„შემაშფოთებელია ის შინაარსი, რაც იკითხება ამ განცხადებაში - ხოტბა დიდება საბჭოს და გაკიცხვა ყველა იმ ადამიანის, ვინც კრიტიკულად აფასებდა ამ პროცესს“

ეს განცხადება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ არ შეიძლებოდა ამ სიის მხარდაჭერა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განცხადებას. მისი თქმით, შემაშფოთებელია ის შინაარსი, რაც იკითხება ამ განცხადებაში, „ხოტბა-დიდება საბჭოს მიმართ და გაკიცხვა ყველა იმ ადამიანის, ვინც კრიტიკულად აფასებდა ამ პროცესს და შინაარსს". მისივე თქმით, ამ კანდიდატებს პარლამენტი მაინც ჩააგდებდა, შესაბამისად დღევანდელ განცხადებაში სიახლე არაფერია.

„პარლამენტში იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიის განხილვა შევაჩერეთ გასული წლის დეკემბრის ბოლო თვეს და მხოლოდ ფორმალური საკითხი იყო რა პროცედურით მოხდებოდა ამ სიის მოხსნა დღის წესრიგიდან - ჩვენ, პარლამენტი ვუყრიდით კენჭს და ჩავაგდებდით ამ სიას, თუ თავად საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას. ასე რომ, ეს განცხადება ახლა მხოლოდ ფორმალობაა და არა სიახლე. ამ სიას მხარს რომ არ დავუჭერდით, ეს ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლო კვირას ვთქვით. ჩემთვის შემაშფოთებელია ის შინაარსი რაც იკითხება ამ განცხადებაში - ხოტბა დიდება საბჭოს მიმართ და გაკიცხვა ყველა იმ ადამიანის, ვინც კრიტიკულად აფასებდა ამ პროცესს და შინაარსს. ეს განცხადება კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს რწმენას, რომ არ შეიძლებოდა ამ სიის მხარდაჭერა", - განაცხადა ბესელიამ. მისივე თქმით, ახლა მთავარია კანონში ცვლილებების პროექტი იყოს იმგვარი, რომ რეალური პროცესი გადმოვიდეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების და პარლამენტს ამ ცვლილებებით გაეზარდოს მანდატი კონსტიტუციის ფარგლებში.

 

„სწორედ პარლამენტში გახდა შესაძლებელი ამ სიის შეჩერება ჩვენს მიერ და პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სრულად ამ პროცესზე. როგორ უნდა მოხდეს ამ მანდატის ფართოდ და რეალურად, ეფექტურად გამოყენება - ამ ცვლილებებზე მე პირადად ვმუშაობ და გავაცნობ თვის ბოლოს კოლეგებს და დაინტერესებულ პირებს", - აღნიშნა ბესელიამ.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ პარლამენტს არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.





მსგავსი სიახლეები
„ცრუ ინფორმაციაა, თითქოს, დაკავების მომენტში ლევან ჯიბღაშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა“
"გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, აღკვეთილია ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება"
„დღეს მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო - ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რაც სარგებელს მოუტანს ამ ხეობას და საქართველოს“
„სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის, 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს - შსს-ს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში“
პანკისის ხეობაში გიორგი გახარიასთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ვიცე-პრემიერი, ინფრასქტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვლი ჩავიდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა
პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა „ფერის“ კუთვნილ ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია
პანკისის ხეობის სოფელ დუისის შესასვლელში პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმია მობილიზებული
„სამართალმა პური ჭამა, ზაზა სვანაძე დაკავებულია მუქარის მუხლით“
შსს ადგენს, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანა, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ, ხომ არ არის ადამიანებით ვაჭრობა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში გახსნა - დაკავებულია 3 პირი
„პოლიცია, რომელმაც აქციაზე მყისიერად დააკავა ჟურნალისტი ზაზა დავითაია, მეორე დღეა ,,ვერ ახერხებს" საქვეყნოდ იდენტიფიცირებული დამნაშავის დაკავებას!“
„თიბისი ბანკის“ უცხოელმა აქციონერებმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17–მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა
ჭავჭავაძის ქუჩაზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს
"ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების შედეგად დაშავებული ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მიწის ნაკვეთზე დავას სროლა მოჰყვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდის არაბეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა