„ჩვენი მიზანია ჩინეთის გეოპოლიტიკური გავლენა საქართველომ ისე გამოიყენოს, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს“ - მალხაზ გულაშვილი

დღეს,  სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“ თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  და მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე  - „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“ გაიმართა.

 

კონფერენციის მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებისთვის გაეცნო ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესები. ასევე, ჩინეთში  გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები, იქაური გამოცდილება მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლა და იმ წარმატებების მიზეზები, რამაც ჩინეთის სწრაფი განვითარება უზრუნველყო.

 

კონფერენციის მნიშვნელობაზე „ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა - მალხაზ გულაშვილმა ისაუბრა:

 

"კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან, ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის მრავლისმეტყველია. ჩინეთი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ჩამორჩენილი ქვეყანა იყო.  მიუხედაავად ამისა, მან მოახერხა და მოკლე დროში შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო. შექმნა ახალი ეკონომიკა, ტექნოლოგიები, უნიკალური სოფლის მეურნეობა, უკვე კოსმოსის ათვისებაზეც კი გადავიდა. ასევე, შექმნა სოფლის ტურიზმის განვითარების მოდელი, რითაც ჩინეთი გახდა ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში.

 

საქართველოს ძალიან აინტერესებს ჩინეთთან ურთიერთობა, რადგან ერთდროულად წარმოშობილი ცივილიზაციებია. კულტურულ სფეროში ჩინეთს აქვს დიდი ისტორია და გამოცდილება. ის ფაქტიც, რომ აბრეშუმის გზა საქართველოზე გადიოდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც,  რომ  საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა, რამაც ხელი შეუწყო ქართული ბიზნესის განვითარებას ჩინეთის ბაზარზე. დღესდღეობით, ბევრი ქართული კომპანია ჩინეთის ბაზარზე დომინანტთა როლს ასრულებს.

 

ჩინეთის მთელ რიგ რეგიონებში გაიხსნა საქართველოს პოპულარიზაციის კუთხეები. ცოტა ხნის წინ, „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე დავაჯილდოვეთ ადამიანი, რომელმაც ჩინეთში პატარა საქართველო შექმნა.

 

ჩინეთის გეოპოლიტიკური როლი განუზომელად იზრდება მთელ მსოფლიოში. მან ეტაპობრივად მოახდინა იმ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო დაკარგა.

 

რაში შეიძლება ეს ყველაფერი საქართველომ გამოიყენოს? ზუსტად ამ საკითხზეა კონფერენცია.

 

ჩვენი მიზანია, რომ ჩინეთის გეოპოლიტიკური გავლენა საქართველომ ისე გამოიყენოს, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც მოხდეს.

 

გვსურს, რომ როგორც ჩინეთში ებრძვიან სიღატაკეს, ზუსტად ასევე ვებრძოლოთ საქართველოში ამ პრობლემას.  ჩინეთში 1 700 000 000 ადამიანია და აქედან მხოლოდ 50 000 000 აქვს სიღარიბის ზღვარს ქვევით სტატუსი.  როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა განაცხადა, 2020 წლისთვის საერთოდ აღარ იქნება ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი.  ჩინეთს აქვს უნიკალური მოდელი მოხუცებულთა მოვლის. ასევე საპენსიპო რეფორმა. შემციერებული აქვს საპენსიო ასაკი 50-55 წლამდე.

 

დღეს, მსოფლიო ეკონომიკის 2/3 ჩინეთში იქმნება. ეს ყველაფერი კი ნამდვილად მისაბაძია.“- განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში მალხაზ გულაშვილმა.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ:  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ძი იენჩი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე,  წამყვანი ჟურნალისტები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები.

 


 

 





მსგავსი სიახლეები
„არ არის ეს ის კაცი, ვინც ან საპატრიარქოს ფინანსების სამართლიანი ხარჯვისთვის დაიხოკავდა ლოყებს, ან უზიარებლობის გამო მიიღებდა ინსულტს - შეწყვიტეთ მისგან "გმირის" შექმნის მცდელობა!“
უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და მწე­რა­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე და­ქორ­წინ­და
20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
მართლმადიდებელი ეკლესია 17 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს
რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოსამართლეები
„ან რა პატივისცემა უნდა გქონდეს მიღებული, ან რას უნდა ელოდო მამუკა ხაზარაძისგან, ბაიბურში რომ არ ხარ და მატროსოვივით მკერდით გადაეფარო ბიზნესმენს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, თუნდაც ბიძინასგან დასაცავად“
დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა - „იმედია, მალე განიკურნება“
„არ დაივიწყოთ ე.წ ტელეკომპანიის შეფის, ნიკოლოზ ანზორის ძე გვარამიას პროკურორობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილი 101 ადამიანი - გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, თუ ერის დამმუნათებლის მანტია ჯერ არ გაცვეთია?“
გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ!
„ჯერჯერობით ექიმები არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა - ემოციური მდგომარეობა კი მძიმეა, განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია“
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა
„არასოდეს არ მოიპარო, ირაკლი! ყველაფერი კარგად იქნება - ხო, მაგაში მართალი ხარ, მარაა.... - ამ "მარა"-მ შემზარა და შემაშინა“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა
"დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება"
"ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი დარჩა 169 მილიონი ლარი" - გიგი უგულავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება“
მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე, ჰიპერტონული კრიზის წინასწარი დიაგნოზით, საავადმყოფოშია გადაყვანილი
„შეიძლება იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია - ვერ იყიდი "სიცოცხლეს" - სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები
ვახუშტის ხიდზე 17 თებერვალს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება