„მინდა, მივმართო პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვავლინონ სახელმწიფოებრივი პოზიცია და დაუყოვნებლივ დაიწყონ კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად“

 

 

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველომ ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა გააგზავნოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ და სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრობლემები თავზე საყრელი გვაქვს, ჩვენგან ორ ნაბიჯში, ჩვენს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, ძალიან მძიმე ვითარებაა. თუ ვინმე ადევნებს თვალყურს, იცის, რომ ახალი წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა და საკომუნიკაციო არხი არის როკის გვირაბი და ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც დიდი თოვლის გამო ჩაკეტილია. ამის გამო მიმოსვლა, კომუნიკაცია და პროდუქტების შეტანა ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ახალგორში, ჯავაში, არის შეწყვეტილი. ცხინვალში უკვე დგას სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი. ეს კატასტროფა შესაძლოა, დღე-დღეზე მოხდეს. ბავშვთა საკვები არ არის, მედიკამენტები თითქმის აღარ აქვთ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეტის ღირსები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაწვეს და გაძარცვეს ქართული სოფლები, მოკლეს და შემდეგ ხელი დააფარეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და იმ რეგიონში უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, ძალიან მძიმე დღეშია. საუბარია მათ შორის ბავშვებზე და მძიმე ავადმყოფებზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და ხელისუფლებას მიმართა.

 

„მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს, გამოვავლინოთ ადამიანობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაიწყონ კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან და გამოვძებნოთ რესურსი ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად. შევიტანოთ მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქტები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯს დიდი ენთუზიაზმით შეხვდებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამდენად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შურისძიებით სავსე კმაყოფილებით კი არ ვუყუროთ ამას, არამედ უნდა გამოვავლინოთ ადამიანური მიდგომა", - განაცხადა ელისაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
„არ არის ეს ის კაცი, ვინც ან საპატრიარქოს ფინანსების სამართლიანი ხარჯვისთვის დაიხოკავდა ლოყებს, ან უზიარებლობის გამო მიიღებდა ინსულტს - შეწყვიტეთ მისგან "გმირის" შექმნის მცდელობა!“
უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და მწე­რა­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე და­ქორ­წინ­და
20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
მართლმადიდებელი ეკლესია 17 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს
რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოსამართლეები
„ან რა პატივისცემა უნდა გქონდეს მიღებული, ან რას უნდა ელოდო მამუკა ხაზარაძისგან, ბაიბურში რომ არ ხარ და მატროსოვივით მკერდით გადაეფარო ბიზნესმენს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, თუნდაც ბიძინასგან დასაცავად“
დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა - „იმედია, მალე განიკურნება“
„არ დაივიწყოთ ე.წ ტელეკომპანიის შეფის, ნიკოლოზ ანზორის ძე გვარამიას პროკურორობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილი 101 ადამიანი - გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, თუ ერის დამმუნათებლის მანტია ჯერ არ გაცვეთია?“
გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ!
„ჯერჯერობით ექიმები არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა - ემოციური მდგომარეობა კი მძიმეა, განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია“
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა
„არასოდეს არ მოიპარო, ირაკლი! ყველაფერი კარგად იქნება - ხო, მაგაში მართალი ხარ, მარაა.... - ამ "მარა"-მ შემზარა და შემაშინა“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა
"დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება"
"ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი დარჩა 169 მილიონი ლარი" - გიგი უგულავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება“
მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე, ჰიპერტონული კრიზის წინასწარი დიაგნოზით, საავადმყოფოშია გადაყვანილი
„შეიძლება იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია - ვერ იყიდი "სიცოცხლეს" - სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები
ვახუშტის ხიდზე 17 თებერვალს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება