„როგორ მენანები, ლევან... რაღა იმქვეყნად გასაფრენი "ჩასაჯდომი ბილეთი " შეინახე და არ გადააგდე?!“

ჯეოსელის პიარის ყოფილი ხელმძღვანელი ირმა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში ლევან ჩხაიძეზე მოგონებას აქვეყნებს და წერს:

 

„წლების წინ, ჯეოსელიდან ბაქოში თელისონერას ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლები წავიყვანე. იმედიდან ჯაკო გამომაყოლეს. ახალი მისული იყო ტელევიზიაში. ცოტა დაბნეული და მორიდებული. ფრენის ეშინოდა და ამიტომ აუცილებლად ფანჯარასთან უნდოდა ჯდომა. უკან რომ ვბრუნდებოდით, ბაქოს აეროპორტის duty free ში საჩუქრები იყიდა, მეგობრებს უნდა წავუღოო . შემდეგ, შემთხვევით ამერიკაში მიმავალი Nick Tabatadze შეგვხვდა და იქვე ბარში დავჯექით. ყავა დავლიეთ, ბევრი "ვიჭორავეთ ", ვიცინეთ და ამასობაში თვითმფრინავში ჩაჯდომის დროც მოვიდა . ჩანთიდან პასპორტი და ეგრეთ წოდებული "посадочный" ამოვიღე და ლევანს, შენი ბილეთი და პასპორტი მოამზადე, მეთქი, გავძახე (ელექტრონული ბილეთები ხმარებაში არ არსებობობდა მაშინ). ჯაკომ პასპორტი და ბილეთის ყდა დამანახა. მშვიდად გავუღიმე და დავიძარი გასასვლელისკენ. აქედან იწყება ჩვენი თავგადასავალი! ჩასაჯდომი ტალონი ლევანს არ აღმოაჩნდა! ბილეთის ყდა შეუნახავს პასპორტთან ერთად, ხოლო რეგისტრაციაზე მოცემული ტალონი ნაგავში გადაუგდია, როგორც ზედმეტი და უსარგებლო ქაღალდის ნაგლეჯი. რა უნდა მექნა , ჩხუბსაც არ ჰქონდა აზრი, მარტო ხომ ვერ დავტოვებდი და ასე დავრჩით ბაქოს აეროპორტში. საბოლოოდ ჩვენმა ბაქოელმა მასპინძლებმა გვიპატრონეს. მოგვაკითხეს, წაგვიყვანეს, ბევრი ასეტრინა და ხიზილალა გვაჭამეს, სასტუმროში მიგვაბრუნეს და და მეორე დღეს VIP-დან გაგვაცილეს. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, მხოლოდ აეროპორტში გავეცი ხმა უსაზღვროდ კმაყოფილ, თუმცა დარცხვენილ ჯაკოს. ეს ამბავი არავისთვის მომიყოლია. უხერხულია, არ უთხრა ჩემებსო... აღარ გამომიშვებენ და თან ბევრს დამცინებენო. ასე დავტოვეთ ეს თავგადასავალი საიდუმლოდ.მას მერე მრავალი წელი გავიდა. ბევრი საინტერესო ამბავი გავაშუქეთ ერთად. ბევრ პრობლემებზე ვისაუბრეთ სხვადასხვა ეთერიდან ! და ყოველთვის ვიცოდი, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო ლევანი, იმედში, მაესტროში, იბერიაში თუ ტვ პირველში, ჩემსას აუცილებლად გაიგონებდა და სხვასაც გააგონებდა! უხ, როგორ მენანები ლევან... რაღა იმქვეყნად გასაფრენი "ჩასაჯდომი ბილეთი " შეინახე და არ გადააგდე ...!!! მშვიდობით, ერთგულო მეგობარო, მშვიდობით! ნათელში იყოს შენი სული....“, წერს ირმა ცქიტიშვილი.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს მთავრობის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
"საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი" - პატრიარქი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
ტურიზმის პოლიციური უსაფრთხოება - აბსტრაქტი
"ხმა ჩაიკმინდე ყურბანოვო, საქართველოში დესტაბილიზაციას მაინც ვერ ეღირსები!"- ზაზა გაბედავა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე იონა ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობა შეიზღუდება
"ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი"
"გუდამაყრის და არხოტის ხეობებს, შატილს და მუცოს მალე ინტერნეტი ექნება, იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც"
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ქართული განათლების სისტემა მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადადის" - მიხეილ ბატიაშვილი
ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება
თბილისის ბიუჯეტში 6 თვეში სათამაშო ბიზნესიდან 35 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც 21 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის
ვის მისცა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი-2-ისათვის განკუთვნილი 20 მილიონი და ვინ ჩაშალა დიდი გარიგება
„2011 წელი. პრესა.გე წაიღეს გარეწრებმა და ვიგინდარებმა - გავაკეთეთ For.ge. არა ოფისი, არა ტექნიკა, არა ხელფასები და ჰონორარები, რეკლამის მოიტან და, დაემშვიდობე ბიზნესს“
„შენ, პირადად, პაატა სალია, დახურე “რუსთავი-2” და ამიტომ აგეხევა სახე“
T- ლიმფოციტების გადასანერგად უცხოეთში წასვლა საჭირო აღარაა - ონკოლოგიაში რევოლუციური ნაბიჯები საქართველოში იდგმება
ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის - განცხადება
"აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა" - მამუკა ბატხაძე
მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა ბერკლის სამუსიკო კოლეჯში გამოცდა წარმატებით ჩააბარა და 100 000$-ის ოდენობით დაფინანსება მიიღო