ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეები, რომლებიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, სასამართლო წესით დაიკითხებიან

ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, სასამართლო წესით დაიკითხებიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. გამოძიებამ უკვე გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი. ასევე, დადგენილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა, რომლებიც გამოსაკითხად დაბარებული იქნენ პოლიციაში. ვინაიდან მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე განაცხადეს უარი, მათი გამოკითხვა მოხდება სასამართლო წესით. გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ბერკეტი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

 

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს ფაქტს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.





მსგავსი სიახლეები
რისთვის სჯიან „დინამოს“ - ბანერი, რომელიც ადრე უეფას არ გაუპროტესტებია
თბილისის „დინამოს“ სანქციები დაეკისრა - საპასუხო შეხვედრას თბილისში ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს
თბილისის „საბურთალომ“ ერევანში „არარატ-არმენია“ 2:1 დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა
ამხანაგურ მატჩზე რაგბიში, რომელიც 27 აგვისტოს თბილისში უნდა გამართულიყო, რუსეთის ნაკრებმა უარი განაცხადა
საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
ევროპის თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ფინალი რუსეთის წარმომადგენელს ინალ ტასოევს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა
ევროპულ თამაშებზე სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
რუსმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფას მოუწოდა, ქართველი ფეხბურთელების მიმართ შესაბამისი ზომები გაატაროს
ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა
"თბილისი წელს პირველად უმასპინძლებს უმაღლესი რანგის სამოყვარულო ტურნირს - Taste & Play" - ზურაბ ბოქოლიშვილი
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯი 12:8 დაამარცხა
6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ღია პირველობაზე 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ტოჩინოშინი საქართველოში ჩამოდის
სუმოს მამები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ტოჩინოშინის მიმართ მსაჯთა საბჭოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასრულყოფილი და დამაბნეველი იყო
ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა - 1970 ქულით იგი მსოფლიო რეიტინში მე-16 ადგილზეა
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ზედიზედ მეორედ გახდა - დაჯილდოება ქობულეთში
ზესტაფონელი ტატო სამხარაძე კარატეში მსოფლიო ჩემპიონი გახდა