„ერთმა დარბაზში მომუშავე მოხუცმა მეცნიერმა მითხრა: „მგონია, ასე მხოლოდ სამოთხეში იცმევენო“, ჰოდა, მეც ვუპასუხე: „ეგ სამოთხე ჩემი ქვეყანაა, მეთქი“!

თბილისის ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც ამჟამად ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში იმყოფება, ახალი აღმოჩენების შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს: 

 

„აბა გულწრფელად მითხარით, არის თუ არა ეს საგანძური!? რა თქმა უნდა, არის! ქართველები და მათი ბრწყინვალე სამოსი, ჩახატული ბრიტანელი მოგზაურის მიერ მე-19 საუკუნის დასაწყისში, ეს მოგზაურობის წიგნი ლონდონში გამოიცა, თუმცა მის შესახებ ჩვენში ალბათ მხოლოდ პროფესიონალთა მცირე წრემ იცის, დღეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ ამ ხელნაწერზე და ორიგინალ ნახატებზე მუშაობის უფლება მომცა, ჰოდა რომ ვუყურებ ტანში ჟრუანტელი მივლის,ისეთი ამაყები და ლამაზები არიან ქართველები, მედიდურ და ბრწყინვალე სამოსში გამობრწინებულნი, მარტო მე კი არ მომწონს, აქაურებიც იხიბლებიან, ჩემს წინ გადაშლილ ამ უზარმაზარ ხელნაწერთან მოდიან და ჩემთან ერთად ამ მინიატურებს ფოტოებს უღებენ, ერთმა დარბაზში მომუშავე მოხუცმა მეცნიერმა მითხრა „ მგონია ასე მხოლოდ სამოთხეში იცმევენო“ ჰოდა მეც ვუპასუხე: „ეგ სამოთხე ჩემი ქვეყანაა, თქო“! კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა ამ უნიკალური შანსისთვის, განსაკუთრებით რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდს და ბატონებს ზვიად გაბისონიას და ჯაბა სამუშიას! თქვენი მხარდაჭერა ჩვენი მუზეუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“წერს გიორგი კალანდია.





მსგავსი სიახლეები
განათლების სამინისტრო კულტურის ეროვნულ ფონდს ქმნის
გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა
"დევიდ ლინჩს საქართველოში მისი სახელობის კინოაკადემიის შექმნა სურს"- ივანე ბაქრაძე
„ვერ მოვისვენებ, ვიდრე ილია და აკაკი „მოსასვენებელ" ოთახში იქნებიან გადამალულნი!“ - მწერალთა სახლის დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები გაქრა
გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა
ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს
ანსამბლი „ადილეი“ იტალიაში რიგით მესამე ტურნესთვის ემზადება
ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდიის უპრეცედენტო შეთავაზება სოციალურად დაუცველ ოჯახებს - სწავლა უფასოა❗️
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოებისას უმნიშვნელოვანესი ქართული ასომთავრული წარწერა გამოვლინდა
საბჭოთა კავშირის ,,ხიბლი“ საქართველოში - რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება!
"ჩვენ ვუკრავთ თავისუფლებისთვის!" - Tbilisi Open Air 2019 ანტიოკუპაციური სიმღერით დაასრულა
"თუ მხატვრობაში ფერებს ეთამაშები, პოეზიაში - სიტყვების თამაშთან გვაქვს საქმე“ - ლიკა ზენდერის ახალი შემოქმედებითი ამპლუა
უნიკალური საჩუქარი გურიას - "ქართუმ" ერისთავების სასახლის და ერკეთის ტაძრის აღდგენა დაიწყო
გორში კომედიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ხვალ დასრულდება
1985 წელს შექმნილმა დიდმა კერამიკულმა პანომ “კოლხეთმა“, რომელიც ქუთაისის ცენტრშია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო
ვინ იყო მოდილიანის შიშველი ნატურა, ქართველი თავადის ქალი, რომლის პორტრეტი ნიუ-იორკის "სოთბის " აუქციონზე 157 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა
ხვალიდან, გორში კომედიის საერთაშორისო ფესტივალი იწყება!
ტრიო ,,ბალადა“ საპრეზენტაციო კონცერტისთვის ემზადება
26 მაისს ანსამბლი "შავნაბადა“ ლარსის გამშვებ პუქტზე იმღერებს
მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება