"გამოძახებაზე მისულ „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს როდესაც უთხრეს, რომ ლიფტი მე-9 სართულამდე ვერ ადის, მათ ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ"

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორის გრიგოლ ჭანტურიას და დიდ დიღომში დაზარალებული მოსახლეობის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გამოძახებაზე მისულ „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს როდესაც უთხრეს, რომ ლიფტი მეცხრე სართულამდე ვერ ადის, მათ მეცხრე სართულზე ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ. ამის შესახებ კობაიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.

 

„სამწუხაროდ, „ყაზტრანსგაზი" არ აპირებს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და დაზარალებულები დააკმაყოფილოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ. გაჟღერდება ორი სასარჩელო მოთხოვნა - მატერიალური და მორალური კუთხით. სათითაოდ დავითვლით, რა მატერიალური ზიანი მიადგა. რაც შეეხება მორალურ ზიანს, აქ ალბათ, სადავო არაფერი იქნება. დაახლოებით 70 ოჯახს უშუალოდ შეეხო ეს ტრაგედია. ძალიან ბევრ ადამიანს შეერყა ჯანმრთელობა. სტრესის გამო ბავშვებს ძილი აღარ აქვთ. "ყაზტრანსგაზის" განცხადებებში მხოლოდ სამძიმარზეა საუბარი. მე მათ მოვუწოდებ, დაიწყონ ჩვენთან დიალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი დღის სინათლეზე გავა. დაზარალებულების პროტესტი გამოწვეული იმით, რომ კომპანია მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს. მშენებელი კომპანია მშენებლობის პროცესში იძახებს "ყაზტრანსგაზს", რომელიც თავისი აღჭურვილობით მიდის და გაჰყავს ქსელი პროექტის მიხედვით - სად გავა მილი, სად იქნება მრიცხველი, შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა "ყაზტრანსგაზს" აქვს აღებული. როდესაც მათ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ლიფტი მეცხრე სართულამდე ვერ ადის, მათ დაეზარათ მეცხრე სართულზე ასვლა და შემოწმება. ეს წმინდა წყლის გულგრილობაა", - განაცხადა ადვოკატმა.

 

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება სავალდებულო დაზღვევის პაკეტები ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვისას 4 ქართველია დაკავებული, სიცრუეა - სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან
„ჩვენი მოთხოვნაა ბიზნესსკოლის, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის არსებობა და ასევე აკადემიური საბჭოსა და რექტორის დათხოვნა“
„პოლიციამ არ დაუშვა და არც მომავალში დაუშვებს პოლიციის შენობის დარბევას და კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას“ - შსს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ გადაცემის ანონსს ეხმაურება
„15-20 დღეში სასამართლო გაიმართება, ექსტრადირება როდის მოხდება, არ ვიცი, ალბათ, გამართლდებიან - ნორვეგია ცოტა რთული ქვეყანაა, ზედმეტ ინფორმაციასაც არ იძლევიან“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა
8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ 30 წლამდე მამაკაცი დააკავა
ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის მეან-გინეკოლოგი დააკავეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირებისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია იზრდება
დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
ესპანეთში ნარკოტიკების გადატანისთვის დაკავებულია დაჯგუფების 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს ერთი და უკრაინის რვა მოქალაქე
„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
"ქუჩური მენტალიტეტის კრიმინალიზება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გაგრძელებაა"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა
თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს დოკუმენტებს და აცხადებს, რომ თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს "ნიუ ატლასისგან" ნამდვილად შეიძინეს 411 ცალი მაღალყელიანი ფეხსაცმელი
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატი სებ-ის მოთხოვნას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის თაობაზე, სასამართლოში გაასაჩივრებს
„ჩვენგან განსხვავებით, ლევან იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს, ვისაც უკეთესი პირობები ჰქონდა და „შავ სიაში“ შეყვანილ "ნიუ ატლასს" გაამარჯვებინეს“
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
„თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის“ - ეროვნული ბანკის განმარტება
ეროვნული ბანკი ითხოვს, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ საბჭო დატოვონ