„სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი“

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საერთო კრებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

 

,,დღეს პირველი დღეა, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კრებები. ჯამში ვგეგმავთ 3700 სოფლის კრების ჩატარებას, რაც იმას ნიშნავს რომ ნახევარი მილიონი ადამიანის ნებით განაწილდება ის 20 მილიონი, რომელიც სოფლის პროგრამაში გვაქვს წელს გათვალისწინებული. დღეს მქონდა პატივი დავსწრებოდი კრებას და ძალიან სასიამოვნოა რომ სოფელში არის ასეთი ერთსულოვნება. მოსახლეობამ გადაწყვიტა რომ მათ გარე განათების სამუშაოების დასრულება სურთ. პროგრამის მიხედვით, ამ სოფლის ზომიდან და ხლხის რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია 10 ათასი ლარის დაფინანსება და შესაბამისად, ეს თანხა ამ სოფელში მოხმარდება გარე განათებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. დღეიდან, საქართველოს 3700 სოფლის კრების ჩატარება დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი. 

 

პირველი კრებები დღეს სხვადასხვა რეგიონის 21 სოფელში ჩატარდა. უკვე მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მათ შორისაა საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება, ატრაქციონების დადგმა, ხიდის შეკეთების სამუშაოები. ,,ამ პროგრამის მთავარი დანიშნულებაა, უშუალოდ მოსახლეობამ გადაწყვიტოს თუ რა სჭირდება მას, იქ მაცხოვრებლებმა ყველაზე უკეთ იციან რა საჭიროებები აქვს სოფელს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს თვითმმართველობა და ხალხმა მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 15 თებერვლის 17:00 საათისთვის
„ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი"
"დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 თებერვლის 17:00 საათისთვის
„ეს იყო გამიზნული ნაბიჯი, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით, ის ღარიბი შრეები, რომელთაც არ შეუძლიათ, კრედიტები გაისტუმრონ.
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 13 თებერვლის 17:00 საათისთვის
"ის სპეკულაციები, რომ საპენსიო ფონდში ფული დევს, იკარგება ან ინფლაციას განიცდის, ეს ასე არ არის"
"ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად"
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 თებერვლის 17:00 საათისთვის
"თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია, ნამდვილად"- საფრანგეთის ელჩი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 8 თებერვლის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
„ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდება და 200 000-ს მიაღწევს"
კომპანია VEON-ის ხელმძღვანელი ბიზნესგანვითარების სტრატეგიების დარგში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ყაზბეგი იქნება
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 თებერვლის 17:00 საათისთვის
გერმანიის განვითარების ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების ბანკმა ანაკლიის პორტში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღეს
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო
2019 წლის იანვრის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25% გაიზარდა