"სამწუხაროდ, არავინ არაფერი უთხრა ბატონ მურუსიძეს მისი ცნობილი დებატებისას ამის შესახებ" - სოსო მანჯავიძე

სოსო მანჯავიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ვინც საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმებზე და მის დამოუკიდებლობაზე საუბრობს, ვურჩევ ყურადღებით წაიკითხოს დოკუმენტები, მაგალითად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი.

 
აქ ყველაზე საინტერესოა იუსტიციის საბჭოს წევრთა დაკომპლექტების წესი.


კერძოდ, 15 წევრიდან 8 მოქმედი მოსამართლეა,რომლებსაც ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია,ხუთს ირჩევს პარლამენტი,ხოლო ერთს ნიშნავს პრეზიდენტი.


საბჭოს მეთხუთმეტე წევრია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,რომელიც ასევე თავმჯდომარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც.


უზენაესი სასამართლო კი მისი თავმჯდომარის სახით დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში.


ალბათ ძნელი არაა მივხვდეთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ასეთი სტრუქტურა,როდესაც მისი წევრების უმრავლესობა არიან მოქმედი მოსამართლეები და თავმჯდომარე კი ასევე მოქმედი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა;


ხუთ წევრს ირჩევს პარლამენტი თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით;


ბუნებრივია,რომ ასეთი უმაღლესი იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხი ვერ იქნება მაღალი და გავლენებისა და ინტერესების გატარების ინსტრუმენტის როლის შესრულებისთვისაა განწირული.


შედარებით დამოუკიდებელი ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ყოფილიყო ავტორიტეტული სამართალმცოდნეებისა და მეცნიერებისგან დაკომპლექტებული საბჭო,რომლებსაც ექნებოდათ, მაგალითად,

მოსამართლეობის 25 წლიანი სტაჟი და შესაფერისი ავტორიტეტი.


ასეთია ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნის პრაქტიკა.


ამაზე თავის დროზე იყო საფიქრალი და სათქმელი,ვისაც ეს ეხებოდა.


და კიდევ:


არაფერია უფრო საშიში,ვიდრე კორპორაციული სოლიდარობა მაშინ,როცა ეს მოსამართლეებს ეხება.


სამწუხაროდ,არავინ არაფერი უთხრა ბატონ მურუსიძეს მისი ცნობილი დებატებისას ამის შესახებ,როცა მან "მოსამართლეთა კორპუსის ლიდერად'' გამოაცხადა თავი.


არადა,ასეთი რამ რომ დაუშვებელია, ყველა განვითარებულ ქვეყანაში იციან და მთელი მეთოდიკა აქვთ შემუშავებული,რომ "მოსამართლეთა კორპუსი" დახურულ კორპორაციად არ გადაიქცეს,რომელიც არა სამართლიანობის,არამედ საკუთარი კორპორატიული ინტერესებისთვის მოქმედებს."
- წერს იგი. 





მსგავსი სიახლეები
"ეს ქმედებები ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლების ისედაც დაბალ ნდობას და ზრდის დაპირისპირების მაშტაბს"
"ასეთი უტიფრობა სააკაშვილის რეჟიმის დროს თუ მახსენდება... სირცხვილია!" - დავით ზარდიაშვილი
"ძალიან შევწუხდი თქვენი ბავშვობის ბროკოლდეფიციტური სურათებით"- ქეთი დევდარიანი
"თერთმეტი წლის დაგვიანებით სანქციების გამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურება" - გია ხუხაშვილი
"პირველად სომხებზე ბავშვობაში გავბრაზდი...."
"სააკაშვილს მატროსოვზე 24 საათიან რეჟიმში ჩართული ექნება "ობიექტივის" პირდაპირი ეთერი, სრული სიამოვნებისთვის!"
"თქვე გველის წიწილებო სხვებზე რომ გადმოგიგდიათ ენები და სისინებთ, დაიმახსოვრეთ, ზუსტად იმ ცოდვაში ჩავარდებით"
"ეკლესიის დისკრედიტაციის გამუდმებული მცდელობა ანგრევს ისედაც მძიმე გასაჭირში მყოფი ქართველი ხალხის ერთადერთ ზნეობრივ საყრდენს"
"ბედუკაძის კადრების გარდა არსებობს კარანტინის საზარელი სცენები, კასრების ფირები და ტოტალური თვალთვალის ამსახველი ათიათასობით ფაილი"
როგორ დავიძინოთ დროულად და მშვიდად - ნათია ფანჯიკიძის რჩევები
"ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა!"
"სააკაშვილმა და სიგუამ ახალი აფიორა წამოიწყეს - ბანკი უნდა დააარსონ და ემიგრანტებს ფული დასცინცლონ"
,,რატომ არ გყავს ცოლი?“, ,,რატომ ერთი შვილი?“ - "ძალადობაა, როცა უხეშად ერევი მეორე ადამინის პირადში"
"ნაცები ხომ არიან ღრმა აფსაიტში, მაგრამ მგონი ქოცებსაც ბოლოს თამაშგარეთ დატოვებენ"
"საფლავზე ადამიანი დალევს, შეჭამს, ყვავილებს მიიტანს თუ მდუმარედ მოიგონებს მისი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების"
"მხოლოდ ასე შეიძლება გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ბავშვები, რომლებიც გზებზე ყველაზე დაუცველები არიან!"
"აი, ვინ შეასხა ჩვენს ემიგრანტებს წიწაკის გაზი თვალებში..."
სამშობლოში რომ ხარ და სამშობლო გენატრება რას ნიშნავს ნეტავი? - არჩილ თალაკვაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
“თანამედროვე სპარტაკია საჭირო, რომელიც მონების აჯანყებას ჩაუდგება სათავეში!”
"მივმართავ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, - შეწყვიტეთ თავდასხმა, შეწყვიტეთ მუქარა!"-სერგო მეთოფიშვილი