15 იანვრიდან სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა

ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები, - ამ სახის სამშენებლო პროდუქციაზე 2019 წლის 15 იანვრიდან ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც  ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე  ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ ბაზარზე წარმოდგენილი განსაზღვრული ტიპის  სამომხმარებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე ზედამხედველობის კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულება აიღო.

 

რეგლამენტი განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორების (მწარმოებელი; მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი; იმპორტიორი; დისტრიბუტორი) ვალდებულებას, უზრუნველყონ სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან. რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით.  შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

 

აღნიშნული პროდუქციის ზედამხედველობა განხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, რომელიც  შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს სათანადო რეაგირებას - შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორებს დაავალდებულებს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიმართ შემდეგი შემზღუდველი ღონისძიებების გატარებას პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა და განადგურება.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 თებერვლის 17:00 საათისთვის
„ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი"
"დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 თებერვლის 17:00 საათისთვის
„ეს იყო გამიზნული ნაბიჯი, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით, ის ღარიბი შრეები, რომელთაც არ შეუძლიათ, კრედიტები გაისტუმრონ.
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 თებერვლის 17:00 საათისთვის
"ის სპეკულაციები, რომ საპენსიო ფონდში ფული დევს, იკარგება ან ინფლაციას განიცდის, ეს ასე არ არის"
"ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 თებერვლის 17:00 საათისთვის
"თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად"- საფრანგეთის ელჩი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 თებერვლის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
„ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდება და 200 000-ს მიაღწევს"
კომპანია VEON-ის ხელმძღვანელი ბიზნესგანვითარების სტრატეგიების დარგში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ყაზბეგი იქნება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 თებერვლის 17:00 საათისთვის
გერმანიის განვითარების ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო
2019 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25% გაიზარდა