"ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის პროექტი მოიზიდავს ახალ ტვირთებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს" - გიორგი ქობულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება ბათუმში გაიმართა და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ღონისძიების  ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას,  რომლის თანახმადაც ამერიკული კომპანია Trammo  გახდება "Wondernet Express Investment Group -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ინვესტორი.

 

გიორგი ქობულიას თქმით, პროექტს ძალიან დიდი შედეგიანობა ექნება როგორც ბათუმის პორტისთვის და აჭარისთვის, ასევე საქართველოს რკინიგზისთვისაც, რომელიც ამ ტვირთებს გადაზიდავს: „ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული პროექტი და, რა თქმა უნდა, აჭარის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბითაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მიგვაჩნია, რომ ესეთი ტიპის პროექტები უფრო მეტ საფუძველს შექმნის და მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს სხვა ქვეყნებიდან, რომ ანალოგიური ინვესტიციები განახორციელონ".

 

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციის განხორციელება და აღნიშნა, რომ პროექტი, რომლის განხორციელებასაც აღნიშნული ინვესტიცია ემსახურება, საქართველოში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს რკინიგზის დატვირთვას და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის არა მხოლოდ ბათუმსა და აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამერიკული კორპორაცია Trammo, რომელიც ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია, ბიზნესში უმაღლესი დონის ეკოლოგიურ სტანდარტებს იცავს. „ბათუმის შემთხვევაში საქმე გვაქვს მაღალტექნოლოგიური ტერმინალის მშენებლობასთან, რომელიც იქნება დახურული ციკლით მომუშავე საწარმო. აღნიშნული პროექტი, პირიქით, ხელს შეუწყობს ბათუმის პორტის ეკოლოგიური სტანდარტების ამაღლებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დაგეგმილია მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით. ტერმინალი რეგიონალური მნიშვნელობის იქნება და ხელს შეუწყობს, როგორც აჭარის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას. პროექტი გულისხმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოჯისტიკური დერეფნის შექმნას.

ბათუმის პორტში ახალი, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტს განახორციელებს კომპანია Wondernet Express , რომელიც წარმატებით საქმიანობს ევროკავშირის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, კორეასა და თურქეთში, სხვადასხვა სახის ტვირთების ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების მომსახურების სფეროში.

 

კომპანია Wondernet Express Investment Group-მა, მინერალური სასუქების ახალი ლოჯისტიკური დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით უკვე გააფორმა შეთანხმებები ძირითად პარტნიორებთან - ესენია საქართველოს რკინიგზა, ბათუმის პორტი, აზერბაიჯანის რკინიგზა, ბაქოს ნავსადგური. ტერმინალი აღჭურვილი იქნება მინერალური სასუქების გადატვირთვისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, კერძოდ კონვეიერული სისტემით და გემის დამტვირთველით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილია 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შესანახად.  ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქის გადამუშავების საშუალებას იძლევა.

 

კომპანია მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"წმინდა ექსპორტის მზარდი დინამიკა ეკონომიკაზე და ლარის კურსზე მხოლოდ დადებითად აისახება" - გიორგი ცუცქირიძე
"ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ამყარებს "
რით ვვაჭრობთ - საექსპორტო კალათის წამყვანი ათეული
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 16 აგვისტოს 17:00 საათისთვის
"ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები, კობი-გუდაურის მაგისტრალის თაობაზე, დემაგოგიის ელფერს ატარებს"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"საქართველოში თითქმის 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში"
რეკომენდაციების პაკეტი საქართველოს მთავრობას სიღარიბისა და უთანასწორობის დასაძლევად
"ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში" - გიორგი ცუცქირიძე
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 აგვისტოს17:00 საათისთვის
"გადასახადების დაგროვების მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს" -ფინანსთა მინისტრი
"იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში, ჩვენ კი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდით დავუდგეთ" - ნათია თურნავა
"ჩვენი ტერიტორიის 2/3 არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე" - მამუკა ბახტაძე
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავის მაშტაბურობით" - გიორგი ცუცქირიძე
"ლარი თავის წონასწორულ კურსს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის"- ფინანსთა მინისტრი
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 აგვისტოს 17:00 საათისთვის
ბათუმში ვითიბი ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა
"მთავარი, არა ზრდის ან კლების მაჩვენებლებია, არამედ ის პოტენციური ზარალი, რაც რუსეთის მხრიდან ტურიზმზე ავია სანქციებმა გამოიწვია"