„Window Project", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენას - „Second Order" უმასპინძლებს

22 დეკემბრიდან გალერეა - „Window Project", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, საქართველოში ვახტანგ ქოქიაშვილის პირველ პეროსნალურ გამოფენას - „Second Order" უმასპინძლებს და აღნიშნული ექსპოზიციით ახალ საგამოფენო სივრცეს გახსნის.

 

 

 

ექსპოზიცია მხატვრის სამ მიმართულებას - მითოსს, რელიგიასა და ეთნოგრაფიულ პოპს აერთიანებს. პირველი არაცნობიერის სარკეა, მეორე რელიგიურ თემებს კიჩურ ფორმებში ამჟღავნებს. ეთნოგრაფიული პოპი კითანამედროვე სამყაროში ადამიანების სავიზიტო ბარათია, რომელიც წარსულ და აწმყო გამოცდილებებს უახლეს ენაზე თარგმნის. საგამოფენო სივრცეშიწარმოდგენილი იქნება მინანქრის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, აბსტრაქტული ნახატები, ასამბლაჟები და პოპ-არტისტული ინსტალაციები.

 

 

 

გამოფენის კურატორია ნინა ახვლედიანი. ექსპოზიციის კონცეპტუალურ სტრუქტურასა და დიზაინზე კი ახალგაზრდა ხელოვანმა - ლადო ლომიტაშვილმა იმუშავა.

 

 

 

გამოფენა ვახტანგ ქოქიაშვილის განვითარების ეტაპებს ასახავს, რომლის განმავლობაში მითოსური ფორმები წარმოებისა და დიზაინის ეფექტებით იცვლებიან.  ექსპოზიციაში წარმოდგენილია ამ გარდატეხის ამსახველი ცალკეული აქცენტები, მოტივები და სოციალური ტრანსფორმაციები, რომლებიც კულტურულ მეხსიერებას ახალი საკომუნიკაციო ფორმებით, მოდელებითა და პატერნებით აწარმოებენ. ქოქიაშვილის ცხოვრების ბოლო წლები სწორედ ასეთ თარგმანებს ეძღვნება. რელიგიური ნარატივები და სიმბოლოები თარგმნილია 2000-იანი წლების სამომხარებლო ენაზე. ასეთი ტრანსკრიფციით ახლებურ შემოქმედებით სივრცეს ვიღებთ, რომელსაც შეუძლია მოიცვას ფართო სოციალური სპექტრი და ამავდროულად მიუკერძოებელი იყოს. 

 

 

ვახტანგ ქოქიაშვილი 1930 წელს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისისსახელმწიფო სამხტვრო აკადემია. 1962-1969 და 1973-1979 წლებში საქართველოსმხატვართა ფონდის მთავარი მხატვარი იყო. 1967 წელს საქართველოსდამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. 1981-1994 წლებში იყო საქართველოსმხატვართა კავშირის მონუმენტური სექციის თავმჯდომარე.

 

 

 

მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს ვარშავაში, ტრიპოლიში, დრეზდენში, სოფიაში, კეჩკემეტში და პარიზში გამოიფინა. მისი შექმნილია თბილისში ყოფილი სასტუმრო „ივერიას", ფუნიკულიორის ქვედა სადგურის, საერთაშორისო აეროპორტის, სასტუმრო „მეტეხისა" და ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ვიტრაჟები.

 

 

 

1990-იანი წლებიდან ვახტანგ ქოქიაშვილმა აქტიურად დაიწყო პოპ არტისტულისერიების შექმნა. მისი შემოქმედება ასობით კოლაჟს, გრაფიკასა და ასამბლაჟს აერთიანებს.

 

 

 

გამოფენა „Second Order" 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 





მსგავსი სიახლეები
განათლების სამინისტრო კულტურის ეროვნულ ფონდს ქმნის
გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა
"დევიდ ლინჩს საქართველოში მისი სახელობის კინოაკადემიის შექმნა სურს"- ივანე ბაქრაძე
„ვერ მოვისვენებ, ვიდრე ილია და აკაკი „მოსასვენებელ" ოთახში იქნებიან გადამალულნი!“ - მწერალთა სახლის დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები გაქრა
გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა
ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს
ანსამბლი „ადილეი“ იტალიაში რიგით მესამე ტურნესთვის ემზადება
ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდიის უპრეცედენტო შეთავაზება სოციალურად დაუცველ ოჯახებს - სწავლა უფასოა❗️
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოებისას უმნიშვნელოვანესი ქართული ასომთავრული წარწერა გამოვლინდა
საბჭოთა კავშირის ,,ხიბლი“ საქართველოში - რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება!
"ჩვენ ვუკრავთ თავისუფლებისთვის!" - Tbilisi Open Air 2019 ანტიოკუპაციური სიმღერით დაასრულა
"თუ მხატვრობაში ფერებს ეთამაშები, პოეზიაში - სიტყვების თამაშთან გვაქვს საქმე“ - ლიკა ზენდერის ახალი შემოქმედებითი ამპლუა
უნიკალური საჩუქარი გურიას - "ქართუმ" ერისთავების სასახლის და ერკეთის ტაძრის აღდგენა დაიწყო
გორში კომედიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ხვალ დასრულდება
1985 წელს შექმნილმა დიდმა კერამიკულმა პანომ “კოლხეთმა“, რომელიც ქუთაისის ცენტრშია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო
ვინ იყო მოდილიანის შიშველი ნატურა, ქართველი თავადის ქალი, რომლის პორტრეტი ნიუ-იორკის "სოთბის " აუქციონზე 157 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა
ხვალიდან, გორში კომედიის საერთაშორისო ფესტივალი იწყება!
ტრიო ,,ბალადა“ საპრეზენტაციო კონცერტისთვის ემზადება
26 მაისს ანსამბლი "შავნაბადა“ ლარსის გამშვებ პუქტზე იმღერებს
მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება