოსო ელიზბარაშვილი, სოფო ზერაგია, ლუკა ციხისთავი, ანა შარვაძე, თეა შარვაშიძე, თეონა ხვედელიძე, ნათია მელაძე, ნათია არბოლიშვილი, ზურა ჯინჭარაძე, ზურაბ ჯინჭარაძე, ლაშა კანკავა, არჩილ მაკალათია.

 

 





მსგავსი სიახლეები
განათლების სამინისტრო კულტურის ეროვნულ ფონდს ქმნის
გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა
"დევიდ ლინჩს საქართველოში მისი სახელობის კინოაკადემიის შექმნა სურს"- ივანე ბაქრაძე
„ვერ მოვისვენებ, ვიდრე ილია და აკაკი „მოსასვენებელ" ოთახში იქნებიან გადამალულნი!“ - მწერალთა სახლის დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები გაქრა
გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა
ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს
ანსამბლი „ადილეი“ იტალიაში რიგით მესამე ტურნესთვის ემზადება
ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდიის უპრეცედენტო შეთავაზება სოციალურად დაუცველ ოჯახებს - სწავლა უფასოა❗️
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოებისას უმნიშვნელოვანესი ქართული ასომთავრული წარწერა გამოვლინდა
საბჭოთა კავშირის ,,ხიბლი“ საქართველოში - რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება!
"ჩვენ ვუკრავთ თავისუფლებისთვის!" - Tbilisi Open Air 2019 ანტიოკუპაციური სიმღერით დაასრულა
"თუ მხატვრობაში ფერებს ეთამაშები, პოეზიაში - სიტყვების თამაშთან გვაქვს საქმე“ - ლიკა ზენდერის ახალი შემოქმედებითი ამპლუა
უნიკალური საჩუქარი გურიას - "ქართუმ" ერისთავების სასახლის და ერკეთის ტაძრის აღდგენა დაიწყო
გორში კომედიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ხვალ დასრულდება
1985 წელს შექმნილმა დიდმა კერამიკულმა პანომ “კოლხეთმა“, რომელიც ქუთაისის ცენტრშია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო
ვინ იყო მოდილიანის შიშველი ნატურა, ქართველი თავადის ქალი, რომლის პორტრეტი ნიუ-იორკის "სოთბის " აუქციონზე 157 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა
ხვალიდან, გორში კომედიის საერთაშორისო ფესტივალი იწყება!
ტრიო ,,ბალადა“ საპრეზენტაციო კონცერტისთვის ემზადება
26 მაისს ანსამბლი "შავნაბადა“ ლარსის გამშვებ პუქტზე იმღერებს
მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება