"ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ძალიან სწრაფად კედლის აშენება" - დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შეუძლია, რათა კონგრესის გვერდის ავლით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება მიიღოს.

 

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, განიხილავს თუ არა ის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას კედლის მშენებლობისთვის კონგრესის თანხმობის გარეშე დაფინანსების გამოსაყოფად.

 

„მე შემიძლია ამის გაკეთება თუ ამას მოვინდომებ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ძალიან სწრაფად კედლის აშენება. ეს ქმედება შეიძლება საჭირო გახდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

როგორც ტელეარხი ABC განმარტავს, სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ტრამპს შეუძლია გამოიყენოს კონგრესის მიერ საგანგებო სიტუაციებისთვის გამოყოფილი სახსრები.

 

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბრიდან, საბიუჯეტო სახსრების არარსებობის გამო, აშშ-ს მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია. ამერიკელ კანონმდებლებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ 2019 წლის ბიუჯეტი, ვინაიდან მათ კომპრომისული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე.





მსგავსი სიახლეები
დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან „ეკონომიკის გაკვეთილები“
ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა- ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა
ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფისას დაიღუპა
„გაიძვერა ადამ შიფი კორუმპირებული პოლიტიკოსია და სავარაუდოდ, ძალიან ავადაა - ცრუ იმპიჩმენტი გახლავთ არჩევნებში მასობრივი ჩარევა“
თურქეთში მიწისძვრით დაშავებულთა რიცხვი 2 000 აღწევს, დაღუპულთა რიცხვი კი 35-მდე გაიზარდა
„ჩეჩნეთის ყოფილმა ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის ტერიტორია დატოვა და საუდის არაბეთში იმყოფება - როგორც ჩანს, მას ეშინია ლიკვიდაციის“
ახალი კორონავირუსი გასაკუთრებით საშიშია საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა
თურქეთის აღმოსავლეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
8 იანვარს, ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზების დაბომბვის შედეგად, 34 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა
ბერძნული სამხედრო გემის "ფემისტოკლეს" კაპიტანმა 1999 წელს NATO-სერბეთის ომის დროს უარი განაცხადა, გამოსულიყო მართლმადიდებელი სერბების წინააღმდეგ
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც აბორტის წინააღმდეგ მარშში მიიღებს მონაწილეობას
"ნატო-ს ისეთი მოკავშირე სჭირდება, როგორიც საქართველოა -საქართველო უნდა გახდეს ალიანსის წევრი"
ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს
„რომელ სამხედრო პარიტეტზეა საუბარი, როდესაც ამერიკის კოსმოსური სააგენტო, იგივე NASA, მარსის კოლონიალიზაციისათვის ემზადება, რუსეთს კი ჩინეთი უკვე უყენებს პრეტენზიებს ციმბირზე?“
ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მეორე წინასწარ მოხსენებას აქვეყნებს
ევროკავშირი თურქეთს დახმარებას 75 პროცენტით უმცირებს
"ირანის ე.წ. უმაღლესი ლიდერი სიტყვების შერჩევისას ფრთხილად უნდა იყოს"
სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო