ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე სპეცნებართვა გიგი უგულავას დროს კანონდარღვევით გაიცა

პირველი არხის ინფორმაციით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე სპეცნებართვა გიგი უგულავას დროს კანონდარღვევით მოიპოვეს, – ამის შესახებ ურბანისტმა ზურაბ ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, უგულავამ დაარღვია თბილისის განაშენიანების მოთხოვნები, ადმინისტრაციული კოდექსი და სივრცითი მოწყობის კანონი. „მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა და კომპანია ვალდებულია, ხელახლა აიღოს ეს ნებართვა. არსებობს უგულავას განკარგულება, რომელიც სპეცნებართვაა და კანონდარღვევით მიიღეს როგორც პროცედურული, ისე არსებითი დარღვევებით. ახლა იმაზე საუბარი, რომ დანაშაულით მიღებულ განკარგულებას უვადოდ მოქმედების ძალა აქვს, უცნაურია. მერიის დამოკიდებულება სამარცხვინოა, რადგან იურიდიულ ხრიკებს აქვს ადგილი. არ შეიძლება კანონდარღვევით გაკეთებული საქმეს უვადო მოქმედების საშუალება ჰქონდეს. საზოგადოებას ამ შეცდომის გამოსწორების საშუალება უნდა ჰქონდეს.

 

უგულავას მიერ გაცემულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ გამონაკლისის სახით სასტუმროს მშენებლობა შეიძლება და შეიძლება კ1- კოეფიცინტის გადამეტება. უგულავამ დაარღვია თბილისის განაშენიანების მოთხოვნები, ადმინისტრაციული კოდექსი, სივრცითი მოწყობის კანონი. ყველა დისკრეციის ფარგლებში გამოტანილ გადაწყვეტილებას უძღვის დასაბუთება, ასეთი რამ ამ საქმეში არ არსებობს. ამიტომ ჯანსაღი, გონიერი ადამიანისთვის ბუნებრივია, ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს. მერიას კანონი აძლევს უფლებას, ბოლო სიტყვა თქვას. მას შეუძლია გამოისყიდოს ტერიტორია“, – განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.

 

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან მოლაპრაკებას ცდილობს. ალტერნატივის სახით მერია ინვესტორს ადგილზე ძველი რესტორნის აღდგენას ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს. სასტუმროს მფლობელთან დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.





მსგავსი სიახლეები
"ხმა ჩაიკმინდე ყურბანოვო, საქართველოში დესტაბილიზაციას მაინც ვერ ეღირსები!"- ზაზა გაბედავა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე იონა ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობა შეიზღუდება
"ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი"
"გუდამაყრის და არხოტის ხეობებს, შატილს და მუცოს მალე ინტერნეტი ექნება, იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც"
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ქართული განათლების სისტემა მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადადის" - მიხეილ ბატიაშვილი
ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება
თბილისის ბიუჯეტში 6 თვეში სათამაშო ბიზნესიდან 35 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც 21 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის
ვის მისცა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი-2-ისათვის განკუთვნილი 20 მილიონი და ვინ ჩაშალა დიდი გარიგება
„2011 წელი. პრესა.გე წაიღეს გარეწრებმა და ვიგინდარებმა - გავაკეთეთ For.ge. არა ოფისი, არა ტექნიკა, არა ხელფასები და ჰონორარები, რეკლამის მოიტან და, დაემშვიდობე ბიზნესს“
„შენ, პირადად, პაატა სალია, დახურე “რუსთავი-2” და ამიტომ აგეხევა სახე“
T- ლიმფოციტების გადასანერგად უცხოეთში წასვლა საჭირო აღარაა - ონკოლოგიაში რევოლუციური ნაბიჯები საქართველოში იდგმება
ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის - განცხადება
"აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა" - მამუკა ბატხაძე
მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა ბერკლის სამუსიკო კოლეჯში გამოცდა წარმატებით ჩააბარა და 100 000$-ის ოდენობით დაფინანსება მიიღო
„გული არაფერზე დაიწყვიტო, ყველანი შენთან ვართ, მეთაურო და არც ისე ცოტა შეგვიძლია, როგორც შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს“
გორში, საფეხბურთო მატჩის დროს, 40 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა
„არაა სასიამოვნო, 130 კმ-ს გამო საჯარიმო 50 ლარი აირტყა - შენც ბევრად უსაფრთხოდ ხარ და არც 50 ლარებს არ აყლაპებ აპარატს!“
„უნდა ქათამს საქათმეში და თუ გინდათ, შეე... კითხეთ!“