„ფაშინიანის მიერ წამოწყებული პროცესები სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ სომხეთში ფერადი რევოლუციის იმიტირება“

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაზე საინტერესო დასკვნას აკეთებს:

 

„ახლა უკვე შეიძლება თქმა. არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც აღმოჩნდეს, რომ ფაშინიანის მიერ წამოწყებული პროცესები სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ სომხეთში ფერადი რევოლუციის იმიტირება. ამ ეტაპზე და ამ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური პროცესი, მოსკოვის აშკარა თუ ფარული თანხმობის გარეშე, ძნელი წარმოსადგენია. ვგულისხმობ, რომ კრემლმა უბრალოდ, დაასწრო მოვლენებს, სანამ ძველი ხელისუფლება უკიდურესობამდე გააფუჭებდა საქმეს. პროგრესისა და დიდი გარდაქმნების სახელით ევრაზიის კავშირთან კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციის იდეაც მიმანიშნებელია. აღარაფერს ვამბობ იმ სიიოლეზე, რომლითაც ცვლილებები განხორციელდა. თუ ასეა, ამით ბოლო თვეებში კრემლმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მოქმედების ახალი შესაძლო სცენარი მონიშნა: მოდერნიზაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგთან ერთად ევრაზიულ კავშირთან დაახლოების იდეის პედალირება. გამჭირვალე, რთული, მაგრამ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისათვის საკმაოდ სახიფათო სტრატეგიაა. სხვა ქვეყნებში მისი გადატანა ბევრ წინაპირობას გულისხმობს“, წერს ზაზა ფირალიშვილი.





მსგავსი სიახლეები
ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, სააკაშვილს მიბაძოს - მან კანონიერ ქურდებს ომი გამოუცხადა
"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ ის არის, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ"
აშშ-ს უნივერსიტეტების წლიური ბიუჯეტი
ბერლინი და პარიზი შეთანხმდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას გერმანია მიიღებს
გარდაიცვალა ფილმ „სამი კაკალი კონკიასათვის“ რეჟისორი ვაცლავ ვორლიჩეკი
სტამბოლში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა
„ვემზადები „მოსალოდნელი ფიასკოსთვის“, რომლითაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს“
"ხერხემალში გადავტეხეთ „ისლამური სახელმწიფო“, თუმცა დარჩენილია დაქსაქსული რაზმები"
უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო
კიევში მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყრდების ცერემონია გაიმართა
ვენესუელაში ხუან გუაიდოს აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის დენ ქოუთსის განცხადებით, რუსეთი შეეცდება, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერიოს, რისთვისაც სოციალურ ქსელებს გამოიყენებs
86 წლის ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა
ევროპარლამენტმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
„ფაშინიანის მიერ წამოწყებული პროცესები სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ სომხეთში ფერადი რევოლუციის იმიტირება“
კონსტანტინოპოლისადმი დამორჩილების ხუთი მომენტი უკრაინის ავტოკეფალიას უნიკალურად ნაკლულს ხდის - დამოუკიდებლობის ასეთი შეზღუდვა სხვა არც ერთ ეკლესიას არ აკადრეს
ხმელთაშუა ზღვაში ორი ნავი ჩაიძირა და 170-მდე მიგრანტი დაიღუპა
სახლებისა და ბინების ინტერნეტით გაქირავების საერთაშორისო სერვისი Airbnb-ი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სახლებს ვებგვერდიდან წაშლის
საფრანგეთში, ლიონის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა (ფოტო,ვიდეო)
მსოფლიოს რომელმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა დაგმეს „უკრაინის ტომოსი"