სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორ გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა - ის მეორედ იმყოფებოდა დღეს პოლიციაში

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორ გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, სამართალდამცველებს დამაზუსტებელი კითხვები ჰქონდათ. სამართალდამცველებმა გიორგი ჭანტურიას სთხოვეს იმ პირებთან დაკავშირება, რომელთაც ბინები აღნიშნულ კორპუსში აქვთ ნაყიდი, თუმცა იქ არ ცხოვრობვენ. „ელ ჯგუფის“ დირექტორი დიდ დიღომში, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დღეს მეორედ იმყოფებოდა.

 

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფმა“ ის საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა. ამ კომპანიის დირექტორი გიორგი ჭანტურია დღეს დიდ დიღომში პოლიციის მეოთხე განყოფილებაში რამდენიმე საათი იკითხებოდა. მან პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ კი აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, პოლიცია არ მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეალურად მომხდარზე ბრალდებული პირი გამოიკვეთოს. „გიორგი ჭანტურიას მიმართ ისეთი კითხვები დაისვა, რომ პოლიციის მიზანია, სამწუხაროდ, დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე. ძალიან ცუდია, როდესაც ბრალეულობა რა მიმართულებითაც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ მიმართულებით არ მიდის გამოძიება. “ყაზტრანსგაზს” ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა და ჩვენ მოსახლეობის სახელით მოვამზადებთ სარჩელს და მოვთხოვთ კომპანიას ზარალის ანაზღაურებას. გიორგი ჭანტურიას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, თუმცა, გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა ალექსანდე კობაიძემ დღეს გამოკითხვის დასრულების შემდეგ.





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება სავალდებულო დაზღვევის პაკეტები ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვისას 4 ქართველია დაკავებული, სიცრუეა - სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან
„ჩვენი მოთხოვნაა ბიზნესსკოლის, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის არსებობა და ასევე აკადემიური საბჭოსა და რექტორის დათხოვნა“
„პოლიციამ არ დაუშვა და არც მომავალში დაუშვებს პოლიციის შენობის დარბევას და კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას“ - შსს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ გადაცემის ანონსს ეხმაურება
„15-20 დღეში სასამართლო გაიმართება, ექსტრადირება როდის მოხდება, არ ვიცი, ალბათ, გამართლდებიან - ნორვეგია ცოტა რთული ქვეყანაა, ზედმეტ ინფორმაციასაც არ იძლევიან“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა
8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ 30 წლამდე მამაკაცი დააკავა
ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის მეან-გინეკოლოგი დააკავეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირებისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია იზრდება
დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
ესპანეთში ნარკოტიკების გადატანისთვის დაკავებულია დაჯგუფების 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს ერთი და უკრაინის რვა მოქალაქე
„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
"ქუჩური მენტალიტეტის კრიმინალიზება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გაგრძელებაა"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა
თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს დოკუმენტებს და აცხადებს, რომ თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს "ნიუ ატლასისგან" ნამდვილად შეიძინეს 411 ცალი მაღალყელიანი ფეხსაცმელი
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატი სებ-ის მოთხოვნას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის თაობაზე, სასამართლოში გაასაჩივრებს
„ჩვენგან განსხვავებით, ლევან იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს, ვისაც უკეთესი პირობები ჰქონდა და „შავ სიაში“ შეყვანილ "ნიუ ატლასს" გაამარჯვებინეს“
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
„თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის“ - ეროვნული ბანკის განმარტება
ეროვნული ბანკი ითხოვს, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ საბჭო დატოვონ