ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაწილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებს - "პრეზიდენტის გვერდით ვართ, ყველა ტიტულოვანი სპორტსმენია აქ“

დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენების ნაწილი აქციას მართავს. ისინი დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ. "პრეზიდენტის გვერდით ვართ. ყველა ტიტულოვანი სპორტსმენია აქ. ვარჯიშს მანამდე არ გავაგრძელებთ, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი ოჯახს არ დაუბრუნდება. სპორტსმენები ვართ, ყველგან ხდება ჩხუბი, მაგრამ ეს შიგნით, ოჯახში უნდა დარჩეს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
„არ არის ეს ის კაცი, ვინც ან საპატრიარქოს ფინანსების სამართლიანი ხარჯვისთვის დაიხოკავდა ლოყებს, ან უზიარებლობის გამო მიიღებდა ინსულტს - შეწყვიტეთ მისგან "გმირის" შექმნის მცდელობა!“
უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და მწე­რა­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე და­ქორ­წინ­და
20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
მართლმადიდებელი ეკლესია 17 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს
რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოსამართლეები
„ან რა პატივისცემა უნდა გქონდეს მიღებული, ან რას უნდა ელოდო მამუკა ხაზარაძისგან, ბაიბურში რომ არ ხარ და მატროსოვივით მკერდით გადაეფარო ბიზნესმენს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, თუნდაც ბიძინასგან დასაცავად“
დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა - „იმედია, მალე განიკურნება“
„არ დაივიწყოთ ე.წ ტელეკომპანიის შეფის, ნიკოლოზ ანზორის ძე გვარამიას პროკურორობის დროს სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვლილი 101 ადამიანი - გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, თუ ერის დამმუნათებლის მანტია ჯერ არ გაცვეთია?“
გია ყანჩელი და რობერტ სტურუა საავადმყოფოში ერთმანეთს ამხნევებენ!
„ჯერჯერობით ექიმები არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა - ემოციური მდგომარეობა კი მძიმეა, განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია“
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა
„არასოდეს არ მოიპარო, ირაკლი! ყველაფერი კარგად იქნება - ხო, მაგაში მართალი ხარ, მარაა.... - ამ "მარა"-მ შემზარა და შემაშინა“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა
"დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება"
"ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი დარჩა 169 მილიონი ლარი" - გიგი უგულავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება“
მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე, ჰიპერტონული კრიზის წინასწარი დიაგნოზით, საავადმყოფოშია გადაყვანილი
„შეიძლება იპოვო და იყიდო მატერიალური ნივთები, მაგრამ არსებობს ერთი ნივთი, რომელსაც ვერ იპოვი და იყიდი, როცა ის დაკარგულია - ვერ იყიდი "სიცოცხლეს" - სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები
ვახუშტის ხიდზე 17 თებერვალს, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება