„ამ „პირსისხლიანმა“ და „კაცთმოძულე“ მიშამ ჩაიცვა რკინის ქალამნები და რამდენიმე დღეში ყველას მიაწვდინა ხმა, რომ არ შეიძლება, ეს მცირერიცხოვანი ხალხი ჩადგეს რიგში და ელოდოს თავის წამალს“

ყოფილი პარლამენტარი და ნაცმოძრაობის წევრი მაია ნადირაძე, რომელიც სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, ღორის გრიპის თემას ეხმაურება და 14 წლის წინანდელ სიტუაციასთან პარალელს ავლებს. პოსტი რამდენიმე დღის წინ არის გამოქვეყნებული, მაგრამ ზუსტად გამოხატავს ყოფილი ხელისუფლის დამოკიდებულებას მოლენებთან : 

 

„გრიპზე, პირბადეების არქონაზე და ტამიფლუს ფასზე გამახსენდა: ზუსტად არ მახსოვს , მგონი 2005-ის შემოდგომა იყო, ფრინველის გრიპის ბევრი შემთხვევა რომ დაფიქსირდა აზიაში. საერთაშორისო ორგანიზაციებმა “იწინასწარმეტყველეს“, რომ ლამის კაცობრიობა გაწყდებოდა, რადგან წამალი არ არსებობდა, თუმცა მალევე იმავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ რაღაც წამალი კი არის, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობის. რა გასაკვირია, რომ მთელი განვითარებული სახელმწიფოების ხელისუფლებები დაკავდნენ წამლის შექმნა-დახვეწისთვის დიდი თანხების გაღებით. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვინც მეტს და სწრაფად იმოქმედებდა, ახალი წამალიც იმის მიხედვით შეხვდებოდა, ანუ რიგი დადგა. არა, არ იფიქროთ, რომ პოსტი შეთქმულების თეორიებზეა - არა, ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზეა. ასეთი ზღვა ნეგატიური ინფორმაციის ფონზე სააკაშვილი იყო სრულიად გადარეული (გაუჭირდებოდა ), რომ არის რაღაც დაავადება, რომელმაც შესაძლოა საქართველოს მოსახლეობას დიდი საფრთხე შეუქმნას. ხოდა ამ „პირსისხლიანმა“ და „კაცთმოძულე“ მიშამ ჩაიცვა რკინის ქალამნები და გაუდგა გზას. რამდენიმე დღეში ყველას მიაწვდინა ხმა, რომ არის ქვეყანა და ხალხი - უძველესი, უნიჭიერესი, უნიკალური და რომ არაფრით შეიძლება, რომ ეს მცირერიცხოვანი ხალხი ჩადგეს და ელოდოს თავის წამალს, ვიდრე ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვები მიიღებენ პრეპარატს და გადარჩებიან. ჰო მიხვდით ყველა, რაც მოხდა?! როგორც კი საჭიროება იქნება, თქვენთვის ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნებაო... აი ასე... არაფერს ვამბობ დიდი ქალაქების ყოველდღიურ დარეცხვაზე და პირბადეების შემოზიდვაზე (ეჭვი მაქვს, რომ მაშინდელი შემოზიდული ახლა გათავდა და აკი კიდეც გვიბრძანეს, თვითონ შეიკერეთო). ქუჩებს გავრეცხავთ კიდე და ტამიფლუს უფასოდ მოგცემთ, არა კვახიო... ეგ სისხლიან წლებშიო. ახლა თავისუფლად ისუნთქეთ და ვირუსი შეიყარეთო. P.S. ასე იყო თუ ისე - იმიტომ რომ ყველა პრევენცია დაცული იქნა, თუ იმიტომ, რომ ასე თავისუფლად არ სუნთქავდნენ ნაძირლები - გრიპის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო და არცერთი ლეტალური.“, წერს მაია ნადირაძე. 





მსგავსი სიახლეები
„მეორე მხარეს, არის კადიროვის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც ნებისმიერი სიტუაციის განვითარებას ელოდება, რომ საქართველოს საქმეში ჩაერიოს“
„იქ, სადაც კანონი დაირღვა, უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება - წერტილი - არ აქვს მნიშვნელობა, პანკისში მოხდა, სამტრედიაში, ზუგდიდში თუ ფოთში“
„ზესტაფონის მფლობელია „რიჟა“, რომელიც ივანიშვილმა გააგზავნა ზელენსკისთან დაკავშირებულ ბიზნესმენებთან, იქნებ საქმე ჩამიწყოთ, რომ ზელენსკიმ სააკაშვილი არ შეუშვას უკრაინაშიო“
„ვინც დაარღვევს კანონს, მით უმეტეს, იმ გზით, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ, არის სრულიად მიუღებელი“
სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს, შეცვალოს სერიალის „საზღვაო პოლიცია“ ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული
„თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“
"პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
„დღეს პანკისში აღარ არის ისეთი იერარქია, როდესაც უხუცესთა საბჭოს სიტყვა იყო გადამწყვეტი - არადა, ვიღაცას ძალიან სჭირდება, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სექტორი არ განვითარდეს“
„როდის დამიბრუნებთ ან ამინაზღაურებთ ქუთაისის ავტოქარხნის აქციები რომ იჩუქეთ აქციონერებისაგან? - შემდეგ კი წარმატებით მიჰყიდეთ ჩინელებს და ბეჟუაშვილებს“
„გილოცავთ, ქურდების მოხსნილი პირველი მინისტრი გვყავს უკვე”
„აუცილებელია, სასწრაფოდ შევუდგეთ დავით გარეჯის აღდგენას - ასევე სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს"
„როგორც 1920 და 2002-03 წლებში არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ადეკვატური საქართველოს ხელისუფლება, ასევე არაადეკვატურია დღევანდელი მმართველი ძალა“
სამთავრობო ცვლილებების რეალური მიზეზი -„ახალი სალარო აპარატების შემოტანა უნდა ვანო ჩხარტიშვილს, რასაც ეწინააღმდეგებოდა გიორგი ქობულია და ეწინააღმდეგება ფნანსთა მინისტრიც“
ლაშა ჟვანია პირველი მაისიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს
„ასეთი სხვისი მონაყოლიც არ გამიგია - კაცს ედავებოდე, სამების ტაძრის მოხატვას იმიტომ აპირებს, ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრას დასამარცხებლად მეტი გზა არ დარჩაო“
გიორგი კერვალიშვილი: ვაფრთხილებ მაჩალიკაშვილს, საკუთარ თავზე ზედმეტს ნუღარ აიღებს, თორემ ძალადობას აღარ ვაპატიებთ!
ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი მედიასაკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მრჩევლად ინიშნება
აჰმედ იმამყულიევს მარნეულელებმა კარი არ გაუღეს
„იქ იყო ბიძინა ივანიშვილი, როდესაც დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ არ ვუჭერდი აღნიშნულ კანონპროექტს მხარს“
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო