ირლანდიაში თავშესაფარს სულ უფრო მეტი ქართველი ითხოვს

„საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქეს სურს ირლანდიაში თავშესაფრის მიღება, ვიდრე მსოფლიოს სხვა რომელიმე ქვეყნიდან. მსურველთა რაოდენობა განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში გაიზარდა“-ამის შესახებ ირლანდიური გამოცემა «The Irish Times»-ი წერს.

 

ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველო ბოლო ადგილზე იყო იმ ქვეყნების ხუთეულში, რომელშიც მასთან ერთად სირია, პაკისტანი, ალბანეთი, ზიმბაბვე და ნიგერია შედიოდა, მაგრამ უკვე 2017 წლისათვის საქართველომ ჩამოთვლილი ქვეყნების რიგში წინა პოზიციებზე გადაინაცვლა - პირველი ადგილი ისევ სირიას უკავია (თავშესაფრის 545 მაძიებელით), საქართველომ კი ბოლო მეხუთე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა (302 მაძიებლით).

 

2018 წელს ქართველ მთხოვნელთა რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა: გასული წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემებით, 409 ქართველის თხოვნაა დაფიქსირებული, რაც ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე მეტია.

 

საერთოდ, საქართველოდან ყველაზე მეტი მიგრანტი ტრადიციულად რუსეთში მიდიოდა, მაგრამ როცა მოსკოვმა 2000 წელს სავიზო რეჟიმი დააწესა, ქართველებმა მიგრაციის გეოგრაფია გააფართოეს და მზერა სხვა სახელმწიფოებსაც მიაპყრეს - უპირველესად კი ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

 

როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, მართალია, მიგრანტთა რაოდენობის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ქვეყნის შიგნით არსებულმა ეთნიკურმა კონფლიქტებმა და საქართველო-რუსეთს შორის მომხდარმა ომმა, მაგრამ ამის მიუხედავად, უფრო მეტი ქართველი უცხოეთში სხვა მიზეზებით არის წასული. „ქართველებს საზღვარგარეთ წასვლაზე უფრო მეტად უბიძგებს ქვეყანაში არსებული ცხოვრების არასახარბიელო ხარისხი, სიღარიბე და ეკონომიკური შემოსავლების მკვეთრი დისპოროპორცია, აგრეთვე განათლების მიღებისა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის სურვილი, ვიდრე პოლიტიკური არასტაბილურობა და უსაფრთხოების დაბალი დონე“, - აღნიშნულია გამოკვლევაში.

 

გარდა ამისა, ბოლო წლებში [საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში] მომხდარი ცვლილებების წყალობით, ქართველებისათვის უფრო იოლი გახდა ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება. როგორც ჩანს, სწორედ ამ ცვლილებებმა გამოიწვია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის სწრაფი ზრდა.

 

ირლანდიის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება აქვთ. შენგენის ზონში 26 ევროპული ქვეყანა შედის, რომლებმაც, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სასაზღვრო კონტროლი გააუქმეს. რაც შეეხება ირლანდიას და დიდ ბრიტანეთს, მათ თავიანთი უფლებით ისარგებლეს და უარი თქვეს შენგენის ზონაში გაერთიანებაზე. თუმცა, როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ამ გარემოების მიუხედავად, ქართველ მიგრანტთა ნაკადი და თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა მაინც იზრდება. 

 

„საქართველოს მოქალაქეებს, ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესასვლელად, ვიზა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „ზრდის ტენდენციას განაპირობებს შენგენის ზონიდან სხვა ქვეყნებში წასვლის ფაქტები, როცა მგზავრები ირლანდიის ტერიტორიას, აეროპორტების სახით, სატრანზიტოდ იყენებენ. სწორედ ირლანდიის აეროპორტებში ჩამოსვლის დროს, იმის ნაცვლად, რომ მათ ფრენა გააგრძელონ, ისინი ქვეყანაში რჩებიან და საერთაშორისო დაცვის მოტივით, ირლანდიაში თავშესაფარს ითხოვენ“.

 

2017 წლის 16 ივლისიდან ირლანდიის მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიტანა, რომლის მოქალაქეებს ირლანდიაში ტრანზიტისათვის შესაბამისი ვიზა უნდა ჰქონდეთ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ზომამ ქართველებს ირლანდიაში ჩასვლა-დარჩენაზე და თავშესაფრის ძიებაზე უარი ვერ ათქმევინა.





მსგავსი სიახლეები
“ივანიშვილმა ხაზარაძეს რამდენჯერმე მოსთხოვა, ხელი აეღო ანაკლიის პორტზე” - სანდრო ბრეგაძე
პარლამენტმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად საგანგებო ჯგუფი შექმნა
"ასადის რეჟიმის გაძლიერება უარყოფითად აისახება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პოზიციებზე"- ვახტანგ მაისაია
ფართოდ დარეკლამებულმა ლიეჟის კონგრესმა მოლოდინი ვერ გაამართლა
გადამწყვეტი დაპირისპირება "ოცნებაში"
"ცხინვალის რეჟიმი იმუქრება, რომ ყაზბეგის ტერიტორიებს "დაიბრუნებენ“
"საქართველოს შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი ისე რომ წევრი არ ერქვას"
დანაშაულობები ქართველ მიგრანტებს შორის და... ცოლი, როგორც შემამსუბუქებელი გარემოება - რას წერს "Deutsche Welle" საქართველოზე?
ირლანდიაში თავშესაფარს სულ უფრო მეტი ქართველი ითხოვს
„იხმაურებენ და დაწყნარდებიან“-რა ულტიმატუმებიც არ უნდა წამოაყენოს ოპოზიციამ საქართველოში, შედეგი მოსალოდნელი არაა
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა იოლი არ იქნება - ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირებაა
"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და "რესპუბლიკელები" ჭოჭმანობენ
მეორე ტურის ბედს "გამოვარდნილი" კანდიდატების მომხრეები გადაწყვეტენ - ვინ ვის მხარეზეა
არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს
მძაფრი კრიზისი ვენესუელაში: მოსკოვი და პეკინი ლოდინის რეჟიმში არიან, კარაკასში კი, რუსეთის საელჩოსთან ერთად, აფხაზეთის საელჩოც მოქმედებს
"ნატოს წევრობა საქართველოსთვის მაინცდამაინც აუცილებელი არ არის“ - ინტერვიუ თომას დე ვაალთან
"ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა გასცა"- The Washington Post
"საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორც გერმანია" - გერმანული გამოცემა "შპიგელი"
"სალომე ზურაბიშვილი რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანასთან ასოცირდება, „ქართული ოცნება“ კი შეიძლება რუსეთის მტერი არ არის, მაგრამ არც მეგობარია"
"სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში სავარაუდოდ ბევრის გაკეთებას შეძლებს"