„მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას “

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. „ყველა ჩვენი ძალისხმევის რეალიზება მოსალოდნელია 6 იანვარს, როდესაც ჩვენ ვაპირებთ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ჩუქებას და დღესასწაულს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან ერთად“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა, რომლის მიმართვაც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე „orthodoxia.info“. კონსტანტინეპოლის პატრიარქის თქმით, უკრაინის სასულიერო პირებმა უკვე დაიწყეს ფანარზე ჩასვლა, ხოლო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებმა უნდა შეისწავლონ წერილის დეტალები, რათა შეუდგნენ ახალი ეკლესიის აღიარების პროცესს. ბართლომემ ამავე ეკლესიების მეთაურებს მოუწოდა, აღიარონ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალურ ეკლესიად. „თუკი გადავწყვეტთ ჩვენი ძმების იგნორირებას, რომლებსაც უწევთ უკრაინაში გაშმაგებული ბრძოლის გადატანა, ჩვენ არ გვექნება არავითარი გამართლება სამსჯავროს დღეს“, - ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის მიმართვაში.

 

15 დეკემბერს კიევში გამაერთიანებელი კრება ჩატარდა, რომელზეც უკრაინის სამი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ეკლესიის შექმნის შესახებ და მის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.





მსგავსი სიახლეები
ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, სააკაშვილს მიბაძოს - მან კანონიერ ქურდებს ომი გამოუცხადა
"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ ის არის, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ"
აშშ-ს უნივერსიტეტების წლიური ბიუჯეტი
ბერლინი და პარიზი შეთანხმდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას გერმანია მიიღებს
გარდაიცვალა ფილმ „სამი კაკალი კონკიასათვის“ რეჟისორი ვაცლავ ვორლიჩეკი
სტამბოლში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა
„ვემზადები „მოსალოდნელი ფიასკოსთვის“, რომლითაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს“
"ხერხემალში გადავტეხეთ „ისლამური სახელმწიფო“, თუმცა დარჩენილია დაქსაქსული რაზმები"
უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო
კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყრდების ცერემონია გაიმართა
ვენესუელაში ხუან გუაიდოს აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის დენ ქოუთსის განცხადებით, რუსეთი შეეცდება, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერიოს, რისთვისაც სოციალურ ქსელებს გამოიყენებs
86 წლის ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა
ევროპარლამენტმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
„ფაშინიანის მიერ წამოწყებული პროცესები სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ სომხეთში ფერადი რევოლუციის იმიტირება“
კონსტანტინოპოლისადმი დამორჩილების ხუთი მომენტი უკრაინის ავტოკეფალიას უნიკალურად ნაკლულს ხდის - დამოუკიდებლობის ასეთი შეზღუდვა სხვა არც ერთ ეკლესიას არ აკადრეს
ხმელთაშუა ზღვაში ორი ნავი ჩაიძირა და 170-მდე მიგრანტი დაიღუპა
სახლებისა და ბინების ინტერნეტით გაქირავების საერთაშორისო სერვისი Airbnb-ი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სახლებს ვებგვერდიდან წაშლის
საფრანგეთში, ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა (ფოტო,ვიდეო)
მსოფლიოს რომელმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დაგმეს „უკრაინის ტომოსი"