გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედინაცვალი შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

 

საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით. ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
„ჩვენი მოთხოვნაა ბიზნესსკოლის, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის არსებობა და ასევე აკადემიური საბჭოსა და რექტორის დათხოვნა“
„პოლიციამ არ დაუშვა და არც მომავალში დაუშვებს პოლიციის შენობის დარბევას და კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას“ - შსს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ გადაცემის ანონსს ეხმაურება
„15-20 დღეში სასამართლო გაიმართება, ექსტრადირება როდის მოხდება, არ ვიცი, ალბათ, გამართლდებიან - ნორვეგია ცოტა რთული ქვეყანაა, ზედმეტ ინფორმაციასაც არ იძლევიან“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა
8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ 30 წლამდე მამაკაცი დააკავა
ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის მეან-გინეკოლოგი დააკავეს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირებისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ფინანსური სანქცია იზრდება
დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
ესპანეთში ნარკოტიკების გადატანისთვის დაკავებულია დაჯგუფების 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს ერთი და უკრაინის რვა მოქალაქე
„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა
"ქუჩური მენტალიტეტის კრიმინალიზება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის გაგრძელებაა"
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა
თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს დოკუმენტებს და აცხადებს, რომ თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს "ნიუ ატლასისგან" ნამდვილად შეიძინეს 411 ცალი მაღალყელიანი ფეხსაცმელი
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატი სებ-ის მოთხოვნას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის თაობაზე, სასამართლოში გაასაჩივრებს
„ჩვენგან განსხვავებით, ლევან იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს, ვისაც უკეთესი პირობები ჰქონდა და „შავ სიაში“ შეყვანილ "ნიუ ატლასს" გაამარჯვებინეს“
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
„თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის“ - ეროვნული ბანკის განმარტება
ეროვნული ბანკი ითხოვს, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ საბჭო დატოვონ
ლადო ბედუკაძეს, რომელსაც დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლახან კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს
ახალი დეტალები ლადო ბედუკაძის ცემასთან დაკავშირებით