„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ხელოვნურობის ფონი გასდევს

სინამდვილეში არა მხოლოდ 17 მილიონი, არამედ 80 მილონამდე მოხმარდა „თიბისი ბანკის“ ლიკვიდურობის გაზრდას, რადგან პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, ბანკი ომის მერე გადასარჩენი იყო, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

კორძაძის აზრით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ხელოვნურობის ფონი გასდევს.

 

„ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს ორდღიანი ისტერია, რომელიც შექმნილია და ამას ხელოვნურობის ფონი გასდევს, რადგან არავის ბრალი წაყენებული არ აქვს, არავინ არაფერს ედავება. პროკურატურამ ამოიღო კონკრეტულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საბუთები. ეს ტრანზაქცია არის 11 წლის წინანდელი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არაერთხელ იქნა შესწავლილი შემოწმების პერიოდში, არანაირი პრობლემა არც ძველი, არც ახალი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, პროკურატურას კონკრეული კითხვები გაუჩნდა, მამუკა ხაზარაძე დაიკითხა სასამართლოში. ჩვენ სასამართლოში დაკითხვის შესაძლებლბა ავირჩიეთ, რომელიც არსებობს ახალი პროცესის მიხედვით და მიეცა ყველა საკითხზე კონკრეტული განმარტება.

 

პროკურატურა ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, არავითარი საფუძველი სხვა ბრალის წაყენების არ არსებობს. მთელ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური და გასაკვირი თვითონ დასახელებაა, რითიც მიმდინარეობს საქმის წარმოება - ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, რაც თავისთავად მყვირალა მუხლია, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ აბსურდია, რადგან საქმე ეხება თანხის სესხებას ერთი პირის მიერ მეორე პირისგან. გამოჩნდა ისე, რომ ეს თანხა აღებულია და წაღებულია სადღაც. სინამდვილეში თანხა, არა მხოლოდ ეს 17 მილიონი, არამედ 80 მილონამდე, რომლის მობილიზებაც მაშინ მოხდა, მოხმარდა თვითონ „თიბისი ბანკის“ ლიკვიდურობის გაზრდას. პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი. მთელი ეს თანხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ისევ „თიბისი ბანკს“ მოხმარდა. არსად ეს თანხა, ერთი „კაპიკი“ სხვა რამეში არ დახარჯულა. ასე რომ, ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც წარმოიშვა ამ ორი დღის განმავლობაში“, - აცხადებს ადვოკატი.

 

მისივე განმარტებით, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს ყველა საჭირო ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა. „ყველა ეს განმარტება დეტალურად აქვს სასამართლოს მეშვეობით მიცემული პროკურატურას. კიდევ თუ საჭირო გახდება, მოვახდენთ ამის განმარტებას. რაღაც რომ გათეთრდეს, ის შავი ხომ უნდა იყოს, სახეზეა ბანკში კონკრეტული ტრანზაქცია გამჭვირვალედ, რომელიც ფიგურირებს ყველა გადარიცხვაში, არაფერი დამალული არ ყოფილა. ეს არის მთელი ისტორია, სხვა ინფორმაცია ჩვენც არ გაგვაჩნია“, - განაცხადა კორძაძემ.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"წმინდა ექსპორტის მზარდი დინამიკა ეკონომიკაზე და ლარის კურსზე მხოლოდ დადებითად აისახება" - გიორგი ცუცქირიძე
"ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ამყარებს "
რით ვვაჭრობთ - საექსპორტო კალათის წამყვანი ათეული
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აგვისტოს 17:00 საათისთვის
"ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები, კობი-გუდაურის მაგისტრალის თაობაზე, დემაგოგიის ელფერს ატარებს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"საქართველოში თითქმის 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში"
რეკომენდაციების პაკეტი საქართველოს მთავრობას სიღარიბისა და უთანასწორობის დასაძლევად
"ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში" - გიორგი ცუცქირიძე
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 აგვისტოს17:00 საათისთვის
"გადასახადების დაგროვების მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს" -ფინანსთა მინისტრი
"იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში, ჩვენ კი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდით დავუდგეთ" - ნათია თურნავა
"ჩვენი ტერიტორიის 2/3 არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე" - მამუკა ბახტაძე
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავის მაშტაბურობით" - გიორგი ცუცქირიძე
"ლარი თავის წონასწორულ კურსს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის"- ფინანსთა მინისტრი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 აგვისტოს 17:00 საათისთვის
ბათუმში ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა
"მთავარი, არა ზრდის ან კლების მაჩვენებლებია, არამედ ის პოტენციური ზარალი, რაც რუსეთის მხრიდან ტურიზმზე ავია სანქციებმა გამოიწვია"