დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ბრექსიტის პროექტი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” წერს. შეთანხმებას ხმა 202 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 432 წევრი წავიდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი ჩამორჩენით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ისტორიაში მთავრობა არასოდეს დამარცხებულა. კენჭისყრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიცირებას მოახდეს, მისი კაბინეტი მზად არის ამ საკითხის განხილვა და კენჭისყრა ხვალვე ჩაატაროს.

 

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა კენჭისყრის შედეგებს მთავრობის კატასტროფული მარცხი უწოდა და ტერეზა მეის კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა წამოიწყო. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, კონსერვატორები ორი კვირის განმავლობაში უმრავლესობის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას შეეცდებიან, წარუმატებლობის შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ახლა კონსერვატორებისა და ლეიბორისტების რეიტინგები დაახლოებით ერთ ნიშნულზე, 36-41 პროცენტის დიაპაზონში მერყეობს.





მსგავსი სიახლეები
ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, სააკაშვილს მიბაძოს - მან კანონიერ ქურდებს ომი გამოუცხადა
"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ ის არის, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ"
აშშ-ს უნივერსიტეტების წლიური ბიუჯეტი
ბერლინი და პარიზი შეთანხმდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას გერმანია მიიღებს
გარდაიცვალა ფილმ „სამი კაკალი კონკიასათვის“ რეჟისორი ვაცლავ ვორლიჩეკი
სტამბოლში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა
„ვემზადები „მოსალოდნელი ფიასკოსთვის“, რომლითაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს“
"ხერხემალში გადავტეხეთ „ისლამური სახელმწიფო“, თუმცა დარჩენილია დაქსაქსული რაზმები"
უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო
კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყრდების ცერემონია გაიმართა
ვენესუელაში ხუან გუაიდოს აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის დენ ქოუთსის განცხადებით, რუსეთი შეეცდება, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერიოს, რისთვისაც სოციალურ ქსელებს გამოიყენებs
86 წლის ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა
ევროპარლამენტმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
„ფაშინიანის მიერ წამოწყებული პროცესები სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ სომხეთში ფერადი რევოლუციის იმიტირება“
კონსტანტინოპოლისადმი დამორჩილების ხუთი მომენტი უკრაინის ავტოკეფალიას უნიკალურად ნაკლულს ხდის - დამოუკიდებლობის ასეთი შეზღუდვა სხვა არც ერთ ეკლესიას არ აკადრეს
ხმელთაშუა ზღვაში ორი ნავი ჩაიძირა და 170-მდე მიგრანტი დაიღუპა
სახლებისა და ბინების ინტერნეტით გაქირავების საერთაშორისო სერვისი Airbnb-ი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სახლებს ვებგვერდიდან წაშლის
საფრანგეთში, ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა (ფოტო,ვიდეო)
მსოფლიოს რომელმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დაგმეს „უკრაინის ტომოსი"