იტალიის ქალა პრატოში ქართველი ემიგრანტი ლელა ჭაბაშვილი საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალა პრატოში, ქართველი ემიგრანტი ლელა ჭაბაშვილი, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ემიგრანტებმა ასოციაცია A.I.S -ის სოციალურ გვერდზე განათავსეს.  მათი ინფორმაციით, 57 წლის ლელა ჭაბაშვილი, 20 იანვარს, გარდაცვლილი იმ ოჯახის წევრებმა იპოვეს, სადაც ის მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტია. მას საქართველოში მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. როგორც ემიგრანტები სოციალურ ქსელში წერენ, ლელა ჭაბაშვილი სამშობლოში დატოვებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. 

 

ქართველი ემიგრანტები ოჯახის დასახმარებლად თანხას აგროვებენ. ამის შესახებ განცხადებას ფეისბუქში აქვეყნებენ: “ვაგროვებთ შესაწირს ოჯახის დასახმარებლად თუ ვინმეს სურვილი აქვს გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება. თუ ვინმეს გექნებად საშუალება სანამ გადავასვენებთ მანამ იქნება ეს თანხა შესაგროვებელი გამჭვირვალობისათვის შეგიძლიათ მიუთითოდ თანხა კომენტარში რომელსაც თქვენ გაიღებთ”, – ნათქვამია განცხადებაში. 

 

ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტთა იმედის” ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძე, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს: “კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე. ღმერთმა ნათელში გამყოფოს ლელა, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ. თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია. საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა. 



“კიდევ ერთი ემიგრანტი ქართველი ქალბატონი დავკარგეთ. დილით დამირეკეს მისმა პატრონებმა სამსახურში. დილით გარდაცვლილი იპოვეს თავის საწოლში, იტალიის ქალაქ პრატოში. ლელა ჭაბაშვილი. უდიდესი ტკივილია ჩემთვის და ყველა ნაცნობისთვის. დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეუღლეს და ერთადერთ შვილს. ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს ლელა”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი სახელით Magda Magda.  

 

 


mcm.ge





მსგავსი სიახლეები
„ცოლი უნდათ და სიდედრი არა... ეგრე სადაა, ბრატ?“
"თუ პატიოსნად იმუშავებთ, საჭმელსაც გაჭმევთ-თქო" - აი, ამ ფრაზის მერე, მიკვირს, რომ იმ "ბეტონის ნამსხვრევებში" არ დამარხეს ეს ტუტუცი!“
„უშნოდ ვართ ატროებულები - ერთხელაც იქნება და გაისვრის ის თოფი, ოღონდ ტყვია ქვეყანას მოხვდება და არამარტო თვითდაზიანების უცნაური ვნებით შეპყრობილ ხელისუფლებას“
„ეგების ისევ "გერაინს" მივაწვეთ პანკისში, ყველა ჩუმად იყო და თანაც ბედნიერი“
„მას შემდეგ, რაც ჩვენ მოლეკულებად გადავიქცევით, მოვლენ არაბები და აღმაშენებელზე რეკლამებს ააბრდღვიალებენ. გესმით, რა ტრაგედიის წინაშე ვდგავართ?!“
„დიდი " ძაღლისთავი" მარხია მაგ "ჰესის ქვეშ", ფრთხილად, ხელისუფლებავ!“
ასაშენებელი ჰესების გრძელი ნუსხა
„ყველა, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, ემსახურება რუსეთის (კრემლის) ინტერესებს“
„ჰესი თუ აშენდება, სარგებელი უნდა ვნახოთო და ამ ვაჭრობის გამო იკადრეს უკადრებელი! - არადა, ნახეთ რას ჰპირდებოდნენ!“
„მე ვიყავი დაკავებული, მაგრამ შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაეგოთ და ამას არ მოჰყოლოდა დიდი ამბავი - ის, რაც გუშინ პანკისში მოხდა, იყო თემირლანის ოპერაცია 2“
რას ითვალისწინებს პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის შეთავაზებული მემორანდუმი - ვინ რას მიიღებს ახალი ჰესის მშენებლობის შემდეგ
"პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება" - ადგილობრივი მოსახლეობა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
„დენი გინდებლარიენ, მაგრამ ჰესი არ გინდებლარიენ? აბა, მაცივარი რო გინდებლარიენ განვადებით, ბებიაშენს უნდა შეუერთო ტ..აკში?“
„ფსიქოლოგიური გამოფიტვის აპრობირებულ მეთოდს ახორციელებს "რუსთავი 2" ქართული საზოგადოების დასანგრევად და ამ მზაკვრული გეგმის ჭანჭიკია ეს მყრალი ნიკა გვარამია“
„დეტალურად შევისწავლით თითოეული ადამიანის და თითოეულ ჩვენ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდგომ, კანონის სრული შესაბამისობით, გავატარებთ ზომებს“
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობა - ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ხეობის უხუცესებს“
"35-ზე მეტ სამართალდამცავს გაეწია დახმარება, მათ შორის, ცამეტი გადმოყვანილია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში - 8 პაციენტი ახლა შეიყვანეს ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში“
რატომ უნდა დაწესდეს სუიციდის, მკვლელობების და სხვა ტრაგედიების გაშუქებაზე მკაცრად დარეგულირებული სტანდარტი - ნათია ფანჯიკიძის რჩევა
„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფერს რუსული სპეცსამსახურებისა და ნაცბანდის პროვოკაციის მყრალი სურნელი ასდის!“