„Project ArtBeat", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის გამოფენას - „Nowhere to Run" უმასპინძლებს

21 დეკემბრიდან გალერეა „Project ArtBeat", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის პერსონალურ გამოფენას - „Nowhere to Run" უმასპინძლებს, რომელიც მხატვრის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს აერთიანებს.

 

ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს. ასევე კოლაჟის ტექნიკას მიმართავს - ნამუშევრებისათვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციასა და ტექსტებს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე სოციალური, სამეცნიერო თუ პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ტილოებზე ასახვა, სწორედ ამიტომ, ხელოვანი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე შემოქმედებითი პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს - თითქოს დაუმთავრებელია სურათები.

 

ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დუსელდორფში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი: "To see a world in a Grain of Sand" – „დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი" (თბილისი - 2016), „Crossing the boundaries" – „AT388" (როტერდამი - 2015); „Kunstpreis" – „Kunsthalle Recklinghausen" (რეკლინგჰაუზენი - 2013); „Post Coitum Omne Animal Triste Est" - „Damenundherren" (დუსელდორფი - 2012); „Zwischen Gestern und Morgen" - „გალერეა 10" (კარლსრუე - 2011).

 

გამოფენა „Nowhere to Run" 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.projectartbeat.com





მსგავსი სიახლეები
ოტავაში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს
„დადგა დრო, ჩვენი დიდებული პოეტი ქალი, უბრალოდ, ასე მოვიხსენიოთ: ეთერო“ - ეთერ თათარაიძის ახალი კრებულის პრეზენტაცია
თიბისი არტ გალერეაში უშანგი ხუმას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
„ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა!“
ფილმ „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზი მოიპოვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს ტერიტორიაზე შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინეს
ლეპრენსის "ქართველი" - როგორ იცვამდნენ საქართველოში
ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს
„დიდი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ევროპული ცხოვრება დაიწყო - ევროპულმა გამომცემლობამ მისი ნახატების ფერადი ალბომი გამოსცა“
"Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში, შესაძლოა, მომღერალი მერაია ქერი ჩამოვიდეს" - გიორგი ქობულია
ლიტერატურული პრემია „საბას“ მეჩვიდმეტე კონკურსი დაიწყო
#MuseumSelfieDay2019 - გადაიღე ფოტო და ჩაერთე კონკურსში
„ერთმა დარბაზში მომუშავე მოხუცმა მეცნიერმა მითხრა: „მგონია, ასე მხოლოდ სამოთხეში იცმევენო“, ჰოდა, მეც ვუპასუხე: „ეგ სამოთხე ჩემი ქვეყანაა, მეთქი“!
იური მეჩითოვი დიდი კონორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ჯერ გამოუქვეყნებელ სურათს ავრცელებს
28 დეკემბერს, ანსამბლ „შავნაბადას“ რიგით მეათე აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
სამხრეთ კორეული ჯგუფის, ექსოს წევრებს კონცერტზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შექმნილი ტანსაცმელი ეცვათ
“აზუჩენას პარტია დამატყვევებელი იყო” - ნინო სურგულაძის წარმატებული დებიუტი ვერდის ქალაქში
„Window Project", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენას - „Second Order" უმასპინძლებს
„Project ArtBeat", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის გამოფენას - „Nowhere to Run" უმასპინძლებს