„თქვენ 2018 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო“

თქვენ 2018 წელს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ სპორტსმენებს. წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მთავრობის მეთაურმა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანს - ლაშა ტალახაძეს გადასცა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2018 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო და თითოეული წარმატებული სპორტსმენი სამაგალითოა.

 

„დღეს საქართველოს ისე სჭირდება გამარჯვებები, როგორც არასდროს. 2018 წელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართული სპორტის გამარჯვების წელი. თქვენ, ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა 800 მედალი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს და შესაბამისად, 2018 წელი არის ყველაზე წარმატებული წელი ქართული სპორტის ისტორიაში. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენ გვქონდა წარმატებები როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში. განსაკუთრებული წარმატება ჰქონდათ ჩვენს პარაოლიმპიელებს. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. მინდა ამავე დროს გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანი არის მაგალითი ჩვენი მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მაგალითი იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის. 2020 წელს საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ მართლაც არის ჩემპიონებს სამშობლო. ამავე დროს, იუნესკომ ქართული ჭიდაობა არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ, ქართველებს, შეიძლება არა მრავალრიცხოვანს, მაგრამ ძალიან ნიჭიერ ერს, განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა. წლის სპორტსმენთან ერთად, საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ 14 ნომინაციაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები.





მსგავსი სიახლეები
რისთვის სჯიან „დინამოს“ - ბანერი, რომელიც ადრე უეფას არ გაუპროტესტებია
თბილისის „დინამოს“ სანქციები დაეკისრა - საპასუხო შეხვედრას თბილისში ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს
თბილისის „საბურთალომ“ ერევანში „არარატ-არმენია“ 2:1 დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა
ამხანაგურ მატჩზე რაგბიში, რომელიც 27 აგვისტოს თბილისში უნდა გამართულიყო, რუსეთის ნაკრებმა უარი განაცხადა
საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
ევროპის თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ფინალი რუსეთის წარმომადგენელს ინალ ტასოევს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა
ევროპულ თამაშებზე სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
რუსმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფას მოუწოდა, ქართველი ფეხბურთელების მიმართ შესაბამისი ზომები გაატაროს
ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა
"თბილისი წელს პირველად უმასპინძლებს უმაღლესი რანგის სამოყვარულო ტურნირს - Taste & Play" - ზურაბ ბოქოლიშვილი
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯი 12:8 დაამარცხა
6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ღია პირველობაზე 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოდის
სუმოს მამები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ტოჩინოშინის მიმართ მსაჯთა საბჭოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასრულყოფილი და დამაბნეველი იყო
ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა - 1970 ქულით იგი მსოფლიო რეიტინში მე-16 ადგილზეა
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ზედიზედ მეორედ გახდა - დაჯილდოება ქობულეთში
ზესტაფონელი ტატო სამხარაძე კარატეში მსოფლიო ჩემპიონი გახდა