"კეზერაშვილი ალბანეთში ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს"

დავით კეზერაშვილსა და „გალფის“ ბიზნესსაქმიანობის შესახებ, ალბანურ მედიაში სკანდალი აგორდა და სააკაშვილის მთავრობის ჩინოვნიკი კორუფციაში ამხილეს. „ალბანური მედია აქტიურად წერს იმის თაობაზე, რომ ქართველმა ოლიგარქმა დავით კეზერაშვილმა „გალფის“ ბენზინგასამართი ქსელის მეშვეობით, ფულის გათეთრების თაღლითური სქემა აამოქმედა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „გალფის“ ამერიკის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებს განცხადების გაკეთება და ბოდიშის მოხდა მოუწიათ. ამასთან, „გალფი“ ალბანეთში ბენზინგასამართი ქსელის დახურვას აპირებდა და რამდენიმე დღით ადრე ასიათასობით ტალონი გაყიდა, რომელთა ღირებულებაც 5 მილიონი ევროა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ალბანეთში სამართალდამცავმა ორგანოებმა „გალფის“ ქსელის მმართველ ალექსანდრე გოგოხიაზე ძებნა გამოაცხადეს.

 

ალექსანდრე გოგოხია ამერიკაში, კერძოდ, დელავერის შტატში დაფუძნებული კომპანიის „Universal Energy Group“-ის მფლობელია. ეს კომპანია კი თავის მხრივ, ალბანური ფირმებს – „Sun Petrolium Albania Trading JSC“-სა და „Sun Petrolium Albania LLC“-ს ფლობს, რომელთა მეშვეობითაც ალბანეთში „გალფის“ ქსელის მართვა ხდებოდა. ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და შესაბამისად, ევროკავშირი კორუფციული სქემების კუთხით, ალბანეთს მკაცრად აკონტროლებს. კეზერაშვილისა და „გალფის“ ალბანური სკანდალი იმდენად გახმაურდა, რომ მას გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება და გამორიცხული არ არის, რომ კვალი სააკაშვილამდე მივიდეს“, – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ფულის გათეთრების სქემის უკან ალბანური მედია ქართველ ოლიგარქს, დავით კეზერაშვილს მოიაზრებს. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ კეზერაშვილს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირად მოლარეს უწოდებენ.





მსგავსი სიახლეები
„მეორე მხარეს, არის კადიროვის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც ნებისმიერი სიტუაციის განვითარებას ელოდება, რომ საქართველოს საქმეში ჩაერიოს“
„იქ, სადაც კანონი დაირღვა, უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება - წერტილი - არ აქვს მნიშვნელობა, პანკისში მოხდა, სამტრედიაში, ზუგდიდში თუ ფოთში“
„ზესტაფონის მფლობელია „რიჟა“, რომელიც ივანიშვილმა გააგზავნა ზელენსკისთან დაკავშირებულ ბიზნესმენებთან, იქნებ საქმე ჩამიწყოთ, რომ ზელენსკიმ სააკაშვილი არ შეუშვას უკრაინაშიო“
„ვინც დაარღვევს კანონს, მით უმეტეს, იმ გზით, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და აგრესია ჩვენი სამართალდამცველების მიმართ, არის სრულიად მიუღებელი“
სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს, შეცვალოს სერიალის „საზღვაო პოლიცია“ ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის მოხსენიებული
„თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“
"პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
„დღეს პანკისში აღარ არის ისეთი იერარქია, როდესაც უხუცესთა საბჭოს სიტყვა იყო გადამწყვეტი - არადა, ვიღაცას ძალიან სჭირდება, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სექტორი არ განვითარდეს“
„როდის დამიბრუნებთ ან ამინაზღაურებთ ქუთაისის ავტოქარხნის აქციები რომ იჩუქეთ აქციონერებისაგან? - შემდეგ კი წარმატებით მიჰყიდეთ ჩინელებს და ბეჟუაშვილებს“
„გილოცავთ, ქურდების მოხსნილი პირველი მინისტრი გვყავს უკვე”
„აუცილებელია, სასწრაფოდ შევუდგეთ დავით გარეჯის აღდგენას - ასევე სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს"
„როგორც 1920 და 2002-03 წლებში არ იყო სათანადოდ მობილიზებული და ადეკვატური საქართველოს ხელისუფლება, ასევე არაადეკვატურია დღევანდელი მმართველი ძალა“
სამთავრობო ცვლილებების რეალური მიზეზი -„ახალი სალარო აპარატების შემოტანა უნდა ვანო ჩხარტიშვილს, რასაც ეწინააღმდეგებოდა გიორგი ქობულია და ეწინააღმდეგება ფნანსთა მინისტრიც“
ლაშა ჟვანია პირველი მაისიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს
„ასეთი სხვისი მონაყოლიც არ გამიგია - კაცს ედავებოდე, სამების ტაძრის მოხატვას იმიტომ აპირებს, ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრას დასამარცხებლად მეტი გზა არ დარჩაო“
გიორგი კერვალიშვილი: ვაფრთხილებ მაჩალიკაშვილს, საკუთარ თავზე ზედმეტს ნუღარ აიღებს, თორემ ძალადობას აღარ ვაპატიებთ!
ჟურნალისტი მიხეილ ფეიქრიშვილი მედიასაკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მრჩევლად ინიშნება
აჰმედ იმამყულიევს მარნეულელებმა კარი არ გაუღეს
„იქ იყო ბიძინა ივანიშვილი, როდესაც დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ არ ვუჭერდი აღნიშნულ კანონპროექტს მხარს“
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო