"მე რეფორმებს ვემხრობი! რას ემხრობა ხელისუფლება? რას ემხრობით თქვენ?"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

"ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთი აშკარა მტკიცებულებაა, რომ კომუნალური სფერო ღრმა და სისტემურ კრიზისშია!

კომუნალური რეფორმის აუცილებლობაზე მეც და ჩემს თანამოაზრეებსაც არაერთგზის დაგვიწერია, მაგრამ ამაოდ; ახლაც, როცა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მიდის მსჯელობა, ეს თემა, სამწუხაროდ, კვლავაც სათანადო ყურადღების მიღმა რჩება.

კომუნალური სფეროს ფუნდამენტური პრობლემა, რამაც საბოლოო ჯამში კრიზისამდე და მსგავს ტრაგედიებამდე მიგვიყვანა, სუბსიდიარობის ხელყოფაა!

ანუ: მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც მოალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებული და მოქალაქეებთან ყველაზე ახლოს მყოფი ხელისუფლება, ფაქტობრივად პასუხს აღარ აგებს ძირითად, საბაზისო კომუნალურ მომსახურეობებზე, ვინაიდან არც ელექტრომომარაგება და არც გაზმომარაგება მის კომპეტენციას აღარ წარმოადგენს. ხოლო წყალმომარაგება, მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონით თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, არც სრულია და არც ექსკლუზიური.

კომუნალური სფეროს როგორც რეგულირება, ასევე მომსახურეობების ტარიფები მოქმედი კანონმდებლობით განეკუთვნება უაღრესად დახურული, არატრანსფარენტული და მოქალაქეებისგან მაქსიმალურად დაშორებული ე.წ. დამოუკიდებელი ორგანოს - სემეკ-ის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის) გამგებლობას.

გაზმომარაგების სფეროში მომსახურეობის და მაშასადამე, უსაფრთხოების წესებსაც ეს კომისია ადგენს.

აშკარაა, რომ უსაფრთხოების წესები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მართლაც, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, როცა ავტომატიზებული მართვა ტექნიკურ სირთულე დიდი ხანია აღარ არის, რა გახდა თუნდაც გაზის დეტექტორების, რაც ავტომატიზებულ რეჟიმში აღმოაჩენდა გაზის გაჟონვასა და საფრთხის შემთხვევაში გათიშავდა სისტემას, მონტაჟის სავალდებულობა უსაფრთხოების სტანდარტით იყოს დადგენილი?

ცხადია, სემეკ-ს არავითარი ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა წინაშე არა აქვს, არც პასუხს აგებს და ბოდიში და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია მოქალაქეთა უსაფრთხოებაც!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კომუნალური რეფორმა აუცილებელია და ამ რეფორმის შინაარსი უკვე კონსტიტუციით გარანტირებული სუბსიდიარობის დაცვა უნდა იყოს. ანუ - კომუნალური სფერო ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობას უნდა დაუბრუნდეს!

სანამ ეს არ მოხდება, ტყუილად გვაქვს იმედი, რომ ეფექტიან თვითმმართველობას მივიღებთ. ევროპაში, საითკენაც თითქოს მივდივართ, თვითმმართველობას ხშირად კომუნალურ ხელისუფლებასაც უწოდევენ, რადგან სწორედ კომუნალურ მომსახურეობებზეა იგი პასუხისმგებელი.

ჩვენთან კი სავალალო ვითარებაა: სემეკიცა და მომსახურე კომპანიებიც მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობისგან ფაქტობრივათ გათავისუფლებულები არიან და ჩვენ, მოქალაქეები ბედის ინაბარა ვართ დარჩენილნი!

ამიტომ: ალტერნატივა საბოლოოდ შეიძლება ასეთი იყოს: ან კომუნალური რეფორმა ან კომუნალური რევოლუცია!

მე რეფორმებს ვემხრობი! რას ემხრობა ხელისუფლება? რას ემხრობით თქვენ?"





მსგავსი სიახლეები
"ეს ქმედებები ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლების ისედაც დაბალ ნდობას და ზრდის დაპირისპირების მაშტაბს"
"ასეთი უტიფრობა სააკაშვილის რეჟიმის დროს თუ მახსენდება... სირცხვილია!" - დავით ზარდიაშვილი
"ძალიან შევწუხდი თქვენი ბავშვობის ბროკოლდეფიციტური სურათებით"- ქეთი დევდარიანი
"თერთმეტი წლის დაგვიანებით სანქციების გამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურება" - გია ხუხაშვილი
"პირველად სომხებზე ბავშვობაში გავბრაზდი...."
"სააკაშვილს მატროსოვზე 24 საათიან რეჟიმში ჩართული ექნება "ობიექტივის" პირდაპირი ეთერი, სრული სიამოვნებისთვის!"
"თქვე გველის წიწილებო სხვებზე რომ გადმოგიგდიათ ენები და სისინებთ, დაიმახსოვრეთ, ზუსტად იმ ცოდვაში ჩავარდებით"
"ეკლესიის დისკრედიტაციის გამუდმებული მცდელობა ანგრევს ისედაც მძიმე გასაჭირში მყოფი ქართველი ხალხის ერთადერთ ზნეობრივ საყრდენს"
"ბედუკაძის კადრების გარდა არსებობს კარანტინის საზარელი სცენები, კასრების ფირები და ტოტალური თვალთვალის ამსახველი ათიათასობით ფაილი"
როგორ დავიძინოთ დროულად და მშვიდად - ნათია ფანჯიკიძის რჩევები
"ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა!"
"სააკაშვილმა და სიგუამ ახალი აფიორა წამოიწყეს - ბანკი უნდა დააარსონ და ემიგრანტებს ფული დასცინცლონ"
,,რატომ არ გყავს ცოლი?“, ,,რატომ ერთი შვილი?“ - "ძალადობაა, როცა უხეშად ერევი მეორე ადამინის პირადში"
"ნაცები ხომ არიან ღრმა აფსაიტში, მაგრამ მგონი ქოცებსაც ბოლოს თამაშგარეთ დატოვებენ"
"საფლავზე ადამიანი დალევს, შეჭამს, ყვავილებს მიიტანს თუ მდუმარედ მოიგონებს მისი გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების"
"მხოლოდ ასე შეიძლება გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ბავშვები, რომლებიც გზებზე ყველაზე დაუცველები არიან!"
"აი, ვინ შეასხა ჩვენს ემიგრანტებს წიწაკის გაზი თვალებში..."
სამშობლოში რომ ხარ და სამშობლო გენატრება რას ნიშნავს ნეტავი? - არჩილ თალაკვაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
“თანამედროვე სპარტაკია საჭირო, რომელიც მონების აჯანყებას ჩაუდგება სათავეში!”
"მივმართავ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, - შეწყვიტეთ თავდასხმა, შეწყვიტეთ მუქარა!"-სერგო მეთოფიშვილი