`მოქალაქეები არამიზნობრივად იყენებენ საფრანგეთში გადაადგილების საშუალებებს და ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, რითაც ისინი აზარალებენ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს“

იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ,- ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. ელჩის თქმით, აღნიშნული უფლება ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისა და გარკვეული პროფესიების მქონე პირებისთვის მოქმედებს.

 

„რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნას შესაძლებლობა, რომ გარკვეული კატეგორიისა და პროფესიების მქონე ადამიანები საფრანგეთში დასაქმდნენ. გარკვეული პერიოდის წინ გერმანიამაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, საფრანგეთმა კი რამდენიმე კვირის წინ. ეს ძირითადად, ეხებათ სტუდენტებს, რომლებიც საფრანგეთში სწავლობენ და სურთ, რომ დასაწყისში, პროფესიული გამოცდილება მიიღონ. ეს იქნება ერთწლიანი პერიოდით. შეთანხმება ასევე ეხება გარკვეული პროფესიებისა და კატეგორიების მქონე ადამიანებს, რომელთათვისაც ჩვენ შევძლებთ ვიზების გაცემას. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ საფრანგეთს სურს, საქართველოსთან ჰქონდეს ორმხრივი გაცვლა ადამიანურ და სხვადასხვა დონეზე. ჩვენი მიზანია, საქართველოსთან ვაწარმოოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა. სამწუხაროდ, აგრეთვე არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არამიზნობრივად იყენებენ საფრანგეთში გადაადგილების საშუალებებს და იმ მოტივით, რომ საქართველოში არიან დევნილები და გარკვეული პრობლემები აქვთ, ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს და ამით ისინი აზარალებენ იმ კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, რომლებიც თავისუფალი გადაადგილებით სარგებლობენ. ეს არის უპასუხისმგებლო ქცევა. ჩვენ შევეცდებით, რომ აღნიშნულს საქართველოში არსებულ სტრუქტურებთან ერთად სხვადახვა ზომის მიღებით შევეწინააღმდეგოთ. იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რომ კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული და ამით კეთილსინდისიერი მოქალაქეები დაზარალდნენ, არ გვინდა, რომ ამით ისინი დავსაჯოთ”,-განაცხადა პასკალ მენიემ.





მსგავსი სიახლეები
ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ ახალი წევრების წარდგენას სექტემბრის ბოლოს გეგმავს
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება"
"სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს"- მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე
საქართველოს საგარეო უწყება სოფელ გუგუტიანთკართან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"200-ზე მეტი ახალი კომპანია არის შექმნილი და 9 ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული ამ პროექტებში"
"საზოგადოებას ვპირდები, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა"
"რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი უმოკლეს ვადებში გაკეთდება, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს კი ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება"
ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს!
მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა
კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა - ეს ცოტა ხნის წინ “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა
„მე არ ვცვლი თქვენ ტერიტორიებს თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში“ - რა უპასუხა პუტინმა სააკაშვილის შეთავაზებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
„მერე, ბიძინამ რომ დაუძახა ამათ, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მიუცუცქდებოდა პირველი! პარლამენტშიც ხომ ბიძინამ შეათრია და მილიონიც მისცა ამ დავრდომილების ე.წ. პარტიას“
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩარჩი - მან ბოლოს შესაძლოა ბერა დააპატიმროს”
„ერთი კაბა და მძივიღა გაკლია და ხათუნა გოგორიშვილს შენი სახით იდეალური შემცვლელი გამოუჩნდება, თუმცა შენგან განხვავებით. ის ასე ბოღმით არ საუბრობს“
„ესენი არიან ჩამოსაკიდები! რუსეთის სახის შენარჩუნებას შესწირეს ჩვენი მებრძოლები, ჩვენი ხალხი და ჩვენი სოფლები“
„მე მივიღე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელიც დასაბუთებული იყო იურიდიული კომიტეტის დასკვნით“
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას" - სალომე ზურაბიშვილი
"ნიკა გვარამიას შესახებ ოპონენტების განცხადებები ყოველთვის შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს, მაგრამ იშვიათად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე"