საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ევროპარლამენტარებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ევროპარლამენტარებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საშინაო გამოწვევებს. როგორც ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა განაცხადა, შეხვედრისას განიხილეს ასევე, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო, რომელიც საარჩევნო პროცესმა დატოვა და რაც გაჯანსაღებას საჭიროებს. ანა გომეშის აზრით, აღნიშნული სიტუაციის გაჯანსაღებაში პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი შედეგებიც განიხილა.

 

ევროპარლამენტარ კლერ მუდის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი მუშაობს ისე, როგორც განზრახული იყო: აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას თავისუფლად ესტუმრონ და ნახონ ევროპული ქვეყნები. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კონსტრუქციულად ვმუშაობთ, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი გადაადგილების გაგრძელება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ცალკეული ქვეყნების მხრიდან. საჭიროა, რომ ცალკეული ქვეყნების მთავრობები უფრო პროაქტიულები იყვნენ ამ მიმართულებით საკუთარი პოლიტიკის შემუშავებისას. ევროკავშირში შიგნით არის სურვილი და ნება, რომ გავაგრძელოთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით ბენეფიტების მიღების უზრუნველყოფა. ვიცი, რომ ამაზე ფოკუსირებული იქნება ევროპარლამენტი და დანარჩენი ევროინსტიტუტებიც”, - აღნიშნა კლერ მუდმა.ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს იმ საკითხის მნიშვნელობასა და აქცენტებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველი სამუშაო ვიზიტის ადგილად სწორედ ბრიუსელი შეარჩია.

 

ევროპარლამენტარ საჯად კარიმის განცხადებით, ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების სიღრმეები და სრული დინამიკა. "რომ გავიხსენოთ 10 წლის წინანდელი პერიოდი, დაუჯერებელია, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობამ ასეთ პროგრესს მიაღწია“, - აღნიშნა საჯად კარიმმა. მისი თქმით, თუ გავიხედავთ მომავალში, ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა და იდგმება, განსაკუთრებით, პრეზიდენტის ოფისის მიერ (თავისი გამოცდილებით რაც მას აქვს), არის საფუძველი იმისა, რომ საქართველომ გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან, რასაც ევროპარლამენტი მიესალმება.

 





მსგავსი სიახლეები
ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ ახალი წევრების წარდგენას სექტემბრის ბოლოს გეგმავს
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება"
"სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს"- მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე
საქართველოს საგარეო უწყება სოფელ გუგუტიანთკართან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"200-ზე მეტი ახალი კომპანია არის შექმნილი და 9 ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული ამ პროექტებში"
"საზოგადოებას ვპირდები, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა"
"რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალი უმოკლეს ვადებში გაკეთდება, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს კი ხელი რამდენიმე დღეში მოეწერება"
ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს!
მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა
კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა - ეს ცოტა ხნის წინ “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა
„მე არ ვცვლი თქვენ ტერიტორიებს თქვენ გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში“ - რა უპასუხა პუტინმა სააკაშვილის შეთავაზებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა
„მერე, ბიძინამ რომ დაუძახა ამათ, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მიუცუცქდებოდა პირველი! პარლამენტშიც ხომ ბიძინამ შეათრია და მილიონიც მისცა ამ დავრდომილების ე.წ. პარტიას“
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩარჩი - მან ბოლოს შესაძლოა ბერა დააპატიმროს”
„ერთი კაბა და მძივიღა გაკლია და ხათუნა გოგორიშვილს შენი სახით იდეალური შემცვლელი გამოუჩნდება, თუმცა შენგან განხვავებით. ის ასე ბოღმით არ საუბრობს“
„ესენი არიან ჩამოსაკიდები! რუსეთის სახის შენარჩუნებას შესწირეს ჩვენი მებრძოლები, ჩვენი ხალხი და ჩვენი სოფლები“
„მე მივიღე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელიც დასაბუთებული იყო იურიდიული კომიტეტის დასკვნით“
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას" - სალომე ზურაბიშვილი
"ნიკა გვარამიას შესახებ ოპონენტების განცხადებები ყოველთვის შეიცავს პოლიტიკურ ბრალდებებს, მაგრამ იშვიათად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე"